საქმე №ა-4459-შ-139-2019 18 ოქტომბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – გ. ა-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ე. გ-ო
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – დიდი ბრიტანეთის ლიანელის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
დიდი ბრიტანეთის ლიანელის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ა-სა და ე. გ-ოს შორის 2005 წლის 24 აგვისტოს თბილისის ქორწინების სასახლეში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
გ. ა-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დიდი ბრიტანეთის ლიანელის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით დასტურდება, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 31 მარტს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე.
შუამდგომლობაზე დართული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 8 ივლისის №01/281... წერილიდან ირკვევა, რომ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეობის მოპოვების საფუძვლეზე, საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 28 ივნისის №517 ბრძანებულებით გ. ა-ს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით გ. ა-ის შუამდგომლობა დიდი ბრიტანეთის ლიანელის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ გ. ა-ის შუამდგომლობა დიდი ბრიტანეთის ლიანელის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ დიდი ბრიტანეთის ლიანელის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ა-სა და ე. გ-ოს შორის 2005 წლის 24 აგვისტოს თბილისის ქორწინების სასახლეში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 31 მარტს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ ერთ-ერთი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა ან ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო.
განსახილველ შემთხვევაში, მართალია, შუამდგომლობის ავტორი ამჟამად დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეა, მაგრამ ქორწინებისას იგი საქართველოს მოქალაქე იყო.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, დიდი ბრიტანეთის ლიანელის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ა-ის შუამდგომლობა დიდი ბრიტანეთის ლიანელის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას დიდი ბრიტანეთის ლიანელის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ა-სა და ე. გ-ოს შორის 2005 წლის 24 აგვისტოს თბილისის ქორწინების სასახლეში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე