Facebook Twitter

საქმე №ას-1172-2019 15 ოქტომბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ.“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „აკად. ო.ღ. ს. ე. ს. ც.“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს „აკად. ო.ღ. ს. ე. ს. ც.“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ.“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „აკად. ო.ღ. ს. ე. ს. ც.“ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ.“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის აპრილის თვეში შესრულებული სამუშაოს ღირებულების – 54704,70 ლარის და 2014 წლის მაისის თვეში შესრულებული სამუშაოს ღირებულების – 45130,80 ლარის გადახდა. მოპასუხე სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ.“ შპს „აკად. ო.ღ. ს. ე. ს. ც.“სასარგებლოდ დაეკისრა აპრილის თვეში შესრულებული სამუშაოს ღირებულების გადახდის ვადაგადაცილებისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა დაწყებული 2014 წლის 3 ივნისიდან, ყოველდღიურად 2014 წლის 8 აგვისტომდე ძირითადი დავალიანების 0,1%-ის – 54,70 ლარის ოდენობით. მოპასუხე სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ.“ შპს „აკად. ო.ღ. ს. ე. ს. ც.“სასარგებლოდ დაეკისრა აპრილის თვეში შესრულებული სამუშაოს ღირებულების გადახდის ვადაგადაცილებისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა დაწყებული 2014 წლის 8 აგვისტოდან, ყოველდღიურად ძირითადი დავალიანების 0,02%-ის – 10,94 ლარის ოდენობით დავალიანების დაფარვამდე. მოპასუხე სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ.“ შპს „აკად. ო.ღ. ს. ე. ს. ც.“ სასარგებლოდ დაეკისრა მაისის თვეში შესრულებული სამუშაოს ღირებულების გადახდის ვადაგადაცილებისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა დაწყებული 2014 წლის 30 ივნისიდან, ყოველდღიურად 2014 წლის 8 აგვისტომდე ძირითადი დავალიანების 0,1%-ის – 45,13 ლარის ოდენობით. მოპასუხე სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ.“ შპს „აკად. ო.ღ. ს. ე. ს. ც.“ სასარგებლოდ დაეკისრა მაისის თვეში შესრულებული სამუშაოს ღირებულების გადახდის ვადაგადაცილებისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა დაწყებული 2014 წლის 8 აგვისტოდან, ყოველდღიურად ძირითადი დავალიანების 0,02%-ის – 9,02 ლარის ოდენობით დავალიანების დაფარვამდე.

აღნიშნული გადაწყვწეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ.“ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 მარტის განჩინებით სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ.“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ.“ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 სექტემბრის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 6283 ლარის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინება სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ.“,“ კანონით დადგენილი წესით, გაეგზავნა და ჩაბარდა 2019 წლის 25 სექტემბერს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ.“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორს ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 23 სექტემბრის განჩინების ასლი, კანონით დადგენილი წესით, ჩაბარდა 2019 წლის 25 სექტემბერს. (იხ. ს.ფ.268). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი შვიდდღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 26 სექტემბერს და ამოიწურა ამავე წლის 2 ოქტომბერს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ.“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი