Facebook Twitter

№ა-2380-შ-62-2019 15 მარტი, 2019 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - რუსეთის ფედერაციის მოსკოვის მხარის დომოდედოვსკის საქალაქო სასამართლო

მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ჯ–ი

განხილვის საგანი – რუსეთის ფედერაციის მოსკოვის მხარის დომოდედოვსკის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 აპრილის განაჩენისა და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება ზიანის ანაზღაურების ნაწილში

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსეთის ფედერაციის მოსკოვის მხარის დომოდედოვსკის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 აპრილის განაჩენით ზ.ჯ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 ნაწილის „ვ“ პუნქტით და მიესაჯა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში სასჯელის მოხდის გზით. ამავე განაჩენით ზ.ჯ–სა და ა.ა–ს ტ. ე–ას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მატერიალურად მიყენებული ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ 407 500 რუბლის გადახდა. აღნიშნული განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 16 აპრილს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

2. რუსეთის ფედერაციის მოსკოვის მხარის დომოდედოვსკის საქალაქო სასამართლომ შუამდგომლობით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის მხარის დომოდედოვსკის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 აპრილის განაჩენისა და სააღსრულებო ფურცლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება ზიანის ანაზღაურების ნაწილში.

3. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 30 მაისის განჩინებით რუსეთის ფედერაციის მოსკოვის მხარის დომოდედოვსკის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

4. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. რუსეთის ფედერაციის მოსკოვის მხარის დომოდედოვსკის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 აპრილის განაჩენით ზ.ჯ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 ნაწილის „ვ“ პუნქტით და მიესაჯა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში სასჯელის მოხდის გზით. ამავე განაჩენით ზ.ჯ–სა და ა.ა–ს ტ.ე–ას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მატერიალურად მიყენებული ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ 407 500 რუბლის გადახდა.

6. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით დგინდება, რომ 2018 წლის 16 აპრილიდან გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მხიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

8. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რუსეთის ფედერაციის მოსკოვის მხარის დომოდედოვსკის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნას რუსეთის ფედერაციის მოსკოვის მხარის დომოდედოვსკის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 აპრილის განაჩენი და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში, რომლითაც ზ.ჯ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 ნაწილის „ვ“ პუნქტით და მიესაჯა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში სასჯელის მოხდის გზით და ზ.ჯ–სა და ა.ა–ს ტ. ე–ას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მატერიალურად მიყენებული ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ 407 500 რუბლის გადახდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი