Facebook Twitter

12 დეკემბერი, 2019 წელი

საქმე №ა-4674-შ-149-2019 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ს.ქ–ო

მოწინააღმდეგე მხარე – ს.ქ–ო

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – საბერძნეთის, მესოლინგის ერთწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება (საქმე #16/2017)

დავის საგანი – განქორწინება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - შუამდგომლობის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საბერძნეთის, მესოლინგის ერთწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა განმცხადებლების საერთო სარჩელი. სასამართლომ დაამტკიცა განმცხადებლების ს.ქ–ოსა და ს.ქ–ოს მიერ 2016 წლის 8 თებერვალს დადებული შეთანხმება ქორწინების შეწყვეტის თაობაზე. შეწყვეტილად გამოცხადდა მხარეთა ს.ქ–ოს (მამის სახელი: გ.; დედის სახელი: ა.) და ს.ქ–ოს (მამის სახელი: ვ.მ–ი; დედის სახელი: ნ.მ–ი) შორის არსებული ქორწინება, რომლის რეგისტრაციაც მოხდა საქართველოში, ქ. ქუთაისში 2009 წლის 19 აგვისტოს. დამტკიცდა განმცხადებლების მიერ 2016 წლის 5 თებერვალს დადებული შეთანხმება, რომლითაც დარეგულირდა მშობელთა უფლებამოსილების, მეურვეობის, ურთიერთობისა და კვების საკითხები მათ არასრულწლოვან შვილთან მიმართებით.

2. 2019 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა ს.ქ–ოს შუამდგომლობა, რომლითაც მან საბერძნეთის, მესოლინგის ერთწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება მოითხოვა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილებისა და საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქეობრივი და მუნიციპალური მდგომარეობის სამმართველოს სპეციალური მმაჩის განყოფილების #7/23.02.2017 განცხადების შესწავლით ირკვევა, რომ ქორწინების სააქტო ჩანაწერში შესულია ცვლილება და მხარეთა შორის არსებული ქორწინება შეწყვეტილია მესოლინგის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს #16/2017 გადაწყვეტილებისა და სასამართლო საშუალებებზე უარის თქმის #139/31.01.2017 განცხადების საფუძველზე. ამავე დოკუმენტით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით, შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. საბერძნეთის, მესოლინგის ერთწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა განმცხადებლების საერთო სარჩელი. სასამართლომ დაამტკიცა განმცხადებლების ს.ქ–ოსა და ს.ქ–ოს მიერ 2016 წლის 8 თებერვალს დადებული შეთანხმება ქორწინების შეწყვეტის თაობაზე. შეწყვეტილად გამოცხადდა მხარეთა ს.ქ–ოს (მამის სახელი: გ.; დედის სახელი: ა.) და ს.ქ–ოს (მამის სახელი: ვ.მ–ი; დედის სახელი: ნ.მ–ი) შორის არსებული ქორწინება, რომლის რეგისტრაციაც მოხდა საქართველოში, ქ. ქუთაისში 2009 წლის 19 აგვისტოს. დამტკიცდა განმცხადებლების მიერ 2016 წლის 5 თებერვალს დადებული შეთანხმება, რომლითაც დარეგულირდა მშობელთა უფლებამოსილების, მეურვეობის, ურთიერთობისა და კვების საკითხები მათ არასრულწლოვან შვილთან მიმართებით.

6. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილებისა და საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქეობრივი და მუნიციპალური მდგომარეობის სამმართველოს სპეციალური მმაჩის განყოფილების #7/23.02.2017 განცხადების შესწავლით ირკვევა, რომ ქორწინების სააქტო ჩანაწერში შესულია ცვლილება და მხარეთა შორის არსებული ქორწინება შეწყვეტილია მესოლინგის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს #16/2017 გადაწყვეტილებისა და სასამართლო საშუალებებზე უარის თქმის #139/31.01.2017 განცხადების საფუძველზე. ამავე დოკუმენტით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ თუ ერთ-ერთი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა ან ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო. 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, საბერძნეთის, მესოლინგის ერთწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება (საქმე #16/2017) ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს.ქ–ოს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას საბერძნეთის, მესოლინგის ერთწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება (საქმე #16/2017), რომლითაც დაკმაყოფილდა განმცხადებლების საერთო სარჩელი. სასამართლომ დაამტკიცა განმცხადებლების ს.ქ–ოსა და ს.ქ–ოს მიერ 2016 წლის 8 თებერვალს დადებული შეთანხმება ქორწინების შეწყვეტის თაობაზე. შეწყვეტილად გამოცხადდა მხარეთა ს.ქ–ოს (მამის სახელი: გ.; დედის სახელი: ა.) და ს.ქ–ოს (მამის სახელი: ვ.მ–ი; დედის სახელი: ნ.მ–ი) შორის არსებული ქორწინება, რომლის რეგისტრაციაც მოხდა საქართველოში, ქ. ქუთაისში 2009 წლის 19 აგვისტოს. დამტკიცდა განმცხადებლების მიერ 2016 წლის 5 თებერვალს დადებული შეთანხმება, რომლითაც დარეგულირდა მშობელთა უფლებამოსილების, მეურვეობის, ურთიერთობისა და კვების საკითხები მათ არასრულწლოვან შვილთან მიმართებით;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი