№ა-5011-შ-154-2019 25 ნოემბერი, 2019 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ე.ჩ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – მ.პ.
განხილვის საგანი – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიუნხენის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სასამართლოს მიუნხენის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით, მ.პ–სა და ე.ჩ–ს შორის შეწყდა 07.01.2014წ. მიუნხენის მმაჩის ბიუროს პასუხისმეგებლი პირის წინაშე (ქორწინების რეესტრი Nე 30/2014) გაფორმებული ქორწინება.
2. ე.ჩ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ნოემბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სასამართლოს მიუნხენის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით, მ.პ–სა და ე.ჩ–ს შორის შეწყდა 07.01.2014წ. მიუნხენის მმაჩის ბიუროს პასუხისმეგებლი პირის წინაშე (ქორწინების რეესტრი Nე 30/2014) გაფორმებული ქორწინება.
5. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით დგინდება, რომ 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მხიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
7. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.ჩ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიუნხენის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც ე.ჩ–სა და მ.პ–ს შორის შეწყდა ქორწინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი