ბს-415-5-კს-05 11 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი (მომხსენებელი),
ჯ. გახოკიძე
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. ფ-ემ და ზ. ბ-ემ სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხე ქ. ბათუმის მერიის მიმართ და მოითხოვეს ქ. ბათუმის მთავრობის 2005წ. 31 იანვრის ¹11 დადგენილების ბათილად ცნობა. მოსარჩელეებმა იმავდროულად წარადგინეს განცხადება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის საფუძველზე ქ. ბათუმის მთავრობის გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შეჩერების მოთხოვნით, იმ მოტივით, რომ მათ მიერ დაფუძნებული სამარშრუტო ხაზები (¹.... და ¹.....) ქ. ბათუმის მერიის ტრანსპორტის სამმართველოს დაქვემდებარებიდან თვითნებურად იქნა გადაყვანილი შპს “ა-ში”, რაც უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მოთხოვნას.
მათ მიერ დაფუძნებული სამარშრუტო ხაზების შპს “ა-ისათვის” გადაცემით წაერთვათ შესაძლებლობა, გააგრძელონ მუშაობა მათ მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმებში და ამავე დროს კონკურენციის განვითარების ნაცვლად, ქალაქში იქმნებოდა მგზავრთა გადაზიდვა-გადაყვანაზე შპს “ა-ის” მონოპოლია. მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ ამავე დროს დარღვეულ იქნა მათსა და ქ. ბათუმის მერიის ტრანსპორტის სამმართველოს შორის 2004წ. 16 ივნისს დადებული შრომითი ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა შეადგენდა 1 წელს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 14 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა ნ. ფ-ისა და ზ. ბ-ის განცხადება და შეჩერდა ქ. ბათუმის მთავრობის 2005წ. 31 იანვრის ¹11 დადგენილების მოქმედება. სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ გასაჩივრებული დადგენილების აღსრულება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებდა მოსარჩელეებს, რადგან მათ წაერთმეოდათ მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა მათ მიერ დაფუძნებულ საზოგადოებაში.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ქ. ბათუმის მერიამ და მოითხოვა სასამართლოს 14.02.05წ. განჩინების გაუქმება იმ მოტივით, რომ სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა მხარეთა თანასწორობის პრინციპი, სასამართლომ გაითვალისწინა მოსარჩელეთა მოტივი შესაძლო ზიანის მიყენების შესახებ და იმავდროულად არ გაითვალისწინა მეორე მხარის ინტერესები.
მოსარჩელეებს არ მოსთხოვა უზრუნველყოფის გარანტია ადმინისტრაციული აქტის შეჩერებით გამოწვეული შესაძლო ზიანის ასანაზღაურებლად.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ იზღუდებოდა მოსარჩელეების უფლებები, მუშაობა გაეგრძელებინათ მათ მიერ დაფუძნებულ სამარშრუტო ხაზებში, მაგრამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსახლეობის ტრანსპორტით უზრუნველყოფა, მათი წესების დამტკიცება-სამარშრუტო ხაზების შექმნა _ წარმოადგენდა თვითმმართველობის ორგანოს კომპეტენციას;
3. სარჩელი წარმოებაში მიღებულ იქნა განსჯადობის წესების დარღვევით. გასაჩივრებული დადგენილება წარმოადგენს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ დავას. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 24.02.2005წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა ქ. ბათუმის მერიის კერძო საჩივარი და საქმის მასალებთან ერთად გაიგზვნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მერიის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 14 და 24 თებერვლის განჩინებები და საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოები პირველი ინსტანციის წესით განიხილავენ სარჩელებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე. აგრეთვე, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლო პირველი ინსტანციის წესით განიხილავს სარჩელებს ქ. ბათუმის საკრებულოსა და მერიის (მერის) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიულ-ადმინისტრაციული აქტების კანონიერების თაობაზე. ქ. ბათუმის მთავრობის 2005წ. 31 იანვრის დადგენილება “ქ. ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობის გამგებლობაში არსებული ავტოსატრანსპორტო სამგზავრო მარშრუტების შპს “ა-ზე” გადაცემის უზრუნველყოფის შესახებ” არ წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს პირველი ინსტანციის წესით განსახილველ ბათუმის მერის მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტს. იგი ზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, რომელიც გამოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც ცვლის პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქ. ბათუმის მერიის კერძო საჩივრის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულ იქნა განსჯადობის წესების დარღვევით. არაგანსჯადი სასამართლოს მიერ სარჩელის (განცხადების განხილვა “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევაა. ვინაიდან სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით და ამავე კოდექსის 394-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს არაკანონიერი შემადგენლობის მიერ საქმის განხილვა გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ განჩინებაში არასწორად მიუთითა გასაჩივრების ვადა 14 დღე, რადგან გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შეჩერება წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის სახეს და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილისა და სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეადგენს 5 დღეს.
ქ. ბათუმის მერიამ 31.01.2005წ. დადგენილების მე-2 პუნქტით დაადგინა აღნიშნული დადგენილების დაუყოვნებლივ აღსრულება. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ ნ. ფ-ისა და ზ. ბ-ის განცხადების განხილვისას უნდა გაარკვიოს, არსებობს თუ არა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გასაჩივრებული დადგენილების შეჩერების საფუძვლები, კერძოდ, რამდენად დასაბუთებულია განმცხადებლის ეჭვი ადმინისტრაციული აქტის კანონიერების თაობაზე და მისი აღსრულება რამდენად ლახავს განმცხადებლების ინტერესებს, რამდენადაც სარჩელი აღძრულია ფიზიკური პირების (ნ. ფ-ისა და ზ. ბ-ის) მიერ, ხოლო გასაჩივრებული დადგენილებით განხორციელდა თვითმმართველობის გამგებლობაში არსებული ავტოსატრანსპორტო სამგზავრო მარშრუტების გადაცემა კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის _ შპს “ა-ისათვის”.utkaraZisa da z. miaCnia, rom baTumis saqalaqo sasamarTlom n. ina aRniSnuli dadgenilebis dauyovnebliv aRsruleba. eliaCivrebuli
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 26-ე, 29-ე, 30-ე მუხლებით, სსკ-ის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. ბათუმის მერიის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 14 და 24 თებერვლის განჩინებები;
3. ნ. ფ-ისა და ზ. ბ-ის სარჩელი და განცხადება განსჯადობით განსახილველად გადაეცეს უფლებამოსილ ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.