Facebook Twitter

საქმე №ას-626-2019 17 ოქტომბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – თ. თ-ძე, რ. კ-ძე, მ. მ-ი, თ. მ-ი, ნ. შ-ძე, ბ. შ-ა, ნ. ხ-ი, ა. ხ-ი, კ. კ-ძე, შპს „გ.", შპს „ი.", შპს „რ.", შპს „ს." (მოსარჩელეები, აპელანტები)

მოწინააღმდეგე მხარე - ქ.თბილისის მერია (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით კასატორებს თ. თ-ძეს (პ/ნ 6100100...), რ. კ-ძეს (პ/ნ:01017000...), მ. მ-ს (პ/ნ: 010090...), თ. მ-ს (პ/ნ:0103000...), ნ. შ-ძეს (პ/ნ: 0100900....), ბ. შ-ას (პ/ნ:0102600...), ნ. ხ-ს (პ/ნ: 010080...), ა. ხ-ს (პ/ნ: 0100801...), კ. კ-ძეს (პ/ნ: 010070...), შპს „გ." (ს/კ:20384....), შპს „ი." (ს/კ:24540...), შპს „რ." (ს/კ:203840...), შპს „ს.“ (ს/კ:21135...) უკან დაუბრუნდათ თ. კ-ას მიერ 2019 წლის 12 აპრილს საგადასახადო დავალება N0 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (8000 ლარი) 5400 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

2. განჩინება შესულია კანონიერ ძალაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

3. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განჩინებაში დაშვებულია უსწორობა, რომელიც უნდა გასწორდეს, ვინაიდან საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით კასატორების მიერ გადახდილია 8000 ლარი, რომლის 70% 5600 ლარია. სწორედ აღნიშნული თანხა ექვემდებარება უკან დაბრუნებას სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად.

4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. ამდენად, დასახელებული მუხლის საფუძველზე, სასამართლო მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით გაასწორებს უზუსტობას იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ ამა თუ იმ პროცესუალურ დოკუმენტში დაშვებულ იქნა უსწორობა. აღნიშნული საკითხის განხილვა და გადაწყვეტა დასაშვებია როგორც სასამართლო სხდომაზე, ისე ზეპირი მოსმენის გარეშე.

5. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს გაასწოროს განჩინებაში დაშვებული უსწორობა მხარეთა მოწვევის გარეშე.

6. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივლლისის განჩინების №ას-626-2019 სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში დაშვებული უსწორობა უნდა გასწორდეს და სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების ნაწილში დანაწესი: „კასატორებს თ. თ-ძეს (პ/ნ 61001004...), რ. კ-ძეს (პ/ნ:0101700...), მ. მ-ს (პ/ნ: 0100901...), თ. მ-ს (პ/ნ:0103000....), ნ. შ-ძეს (პ/ნ: 0100900...), ბ. შ-ას (პ/ნ:010260...), ნ. ხ-ს (პ/ნ: 0100800....), ა. ხ-ს (პ/ნ: 010080...), კ. კ-ძეს (პ/ნ: 0100700....), შპს „გ." (ს/კ:203841...), შპს „ი." (ს/კ:24540...), შპს „რ." (ს/კ:20384...), შპს „ს.“ (ს/კ:21135...) უკან დაუბრუნდათ თ. კ-ვას მიერ 2019 წლის 12 აპრილს საგადასახადო დავალება N0 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (8000 ლარი) 5400 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150“, შეიცვალოს შემდეგი დანაწესით - „კასატორებს თ. თ-ძეს (პ/ნ 6100100....), რ. კ-ძეს (პ/ნ:0101700....), მ. მ-ს (პ/ნ: 0100901...), თ. მ-ს (პ/ნ:0103000....), ნ. შ-ძეს (პ/ნ: 0100900...), ბ. შ-ას (პ/ნ:0102600...), ნ. ხ-ს (პ/ნ: 010080....), ა. ხ-ს (პ/ნ: 010080...), კ. კ-ძეს (პ/ნ: 0100700...), შპს „გ." (ს/კ:20384...), შპს „ი." (ს/კ:24540....), შპს „რ." (ს/კ:203840...), შპს „ს.“ (ს/კ:21135...) უკან დაუბრუნდათ თ. კ-ას მიერ 2019 წლის 12 აპრილს საგადასახადო დავალება N0 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (8000 ლარი) 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.“

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივლისის განჩინების №ას-626-2019 სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში დაშვებული უსწორობა და მასში მიეთითოს შემდეგი დანაწესი: „კასატორებს თ. თ-ძეს (პ/ნ 6100100....), რ. კ-ძეს (პ/ნ:0101700....), მ. მ-ს (პ/ნ: 0100901....), თ. მ-ს (პ/ნ:0103000....), ნ. შ-ძეს (პ/ნ: 010090....), ბ. შ-ას (პ/ნ:0102600...), ნ. ხ-ს (პ/ნ: 010080...), ა. ხ-ს (პ/ნ: 0100801...), კ. კ-ძეს (პ/ნ: 0100700...), შპს „გ." (ს/კ:20384...), შპს „ი." (ს/კ:24540...), შპს „რ." (ს/კ:20384....), შპს „ს.“ (ს/კ:21135...) უკან დაუბრუნდათ თ. კ-ას მიერ 2019 წლის 12 აპრილს საგადასახადო დავალება N0 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (8000 ლარი) 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150“.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური