22 ნოემბერი, 2019 წელი,
საქმე №ას-1798-2018 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საკასაციო პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინებაში (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარზე ი/მ ზ.ხ–ძის მიმართ, პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე) დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში წერია შემდეგი: სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს (ს/კ 204852089) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 321 (სამასოცდაერთი) ლარის (საგადახდო დავალება #10617, გადახდის თარიღი 15.08.2018წ.) 70% - 224.7 (ორასოცდაოთხი ლარი და 70 თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
2019 წლის 14 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს განცხადება 2019 წლის 26 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში შესაბამისი ცვლილების შეტანის თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ განჩინების ზემოაღნიშნულ პუნქტში ტექნიკური უზუსტობის გამო, გადახდილ სახელმწიფო ბაჟის ოდენობად მითითებულია 321 ლარი, რეალურად კი კასატორს გადახდილი ჰქონდა 321.85 ლარი. ამ მიზეზის გამო, კასატორი ვერ იბრუნებს განჩინებით მისთვის დაბრუნებულ სახელმწიფო ბაჯის ოდენობას, რაც დასტურდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2019 წლის 16 ოქტობრის წერილით, რომელიც თან ერთვის განცხადებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია სასამართლო განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტა.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში შეცდომით იქნა მითითებული შემდეგი ტექსტი: “სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს (ს/კ 204852089) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 321 (სამასოცდაერთი) ლარის (საგადახდო დავალება #10617, გადახდის თარიღი 15.08.2018წ.) 70% - 224.7 (ორასოცდაოთხი ლარი და 70 თეთრი) ლარი“. ვინაიდან, კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით საკასაციო საჩივარზე გადახდილ იქნა 321.85 (სამასოცდაერთი ლარი და 85 თეთრი) ლარი, შესაბამისად აღნიშნული თანხის 70% 225,29 (ორასოცდახუთი ლარი და ოცდაცხრა თეთრი) ლარს შედგენს.
ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინებაში უნდა გასწორდეს უსწორობა, კერძოდ, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში უნდა შესწორდეს შემდეგი ტექსტი: „სახელმწიფო ბაჟის 321 (სამასოცდაერთი) ლარის (საგადახდო დავალება #10617, გადახდის თარიღი 15.08.2018წ.) 70% - 224.7 (ორასოცდაოთხი ლარი და 70 თეთრი) ლარი“ და განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტი ჩამოყალიბებულ უნდა იქნას შემდეგნაირად: სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს (ს/კ 204852089) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 321.85 (სამასოცდაერთი ლარი და ოთხმოცდახუთი თეთრი) ლარის (საგადახდო დავალება #10617, გადახდის თარიღი 15.08.2018წ.) 70% - 225.29 (ორასოცდახუთი ლარი და ოცდაცხრა თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 260-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა;
2. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში უნდა შესწორდეს შემდეგი ტექსტი: „სახელმწიფო ბაჟის 321 (სამასოცდაერთი) ლარის (საგადახდო დავალება #10617, გადახდის თარიღი 15.08.2018წ.) 70% - 224.7 (ორასოცდაოთხი ლარი და 70 თეთრი) ლარი“ და განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტი ჩამოყალიბებულ უნდა იქნას შემდეგნაირად: სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს (ს/კ 204852089) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 321.85 (სამასოცდაერთი ლარი და ოთხმოცდახუთი თეთრი) ლარის (საგადახდო დავალება #10617, გადახდის თარიღი 15.08.2018წ.) 70% - 225.29 (ორასოცდახუთი ლარი და ოცდაცხრა თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი