Facebook Twitter

12 დეკემბერი, 2019 წელი

საქმე №ა-4582-შ-144-2019 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ი.პ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.მ. ს.პ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – საფრანგეთის მულჰაუზის მაღალი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება (საქმე #17/02598)

დავის საგანი – განქორწინება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - შუამდგომლობის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საფრანგეთის მულჰაუზის მაღალი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით მეუღლეთა - ი.პ–სა (დაბადებული 1981 წლის 6 აგვისტოს ბორჯომში) და ლ.მ. ს.პ–ს (დაბადებული 1970 წლის 18 მაისს დელეში) შორის 2017 წლის 30 იანვარს თბილისის მერიის სამოქალაქო რეესტრის მოხელის წინაშე რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა.

2. 2019 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა ი.პ–ის შუამდგომლობა, რომლითაც მან საფრანგეთის მულჰაუზის მაღალი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მოითხოვა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობისა და აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ სასამართლოს განქორწინების მოთხოვნით მიმართა ლ.მ. ს.პ–მა და აღნიშნული გადაწყვეტილება აღსრულებულია საფრანგეთში კანონის შესაბამისად. შუამდგომლობაზე თანდართული პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით, შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. საფრანგეთის მულჰაუზის მაღალი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით, რომელიც ეყრდნობა 2018 წლის 23 მაისის შეურიგებლობის ბრძანებას, მეუღლეთა - ი.პ–სა (დაბადებული 1981 წლის 6 აგვისტოს ბორჯომში) და ლ.მ. ს.პ–ს (დაბადებული 1970 წლის 18 მაისს დელეში) შორის 2017 წლის 30 იანვარს თბილისის მერიის სამოქალაქო რეესტრის მოხელის წინაშე რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა.

6. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობისა და აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ სასამართლოს განქორწინების მოთხოვნით მიმართა ლ.მ. ს.პ–მა და აღნიშნული გადაწყვეტილება აღსრულებულია საფრანგეთში კანონის შესაბამისად. შუამდგომლობაზე თანდართული პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ თუ ერთ-ერთი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა ან ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო. 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, საფრანგეთის მულჰაუზის მაღალი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება (საქმე #17/02598) ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.პ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას საფრანგეთის მულჰაუზის მაღალი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება (საქმე #17/02598), რომლითაც მეუღლეთა - ი.პ–სა (დაბადებული 1981 წლის 6 აგვისტოს ბორჯომში) და ლ.მ. ს.პ–ს (დაბადებული 1970 წლის 18 მაისს დელეში) შორის 2017 წლის 30 იანვარს თბილისის მერიის სამოქალაქო რეესტრის მოხელის წინაშე რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი