საქმე №ას-565-2019 20 სექტემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – რ. ღ-ძე (მოსარჩელე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,დ. და ტ.“ (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით კასატორ რ. ღ-ძეს (პ/ნ: 0900100...) უკან დაუბრუნდა 2019 წლის 25 თებერვალს საგადახადო დავალება N7749127740 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (300 ლარი) 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
2. განჩინება შესულია კანონიერ ძალაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განჩინებაში დაშვებულია უსწორობა, რომელიც უნდა გასწორდეს, ვინაიდან საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი კასატორის მიერ გადახდილია 2019 წლის 27 მარტს (იხ., ს.ფ. 123), განჩინებაში კი სახელმწიფო ბაჟის გადახდის თარიღად მითითებულია 2019 წლის 25 თებერვალი.
4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. ამდენად, დასახელებული მუხლის საფუძველზე, სასამართლო მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით გაასწორებს უზუსტობას იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ ამა თუ იმ პროცესუალურ დოკუმენტში დაშვებულ იქნა უსწორობა. აღნიშნული საკითხის განხილვა და გადაწყვეტა დასაშვებია როგორც სასამართლო სხდომაზე, ისე ზეპირი მოსმენის გარეშე.
5. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს გაასწოროს განჩინებაში დაშვებული უსწორობა მხარეთა მოწვევის გარეშე.
6. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის განჩინების №ას-565-2019 სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში დაშვებული უსწორობა უნდა გასწორდეს და სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების ნაწილში დანაწესი: „კასატორ რ. ღ-ძეს (პ/ნ: 0900100...) უკან დაუბრუნდეს 2019 წლის 25 თებერვალს საგადახადო დავალება N7749127740 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (300 ლარი) 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150“, შეიცვალოს შემდეგი დანაწესით - „კასატორ რ. ღ-ძეს (პ/ნ: 090010...) უკან დაუბრუნდეს 2019 წლის 27 მარტს საგადახადო დავალება N7749127740 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (300 ლარი) 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის განჩინების №ას-565-2019 სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში დაშვებული უსწორობა და მასში მიეთითოს შემდეგი დანაწესი: კასატორ რ. ღ-ძეს (პ/ნ: 0900100...) უკან დაუბრუნდეს 2019 წლის 27 მარტს საგადახადო დავალება N7749127... გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (300 ლარი) 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150“,
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური