№ა-3840-შ-101-2019 22 ნოემბერი, 2019 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ვ.ი–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ი.მ–ი
განხილვის საგანი – ისრაელის, ქალაქ თელ-ავივ-იაფოს ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ისრაელის, ქალაქ თელ-ავივ-იაფოს ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით ი.მ–სა და ვ.ი–ს შორის შეწყდა ქორწინება.
2. ვ.ი–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 სექტემბრის განჩინებით ვ.ი–ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. ისრაელის, ქალაქ თელ-ავივ-იაფოს ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით ი.მ–სა და ვ.ი–ს შორის ქორწინება შეწყდა ორივე მხარის თანხმობით.
5. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით დგინდება, რომ 2019 წლის 30 ივნისიდან გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მხიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
7. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ.ი–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ისრაელის, ქალაქ თელ-ავივ-იაფოს ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც ი.მ–სა და ვ.ი–ს შორის შეწყდა ქორწინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი