საქმე №ა-2302-შ-60-2019 13 ნოემბერი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ა. ფ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ხ-ი (ასოევი)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის ჩუვაშეთის რესპუბლიკის ცივილსკის რაიონის №1 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2018 წლის 26 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
დავის საგანი – ალიმენტის გადახდის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. რუსეთის ფედერაციის ჩუვაშეთის რესპუბლიკის ცივილსკის რაიონის №1 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2018 წლის 26 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით 1958 წლის 22 სექტემბერს საქართველოში დაბადებულ თ. შ. ძე ხ-ს (ა-ი), მცხოვრებს საქართველოში, ქალაქი რუსთავი, მე-... კვარტალი, მე-... კორპუსი, ბინა ..., ა. ი. ასული ფ-ას სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი შვილების სარჩენად: 20... წლის ... მაისს დაბადებული ლ. თენგიზის ასული ა-სთვის სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფისთვის „ბავშვები“ დადგენილი საარსებო მინიმუმის ½-ის ოდენობით, კერძოდ, ყოველთვიურად, 4458 რუბლისა და 00 კაპიკის ოდენობით, 2015 წლის 25 იანვრიდან მის სრულწლოვანებამდე, ჩუვაშეთის რესპუბლიკაში სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფისთვის „ბავშვები“ დადგენილი საარსებო მინიმუმის ცვლილების შესაბამისი ინდექსაციით და 20... წლის ... იანვარს დაბადებული დ. თ. ასული ა-სთვის სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფისთვის „ბავშვები“ დადგენილი საარსებო მინიმუმის ½-ის ოდენობით, კერძოდ, ყოველთვიურად, 4458 რუბლისა და 00 კაპიკის ოდენობით, 2015 წლის 25 იანვრიდან მის სრულწლოვანებამდე, ჩუვაშეთის რესპუბლიკაში სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფისთვის „ბავშვები“ დადგენილი საარსებო მინიმუმის ცვლილების შესაბამისი ინდექსაციით; თ. შ. ძე ხ-ს (ა-ი) დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის, 150 რუბლის, გადახდა ჩუვაშეთის რესპუბლიკის ცივილსკის რაიონის ბიუჯეტის შემოსავალში.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2019 წლის 13 მაისის №7038 წერილით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციისა და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 70-ე მუხლების შესაბამისად, შემდგომი რეაგირებისათვის გადმოგზავნა ა. ფ-ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ჩუვაშეთის რესპუბლიკის ცივილსკის რაიონის №1 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2018 წლის 26 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე თ. ხ-ისთვის (ა-ი) ალიმენტის გადახდის დაკისრების ნაწილში.
3. რუსეთის ფედერაციის ჩუვაშეთის რესპუბლიკის ცივილსკის რაიონის №1 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2018 წლის 26 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებიდან და მასზე თანდართული ცნობიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება ალიმენტის გადახდის დაკისრების ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული 2018 წლის 26 დეკემბრიდან და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
4. რუსეთის ფედერაციის ჩუვაშეთის რესპუბლიკის ცივილსკის რაიონის №1 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის მიერ გაცემული ცნობებით დასტურდება, რომ საცნობი გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა; მოპასუხე საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე სათანადო წესით და დროულად იყო ინფორმირებული.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის განჩინებით ა. ფ-ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ჩუვაშეთის რესპუბლიკის ცივილსკის რაიონის №1 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2018 წლის 26 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
6. ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს თ. ხ-ს (ა-ი) გაეგზავნა 2019 წლის 4 ივნისს და პირადად ჩაბარდა 2019 წლის 11 ივლისს.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში ჰქონდა აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეეძლო მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე. თუმცა, მას განჩინებით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა. ფ-ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ჩუვაშეთის რესპუბლიკის ცივილსკის რაიონის №1 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2018 წლის 26 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ალიმენტის გადახდის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, მშობლებსა და შვილებს შორის პირადი ურთიერთობების, შვილების წარმოშობის, მამობის დადგენის და მათთან დაკავშირებული დავების საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ პროცესის ერთ-ერთი მხარე საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.
10. დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს საქართველოს ტერიტორიაზე აქვს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი. მას საქმის მასალებში არსებულ მისამართზე - საქართველო, ქ. რუსთავი, მე-... მ/რ, №..., პირადად ჩაბარდა შუამდგომლობა და თანდართული მასალები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
11. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე საქართველოს სასამართლოს გააჩნია საერთაშორისო კომპეტენცია.
12. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.
13. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, ამასთან, არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არსებობს.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ რუსეთის ფედერაციის ჩუვაშეთის რესპუბლიკის ცივილსკის რაიონის №1 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2018 წლის 26 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით 1958 წლის 22 სექტემბერს საქართველოში დაბადებულ თ. შ. ძე ხ-ს (ა-ი), მცხოვრებს საქართველოში, ქალაქი რუსთავი, მე-... კვარტალი, მე-... კორპუსი, ბინა .., ა. ი. ასული ფ-ას სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი შვილების სარჩენად: 20... წლის ... მაისს დაბადებული ლ. თ. ასული ა-სთვის სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფისთვის „ბავშვები“ დადგენილი საარსებო მინიმუმის ½-ის ოდენობით, კერძოდ, ყოველთვიურად, 4458 რუბლისა და 00 კაპიკის ოდენობით, 2015 წლის 25 იანვრიდან მის სრულწლოვანებამდე, ჩუვაშეთის რესპუბლიკაში სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფისთვის „ბავშვები“ დადგენილი საარსებო მინიმუმის ცვლილების შესაბამისი ინდექსაციით და 20... წლის .... იანვარს დაბადებული დ. თ. ასული ა-სთვის სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფისთვის „ბავშვები“ დადგენილი საარსებო მინიმუმის ½-ის ოდენობით, კერძოდ, ყოველთვიურად, 4458 რუბლისა და 00 კაპიკის ოდენობით, 2015 წლის 25 იანვრიდან მის სრულწლოვანებამდე, ჩუვაშეთის რესპუბლიკაში სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფისთვის „ბავშვები“ დადგენილი საარსებო მინიმუმის ცვლილების შესაბამისი ინდექსაციით; გადაწყვეტილება ალიმენტის გადახდის დაკისრების ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული 2018 წლის 26 დეკემბრიდან და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას, ამასთან, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა; მოპასუხე საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე სათანადო წესით და დროულად იყო ინფორმირებული.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მოცემულ შუამდგომლობაზე არ წარმოუდგენია საკუთარი მოსაზრება.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს რა კონვენციით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში, მიიჩნევს, რომ დაცულია საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და იძულებითი აღსრულების შესახებ.
18. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის ჩუვაშეთის რესპუბლიკის ცივილსკის რაიონის №1 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2018 წლის 26 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ალიმენტის გადახდის დაკისრების ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 53-ე-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13, 68-ე, 70-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ფ-ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ჩუვაშეთის რესპუბლიკის ცივილსკის რაიონის №1 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2018 წლის 26 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ალიმენტის გადახდის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის ჩუვაშეთის რესპუბლიკის ცივილსკის რაიონის №1 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2018 წლის 26 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც 19... წლის ... სექტემბერს საქართველოში დაბადებულ თ. შ. ძე ხ-ს (ა-ი), მცხოვრებს საქართველოში, ქალაქი რუსთავი, მე-... კვარტალი, მე-... კორპუსი, ბინა 106, ა. ი. ასული ფ-ას სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი შვილების სარჩენად: 2000 წლის 4 მაისს დაბადებული ლ. თ. ასული ა-სთვის სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფისთვის „ბავშვები“ დადგენილი საარსებო მინიმუმის ½-ის ოდენობით, კერძოდ, ყოველთვიურად, 4458 რუბლისა და 00 კაპიკის ოდენობით, 2015 წლის 25 იანვრიდან მის სრულწლოვანებამდე, ჩუვაშეთის რესპუბლიკაში სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფისთვის „ბავშვები“ დადგენილი საარსებო მინიმუმის ცვლილების შესაბამისი ინდექსაციით და 2002 წლის 13 იანვარს დაბადებული დიანა თენგიზის ასული ასოევასთვის სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფისთვის „ბავშვები“ დადგენილი საარსებო მინიმუმის ½-ის ოდენობით, კერძოდ, ყოველთვიურად, 4458 რუბლისა და 00 კაპიკის ოდენობით, 2015 წლის 25 იანვრიდან მის სრულწლოვანებამდე, ჩუვაშეთის რესპუბლიკაში სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფისთვის „ბავშვები“ დადგენილი საარსებო მინიმუმის ცვლილების შესაბამისი ინდექსაციით;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე