ბს-390-100-კს-03 10 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 12 სექტემბერს თ. მ.-მ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების: ქ. ქუთაისის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს, გ. ჭ.-ის, მ. ჯ.-ისა და ვ. ო.-ის მიმართ სარჩელი აღძრა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. მ.-ის სარჩელი უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თ. მ.-მ იმავე საფუძვლებით სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001წ. 26 ნოემბრის განჩინებით თ. მ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 4 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს 2001წ. 26 ნოემბრის განჩინება თ. მ.-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ განჩინება საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით გამოიტანა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 10 ივლისის განჩინებით თ. მ.-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საპროცესო ნორმების დარღვევის გამო გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001წ. 26 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 23 ივნისის განჩინებით თ. მ.-ის უფლებამონაცვლის – დ. ს.-ის _ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 4 სექტემბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხეებმა: ვ. ო.-მ და გ. ჭ.-მ 2003წ. 24 ივლისს სასამართლოში განცხადება წარადგინეს და 2003წ. 23 ივნისის განჩინებაში დაშვებული უსწორობების გასწორება მოითხოვეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 4 სექტემბრის განჩინებით განმცხადებლების მოთხოვნა დაკმაყოფილდა. გასწორდა დაშვებული უსწორობანი.
აღნიშნულ განჩინებაზე დ. ს.-მ ქუთაისის საოლქო სასამართლოში კერძო საჩივარი შეიტანა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის უზენაესი სასამართლოსათვის გადაცემა მოითხოვა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 23 სექტემბრის განჩინებით დ. ს.-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოეგზავნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ დ. ს.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 4 და 23 სექტემბრის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2003წ. 24 ივლისს ვ. ო.-მ და გ. ჭ.-მ ქუთაისის საოლქო სასამართლოს განცხადებით მიმართეს და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 23 ივნისის განჩინებაში დაშვებულ უსწორობათა გასწორება მოითხოვეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 4 სექტემბრის განჩინებით ზემოთ მითითებული განცხადება დაკმაყოფილდა და განჩინებაში დაშვებული უსწორობანი გასწორდა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ ამ განცხადების განხილვის სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე იგი გაფრთხილებული არ ყოფილა და სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, მიეღო გადაწყვეტილება. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მოიხმობს სსკ-ის 260-ე მუხლს, რომლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე, მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ დააბრკოლებს საქმის განხილვას.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში განჩინებაში დაშვებული უსწორობების გასწორება საქმეში არსებული მტკიცებულებების შესაბამისად მხარეთა დასწრების გარეშე მოხდა. ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ კერძო საჩივრის ავტორს მის მიერ წარმოდგენილ კერძო საჩივარში არ აქვს მითითებული, თუ რომელი უსწორობის გასწორების საფუძველი არ არსებობდა, რის გამოც საკასაციო სასამართლოს კერძო საჩივარი უსაფუძვლოდ მიაჩნია და თვლის, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინებები სწორია, არ არსებობს მათი გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი და, შესაბამისად, იგი დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა L:
1. დ. ს.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 და 23 სექტემბრის განჩინებები;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.