საქმე №ა-4334-შ-133-2019 18 ოქტომბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ა. ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ო. ს-ვა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის ჩელიაბინსკის ოლქის ქ.კასლისა და კასლინსკის რაიონის №1 სასამართლო უბნის 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსეთის ფედერაციის ჩელიაბინსკის ოლქის ქ.კასლისა და კასლინსკის რაიონის №1 სასამართლო უბნის 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ო. ს-ვასა და ა. ბ-ნს შორის 2012 წლის 24 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურში რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი №012012...).
ა. ბ-ნმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ჩელიაბინსკის ოლქის ქ.კასლისა და კასლინსკის რაიონის №1 სასამართლო უბნის 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 20 ოქტომბერს. შუამდგომლობაზე დართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ ა. ბ-ნი საქართველოს მოქალაქეა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით ა. ბ-ნის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ჩელიაბინსკის ოლქის ქ.კასლისა და კასლინსკის რაიონის №1 სასამართლო უბნის 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ა. ბ-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ჩელიაბინსკის ოლქის ქ.კასლისა და კასლინსკის რაიონის №1 სასამართლო უბნის 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის ჩელიაბინსკის ოლქის ქ.კასლისა და კასლინსკის რაიონის №1 სასამართლო უბნის 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ო. ს-ვასა და ა. ბ-ნს შორის 2012 წლის 24 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურში რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი №01201231...). აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 20 ოქტომბერს. შუამდგომლობაზე დართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ ა. ბ-ნი საქართველოს მოქალაქეა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის ჩელიაბინსკის ოლქის ქ.კასლისა და კასლინსკის რაიონის №1 სასამართლო უბნის 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ბ-ნის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ჩელიაბინსკის ოლქის ქ.კასლისა და კასლინსკის რაიონის №1 სასამართლო უბნის 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას რუსეთის ფედერაციის ჩელიაბინსკის ოლქის ქ.კასლისა და კასლინსკის რაიონის №1 სასამართლო უბნის 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა ო. ს-ვასა და ა. ბ-ს შორის 2012 წლის 24 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურში რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი №0120123....).
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე