Facebook Twitter

საქმე №ას-4-4-2018 26 ნოემბერი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ნოემბრის განჩინების (შპს "ფ–ის" შუამდგომლობის დაკმაყოფილების თაობაზე) სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ნოემბრის განჩინებით შპს "ფ–ის" შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლის თაობაზე; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 28 ივლისის განჩინება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სასამართლო განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან უზენაესი სასამართლო მსჯელობდა შპს "ფ–ის" შუამდგომლობაზე, უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლის თაობაზე, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველ და მეორე პუნქტებში მითითებული უნდა ყოფილიყო, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია. განსახილველ შემთხვევაში კი განჩინების სარეზოლუციო ნაწილში შეცდომით მიეთითა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია.

ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველ და მეორე პუნქტში უნდა გასწორდეს უსწორობა, კერძოდ, პირველ პუნქტში "თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 28 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიცვალოს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხით- 370 857,37 (სამას სამოცდაათი ათას რვაას ორმოცდაჩვიდმეტი ლარი და ოცდაჩვიტმეტი თეთრი) ლარი, როგორც შპს "ფ–ის" საგარანტიო თანხა, საქმეზე #ას-4-4-2018;" ნაცვლად მიეთითოს "მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 28 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიცვალოს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხით- 370 857,37 (სამას სამოცდაათი ათას რვაას ორმოცდაჩვიდმეტი ლარი და ოცდაჩვიდმეტი თეთრი) ლარი, როგორც შპს "ფ–ის" საგარანტიო თანხა, საქმეზე #ას-4-4-2018;". მეორე პუნქტში "გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 28 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო შპს ,,ფ–ის’’ სახელზე რეგისტრირებულ შემდეგ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებს" ნაცვლად მიეთითოს "გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 28 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო შპს ,,ფ–ის’’ სახელზე რეგისტრირებულ შემდეგ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებს".

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე, 260-ე, 1991 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველ და მეორე პუნქტებში დაშვებული უსწორობა;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში მითითებული: "თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 28 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიცვალოს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხით- 370 857,37 (სამას სამოცდაათი ათას რვაას ორმოცდაჩვიდმეტი ლარი და ოცდაჩვიტმეტი თეთრი) ლარი, როგორც შპს "ფ–ის" საგარანტიო თანხა, საქმეზე #ას-4-4-2018;" გასწორდეს და მის ნაცვლად მიეთითოს "მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 28 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიცვალოს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხით- 370 857,37 (სამას სამოცდაათი ათას რვაას ორმოცდაჩვიდმეტი ლარი და ოცდაჩვიტმეტი თეთრი) ლარი, როგორც შპს "ფ–ის" საგარანტიო თანხა, საქმეზე #ას-4-4-2018;".

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში "გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 28 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო შპს ,,ფ–ის’’ სახელზე რეგისტრირებულ შემდეგ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებს" გასწორდეს და მის ნაცვლად მიეთითოს "გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 28 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო შპს ,,ფ–ის’’ სახელზე რეგისტრირებულ შემდეგ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებს";

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ზ. ძლიერიშვილი