საქმე №ას-4-4-2018 19 ნოემბერი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შპს „ფ–ი“ (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
განმცხადებლის მოთხოვნა – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება (თავდაპირველ სარჩელში), ნივთების ღირებულების ანაზღაურება (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი და შპს ''ფ–ის'' შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს "ფ–ს", საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 370 857, 37 ლარის გადახდა. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს "ფ–ის" შეგებებული სარჩელი, და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა, 150 000 ლარის გადახდა.
2. ამავე სასამართლოს 2014 წლის 28 ივლისის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო შპს "ფ–ის" საკუთრებაში არსებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ მოითხოვა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში,მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მოპასუხემ მოითხოვა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის, 2017 წლის 8 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
5. აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ორივე მხარემ. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 ნოემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად;
7. 2019 წლის 13 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა შპს "ფ–მა" და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა, კერძოდ სატრანსპორტო საშუალებებზე ყადაღის, გასხვისების და სამართლებრივი დატვირთვის აკრძალვით შეცვლა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის განჩინებით, შპს "ფ–ს" უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლაზე. ამასთან განჩინებაში სასამართლომ მიუთითა, რომ განმცხადებელს შეეძლო განეთავსებინა სადეპოზიტო ანგარიშზე შესაბამისი თანხა ან წარმოედგინა ქონება, რომლითაც ჩანაცვლდებოდა უზრუნველყოფით დატვირთული ქონება, რაც ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებასა და მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფდა. თუმცა, მოპასუხემ აღნიშნული სამართლებრივი შესაძლებლობა არ გამოიყენა.
9. 2019 წლის 15 ნოემბერს განმცხადებელმა მომართა სასამართლოს და წარმოადგინა სადაო თანხის (370 857,37 ლარი) სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და კვლავ მოითხოვა უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლო მოპასუხის განცხადების დასაბუთებულობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
11. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს წინამდებარე განჩინების 1,2,8, 11-13 პუნქტებში მითითებულ გარემოებებზე და მოპასუხის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც საკასაციო სამართალწამოების ეტაპზეა წარმოდგენილი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისე (შემდეგში სსსკ-ის) 196-ე მუხლს მოიხმობს, რომელიც ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლის შესაძლებლობას, აღნიშნული კი საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე დაიშვება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, თუმცა, ეს არ არის მხარის აბსოლუტური უფლება და იგი შეიძლება გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი წინაპირობების არსებობისას (იხ. სუსგ # ას-498-478-2016, 28.07.2016წ.). მითითებული ნორმის მე-3 ნაწილით განსაზღვრულია, რომ „ფულადი თანხების გადახდევინების შესახებ სარჩელის უზრუნველყოფისას მოპასუხეს შეუძლია მიღებულ უზრუნველყოფის ღონისძიებათა ნაცვლად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა შეიტანოს სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე“.
12. განსახილველ შემთხვევაში, დავა სწორედ ფულადი ვალდებულებიდან გამომდინარეობს და კანონით დასაშვები უზრუნველყოფის ღონისძიების სახედ თანხის დეპოზიტზე განთავსება მიიჩნევა.
13. მოპასუხემ წარმოადგინა მტკიცებულება, რომ მან უკვე განათავსა მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად შესაბამისი თანხა სადეპოზიტო ანგარიშზე, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის ტოლფასი ღირებულების უზრუნველყოფის სახით შესაძლებელია, უკვე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლა, თუკი ეს სრულად უზრუნველყოფს კრედიტორის ინტერესის დაკმაყოფილებას.
14. საკასაციო სასამართლოს, მხარეთა ლეგიტიმური ინტერესების შეპირისპირების გათვალისწინებით, გამართლებულად მიაჩნია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა სსსკ-ის 196-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, რადგან მოსარჩელის დაკმაყოფილებული მოთხოვნის ტოლფასი ფულადი თანხა რეალურად არის განთავსებული სადეპოზიტო ანგარიშზე, რაც ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებასა და მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს. ამდენად, მოპასუხემ მართებულად გამოიყენა საპროცესო კოდექსით დადგენილი სამართლებრივი შესაძლებლობა.
15. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე არ დააკმაყოფილა მხარის შუამდგომლობა უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლის თაობაზე და მიუთითა: „მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ბალანსის გონივრულად შეფასებისას, სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია გადაწყვეტილების აღსრულებადობა, რაც რეალური უნდა იყოს. მოპასუხის შეთავაზება ეხება არა არსებულ ფაქტს - სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის შეტანას, არამედ მომავალ მოქმედებას, რაც უზრუნველყოფილი გადაწყვეტილების აღსრულებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს“ (სუსგ # ას-498-478-2016, 28.07.2016წ.). სსკ-ის 196-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე „სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა არის სასამართლოს უფლებამოსილება და არა ვალდებულება, რომელიც განპირობებული უნდა იყოს მნიშვნელოვნად შეცვლილი გარემოებებით და მიზანშეწონილობით“ (სუსგ # ას 1165-1095-2015, 25.11.2015წ.).
16. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ წარმოადგინა უტყუარი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს მნიშვნელოვნად შეცვლილ გარემოებას, რომ მოსარჩელის დაკმაყოფილებული მოთხოვნის ტოლფასი ფულადი თანხა განთავსებულია სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე, რაც ადასტურებს უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლის მიზანშეწონილობას.
17. ზემოაღნიშნული მოტივაციის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის განცხადების დასაბუთებულობის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები შესრულებულია და უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით, 196-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ფ–ის" დირექტორის უ.უ–ას განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლის თაობაზე, დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 28 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიცვალოს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხით- 370 857,37 (სამას სამოცდაათი ათას რვაას ორმოცდაჩვიდმეტი ლარი და ოცდაჩვიტმეტი თეთრი) ლარი, როგორც შპს "ფ–ის" საგარანტიო თანხა, საქმეზე #ას-4-4-2018;
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 28 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო შპს ,,ფ–ის’’ სახელზე რეგისტრირებულ შემდეგ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებს:
· FIAT DOBLO სატვირთო ფურგონი, სახ.№ ....., ვინი ZFA22300005730500;
· FIAT DOBLO სატვირთო ფურგონი, სახ.№ ....., ვინი ZFA22300005730499;
· IVECO 50 C13 სპეციალიზებული, სახ № ......, ვინი ZCFC5090005479794;
· IVECO 40 C14 სპეციალიზებული, სახ № ....., ვინი ZCFC40A1005547821;
· IVECO 40 C13 სპეციალიზებული, სახ. № ....., ვინი ZCFC4090005420091;
· 40 C13 სპეციალიზებული, სახ. № ....., ვინი ZCFC4081000310709;
· IVECO DAILY სპეციალიზებული, სახ. № ....., ვინი ZCFC358200D262044;
· VAZ 21213 მაღალი გამავლობის, სახ №....., ვინი XTA21213041759905;
· DAF 75 CF სპეციალიზებული, სახ №........, ვინი XLRAE75PCOE496514;
· DAF AE 65 NC სპეციალიზებული, სახ. №....., ვინი XLRAE65NCOE534967;
· DAF AE 65 NC სპეციალიზებული, სახ. ....., ვინი XLRAE65 NCOE526133;
· SCANIA P114 GB 6X2 NA 380 სპეციალიზებული, სახ. №...., ვინი XLEP6X20004479800;
· ESVE AHW 10-10L სპეციალიზებული მისაბმელი, სახ №....., ვინი XL92AHW04WL001086;
· VOLKSWAGEN PASSAT სედანი, სახ.№.....;
· MERSEDES-BENZ ATEGO 1217 სპეციალიზებული, სახ.№......;
· MERSEDES-BENZ ATEGO 1217 სპეციალიზებული, სახ.№......;
· MERSEDES-BENZ ATEGO 1223 სპეციალიზებული, სახ.№.....;
· MERSEDES-BENZ ATEGO 1217 სპეციალიზებული, სახ.№......;
· MERSEDES-BENZ ATEGO 1217 სპეციალიზებული, სახ.№......;
· MERSEDES-BENZ ATEGO 1217 სპეციალიზებული, სახ.№ .....;
· MERSEDES-BENZ ATEGO 815 სპეციალიზებული, სახ.№......;
· MERSEDES-BENZ ATEGO 815 სპეციალიზებული, სახ.№......;
· MERSEDES-BENZ ATEGO 1823 სპეციალიზებული, სახ.№.....;
· MERSEDES-BENZ SPRINTER 313 CDI სპეციალიზებული, სახ.№....;
· MERSEDES-BENZ 313 CDI სპეციალიზებული, სახ.№.....;
· MERSEDES-BENZ SPRINTER 313 CDI სპეციალიზებული, სახ.№.....;
· MERSEDES-BENZ 313 CDI სპეციალიზებული, სახ.№......;
· MERSEDES-BENZ SPRINTER სპეციალიზებული, სახ.№.....;
· MERSEDES-BENZ SPRINTER სპეციალიზებული, სახ.№......;
· MERSEDES-BENZ SPRINTER სპეციალიზებული, სახ.№.....;
· MERSEDES-BENZ SPRINTER სპეციალიზებული, სახ.№.....;
