Facebook Twitter

საქმე №ა-3864-შ-102-2019 18 ოქტომბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობების ავტორები – ლ. ა-ვა და რუსეთის ფედერაციის უდმურტსკის რესპუბლიკის ქ.იჟევსკის უსტინოვსკის რაიონის №6 სასამართლო უბნის მოსამართლე ვ.როგოტნევა

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ა-ვი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის უდმურტსკის რესპუბლიკის ქ.იჟევსკის უსტინოვსკის რაიონის №1 სასამართლო უბნის 2018 წლის 29 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რუსეთის ფედერაციის უდმურტსკის რესპუბლიკის ქ.იჟევსკის უსტინოვსკის რაიონის №6 სასამართლო უბნის 2018 წლის 29 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ლ. ა-ვას სარჩელი მ. ა-ვის მიმართ განქორწინებისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა. გაუქმდა ლ. ა-ვასა (ქორწინებამდე პ-ნა) და მ. ა-ვს შორის ქ.თბილისში, 2016 წლის 16 მაისს რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი №0116300...). განქორწინების შემდეგ არასრულწლოვანი ბავშვის – 2018 წლის 8 აგვისტოს დაბადებული ა. ა-ვას საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის – ლ. ა-ვას (ქორწინებამდე პერვუშინა) საცხოვრებელი ადგილი. მ. ა-ვს ლ. ა-ვას (ქორწინებამდე პ-ა) სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის – 20... წლის .. აგვისტოს დაბადებული ა. ა-ვას სარჩენად დაეკისრა ალიმენტის – ხელფასის ან სხვა სახის შემოსავლის 1/4-ის გადახდა 2018 წლის 29 ნოემბრიიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრების ნაწილში მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ასევე მ. ა-ვს მუნიციპალური განათლების „ქალაქი იჟევსკი“ ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 150 რუბლის ოდენობით.

ლარისა ალიევამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის უდმურტსკის რესპუბლიკის ქ.იჟევსკის უსტინოვსკის რაიონის №6 სასამართლო უბნის 2018 წლის 29 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება ალიმენტის დაკისრების ნაწილში.

რუსეთის ფედერაციის უდმურტსკის რესპუბლიკის ქ.იჟევსკის უსტინოვსკის რაიონის №6 სასამართლო უბნის მოსამართლე ვ.რ-ვამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის უდმურტსკის რესპუბლიკის ქ.იჟევსკის უსტინოვსკის რაიონის №6 სასამართლო უბნის 2018 წლის 29 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში.

შუამდგომლობების ავტორების მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ მ. ა-ვი სათანადო წესით ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე. ასევე წარმოდგენილია ცნობა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 2 მარტს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის განჩინებით ლ. ა-ვასა და რუსეთის ფედერაციის უდმურტსკის რესპუბლიკის ქ.იჟევსკის უსტინოვსკის რაიონის №6 სასამართლო უბნის მოსამართლე ვ.რ-ევას შუამდგომლობები რუსეთის ფედერაციის უდმურტსკის რესპუბლიკის ქ.იჟევსკის უსტინოვსკის რაიონის №6 სასამართლო უბნის 2018 წლის 29 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ლ. ა-ვასა და რუსეთის ფედერაციის უდმურტსკის რესპუბლიკის ქ.იჟევსკის უსტინოვსკის რაიონის №6 სასამართლო უბნის მოსამართლე ვ.რ-ვას შუამდგომლობები რუსეთის ფედერაციის უდმურტსკის რესპუბლიკის ქ.იჟევსკის უსტინოვსკის რაიონის №6 სასამართლო უბნის 2018 წლის 29 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის უდმურტსკის რესპუბლიკის ქ.იჟევსკის უსტინოვსკის რაიონის №6 სასამართლო უბნის 2018 წლის 29 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ლ. ა-ვას სარჩელი მ. ა-ვის მიმართ განქორწინებისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა. გაუქმდა ლ. ა-ვასა (ქორწინებამდე პ-ა) და მ. ა-ვს შორის ქ.თბილისში, 2016 წლის 16 მაისს რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი №0116300...). განქორწინების შემდეგ არასრულწლოვანი ბავშვის – 2018 წლის 8 აგვისტოს დაბადებული ა. ა-ვას საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის – ლ. ა-ვას (ქორწინებამდე პ-ა) საცხოვრებელი ადგილი. მ. ა-ვს ლ. ა-ვას (ქორწინებამდე პ-ა) სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის – 2018 წლის 8 აგვისტოს დაბადებული ა. ა-ვას სარჩენად დაეკისრა ალიმენტის – ხელფასის ან სხვა სახის შემოსავლის 1/4-ის გადახდა 2018 წლის 29 ნოემბრიიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრების ნაწილში მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ასევე მ. ა-ვს მუნიციპალური განათლების „ქალაქი იჟევსკი“ ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 150 რუბლის ოდენობით.

შუამდგომლობების ავტორების მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ მ. ა-ი სათანადო წესით ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე. ასევე წარმოდგენილია ცნობა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 2 მარტს და რუსეთის ფედრაცის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის უდმურტსკის რესპუბლიკის ქ.იჟევსკის უსტინოვსკის რაიონის №6 სასამართლო უბნის 2018 წლის 29 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ა-ასა და რუსეთის ფედერაციის უდმურტსკის რესპუბლიკის ქ.იჟევსკის უსტინოვსკის რაიონის №6 სასამართლო უბნის მოსამართლე ვ.რ-ევას შუამდგომლობები რუსეთის ფედერაციის უდმურტსკის რესპუბლიკის ქ.იჟევსკის უსტინოვსკის რაიონის №6 სასამართლო უბნის 2018 წლის 29 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის უდმურტსკის რესპუბლიკის ქ.იჟევსკის უსტინოვსკის რაიონის №6 სასამართლო უბნის 2018 წლის 29 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ა-ვს ლ. ა-ვას (ქორწინებამდე პ-ნა) სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის – 20... წლის ... აგვისტოს დაბადებული ა. ა-ვას სარჩენად დაეკისრა ალიმენტის – ხელფასის ან სხვა სახის შემოსავლის 1/4-ის გადახდა 2018 წლის 29 ნოემბრიიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, ასევე რომლითაც მ. ა-ვს მუნიციპალური განათლების „ქალაქი იჟევსკი“ ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 150 რუბლის ოდენობით.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე