საქმე №ას-488-2019 12 სექტემბერი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ვ.კ–ძე, მ.თ–ძე, გ.კ–ძე, კ.გ–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „პ.ს.კ–ა" (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „პ.ს.კ–ის" სარჩელი, მოპასუხეების ვ.კ–ძის, მ.თ–ძის, გ.კ–ძის და კ.გ–ძის მიმართ, თანხის დაკისრების და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე, დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის განჩინებით კასატორებს დაევალათ ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ 353,49 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარში, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია.
ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორ ვ.კ–ძის მამას, გ.კ–ძეს ჩაბარდა 2019 წლის 30 აპრილს.
2019 წლის 6 მაისს კასატორებმა, ფოსტის მეშვეობით, უზენაეს სასამართლოში წარმოადგინეს განცხადება და იშუამდგომლეს ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის 14 დღით გაგრძელება, მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 მაისის განჩინებით კასატორების შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კასატორებს გაუგრძელდათ საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადა 3 დღით.
აღნიშნული განჩინება კასატორებს ჩაბარდათ, 2019 წლის 27 ივნისს.
2019 წლის 28 ივნისს, ფოსტის მეშვეობით, უზენაეს სასამართლოს მომართეს კასატორებმა და იშუადგომლეს სახელმწიფო ბაჟის საპრცესო ვადის 14 დღით გაგრძელება, რადგან მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორება ვერ მოახერხეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის განჩინებით კასატორებს დაევალათ ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ 353,49 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარში, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია.
2019 წლის 6 მაისს კასატორებმა, ფოსტის მეშვეობით, უზენაეს სასამართლოში წარმოადგინეს განცხადება და იშუამდგომლეს ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის 14 დღით გაგრძელება, მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 მაისის განჩინებით კასატორების შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კასატორებს გაუგრძელდათ საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადა 3 დღით.
საქმეში არსებული საფოსტო შეტყობინებებით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება კასატორებს, ფოსტის მეშვეობით ჩაბარდათ 2019 წლის 27 ივნისს.
2019 წლის 28 ივნისს, ფოსტის მეშვეობით, უზენაეს სასამართლოს მომართეს კასატორებმა და იშუადგომლეს სახელმწიფო ბაჟის საპრცესო ვადის 14 დღით გაგრძელება, რადგან მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორება ვერ მოახერხეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ.კ–ძის, მ.თ–ძის, გ.კ–ძს და კ.გ–ძის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად. ვინაიდან მათ უკვე ორჯერ გაუგრძელდათ საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადა ამასთან, მათი შუამდგომლობები დაუსაბუთებელია და არ ახლავს მძიმე ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები, სასამართლოს უჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ მხარეთა შუამდგომლობა ემსახურება სასამართლოში საქმის განხილვის გაჭიანურების მიზანს ემსახურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 401-ე, 408.3-ე, 63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ.კ–ძის, მ.თ–ძის, გ.კ–ძის და კ.გ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი