საქმე №ას-1950-2018 20 ნოემბერი, 2019 წელი
№ას-1950-2018 უსწ. ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა. ქ-ი (მოპასუხეები, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - ი. ფ-ი, ლ. მ-ე (მოსარჩელე, აპელანტი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მარტის (საქმე №ას-1950-2018) განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით კასატორ ა. ქ-ს უკან დაუბრუნდა მ. ბ-ას მიერ 2018 წლის 26 ნოემბერს საგადასახადო დავალება N0 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (1206 ლარი) 844.2 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
2. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განჩინებაში დაშვებულია უსწორობა, რომელიც უნდა გასწორდეს, ვინაიდან საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი კასატორის მიერ გადახდილია 300 ლარის ოდენობით, განჩინებაში კი სახელმწიფო ბაჟის ოდენობად მითითებულია 1206 ლარი.
3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. ამდენად, დასახელებული მუხლის საფუძველზე, სასამართლო მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით გაასწორებს უზუსტობას იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ ამა თუ იმ პროცესუალურ დოკუმენტში დაშვებულ იქნა უსწორობა. აღნიშნული საკითხის განხილვა და გადაწყვეტა დასაშვებია როგორც სასამართლო სხდომაზე, ისე ზეპირი მოსმენის გარეშე.
4. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს გაასწოროს განჩინებაში დაშვებული უსწორობა მხარეთა მოწვევის გარეშე.
5. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მარტის განჩინების (№ას-1950-2018) სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში დაშვებული უსწორობა უნდა გასწორდეს და სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების ნაწილში დანაწესი: „კასატორ ა. ქ-ს უკან დაუბრუნდეს მ. ბ-ს მიერ 2018 წლის 26 ნოემბერს საგადასახადო დავალება N0 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (1206 ლარი) 844.2 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150“, შეიცვალოს შემდეგი დანაწესით - „კასატორ ა. ქ-ს (პ/ნ 61991001259) უკან დაუბრუნდეს მ. ბ-ას მიერ 2018 წლის 26 ნოემბერს საგადასახადო დავალება N0 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (300 ლარი) 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150“.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მარტის განჩინების (№ას-1950-2018) სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში დაშვებული უსწორობა და მასში მიეთითოს შემდეგი დანაწესი: „კასატორ ა. ქ-ს (პ/ნ 619910...) უკან დაუბრუნდეს მ. ბ-ას მიერ 2018 წლის 26 ნოემბერს საგადასახადო დავალება N0 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (300 ლარი) 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150“.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე.გასიტაშვილი