· MERSEDES-BENZ SPRINTER სპეციალიზებული, სახ.№......;
· MERSEDES-BENZ SPRINTER სპეციალიზებული, სახ.№......;
· MERSEDES-BENZ 413 CDI სპეციალიზებული, სახ.№......;
· MERSEDES-BENZ SPRINTER 413 CDI სპეციალიზებული, სახ.№.....;
· MERSEDES-BENZ SPRINTER 413 CDI სპეციალიზებული, სახ.№......;
· MERSEDES-BENZ SPRINTER 416 CDI სპეციალიზებული, სახ.№......;
· MERSEDES-BENZ SPRINTER 413 CDI სპეციალიზებული, სახ.№......;
· MERSEDES-BENZ SPRINTER 416 CDI ავტობუსი, სახ.№......;
· MERSEDES-BENZ SPRINTER 413 CDI სპეციალიზებული, სახ.№......;
· MERSEDES-BENZ 413 CDI სპეციალიზებული, სახ.№.....;
· MERSEDES-BENZ SPRINTER სპეციალიზებული, სახ.№......;
· MERSEDES-BENZ SPRINTER 410 D სპეციალიზებული, სახ.№......;
· MERSEDES-BENZ SPRINTER 412 D სპეციალიზებული, სახ.№......;
· MERSEDES-BENZ 410 D სპეციალიზებული, სახ.№......;
· MERSEDES-BENZ 311 CDI სპეციალიზებული, სახ.№......;
· MERSEDES-BENZ 311 CDI სპეციალიზებული, სახ.№.....;
· MERSEDES-BENZ SPRINTER სპეციალიზებული, სახ.№.....;
· MERSEDES-BENZ SPRINTER 208 CDI სპეციალიზებული, სახ.№.....;
· MERSEDES-BENZ SPRINTER სპეციალიზებული, სახ.№.......;
· MERSEDES-BENZ SPRINTER სპეციალიზებული, სახ.№....;
· MERSEDES-BENZ SPRINTER 208 CDI სპეციალიზებული, სახ.№.....;
· MERSEDES-BENZ 208 D სატვირთო ფურგონი, სახ.№.....;
· MERSEDES-BENZ SPRINTER 1320 D სპეციალიზებული, სახ.№......;
· MERSEDES-BENZ 1117 L სპეციალიზებული, სახ.№......;
· MERSEDES-BENZ SPRINTER 1317 სპეციალიზებული, სახ.№.....;
· MERSEDES-BENZ E 1117 სატვირთო ფურგონი, სახ.№.......;
· MERSEDES-BENZ 1114 L სატვირთო ფურგონი, სახ.№......;
· MERSEDES-BENZ 814 6 0D სატვირთო ფურგონი, სახ.№.....;
· MERSEDES-BENZ 914 D სატვირთო ფურგონი, სახ.№......;
· MERSEDES-BENZ 814 6.0D სატვირთო ფურგონი, სპეციალიზებული,
სახ.№......;
· MERSEDES-BENZ 814 6.0D სპეციალიზებული, სახ.№......;
· MERSEDES-BENZ 814 6.0D სპეციალიზებული, სახ.№......;
· MERSEDES-BENZ 814 D სატვირთო ფურგონი, სახ.№......;
· MERSEDES-BENZ 814 D სპეციალიზებული, სახ.№......;
· MERSEDES-BENZ 814 D სპეციალიზებული, სახ.№......;
· OPEL VECTRA ჰეტჩბეკი სახ.№......;
· OPEL ASTRA ჰეტჩბეკი სახ.№......;
· RENAULT LOGAN; ფურგონი; სახ.№.....;
· RENAULT LOGAN; ფურგონი; სახ.№.....;
· RENAULT LOGAN; ფურგონი; სახ.№......;
· RENAULT LOGAN; ფურგონი; სახ.№......;
· RENAULT LOGAN; სატვირთო ფურგონი, სახ.№......;
· RENAULT LOGAN; სატვირთო ფურგონი; სახ.№......;
· RENAULT LOGAN; სატვირთო ფურგონი; სახ.№......;
· RENAULT LOGAN; სატვირთო ფურგონი; სახ.№......;
· RENAULT LOGAN; სატვირთო ფურგონი, სახ.№......;
· RENAULT LOGAN; სატვირთო ფურგონი, სახ.№......;
· RENAULT LOGAN; სატვირთო ფურგონი, სახ.№......;
· RENAULT LOGAN; სატვირთო ფურგონი; სახ.№......;
· RENAULT LOGAN; სატვირთო ფურგონი, სახ.№......;
· RENAULT LOGAN; სატვირთო ფურგონი, სახ.№......;
· RENAULT LOGAN; ფურგონი, სახ.№......;
· RENAULT LOGAN; ფურგონი; სახ.№......;
· HONDA CR-V 2 01 16 V 4WD მაღალი გამავლობის, სახ №.......;
· GAZ 66 სატვირთო ფურგონი; სატვირთო ; სახ. №.......;
· MITSUBISHI PAJERO 1.810 მაღალი გამავლობის; სახ.№ ......;
· MTZ BELARUS 82.1 ბორბლიანი ტრაქტორი; სახ.№.......;
· GAZ 66-11 ცისტერნა; სახ.№ ......;
· TOYOTA RAV4; მაღალი გამავლობის; სახ. №......;
· NISAN SKYLINE სედანი; სახ.№.......;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ზ. ძლიერიშვილი