საქმე №ას-1458-2019 11 ნოემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – სს „თ.ბ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე – დ.ქ–ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სს „თ.ბ–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე დ.ქ–ძის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „თ.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე დ.ქ–ძის მოსარჩელის სასარგებლოდ 2014 წლის 22 დეკემბრის საბანკო კრედიტის №1951755-2790851 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრა დავალიანების – 576,35 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა – 527,8 ლარი და ჯარიმა – 48,55 ლარი; დ.ქ–ძეს სს „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2015 წლის 3 დეკემბრიდან) 2014 წლის 22 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე – 527 ლარზე, ვალდებულების შესრულებამდე, დასარიცხი პირგასამტეხლოს ყოველდღიური 0,05%-ის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს 50 ლარის ოდენობით; დ.ქ–ძეს სს „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ 2014 წლის 16 ოქტომბრის საბანკო კრედიტის №1951755-2715170 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 27 918,22 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 24 360,35 ლარი, პროცენტი – 3 193,16 ლარი, ჯარიმა – 200 ლარი და დაზღვევა – 164,71 ლარი; დ.ქ–ძეს სს „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ 2014 წლის 14 ნოემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების – 3671,92 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 2 998,07 ლარი, პროცენტი – 634,09 ლარი და ჯარიმა – 39,76 ლარი.
აღნიშნული გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს შემცირებისა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „თ.ბ–მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „თ.ბ–ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება პროცენტის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. 2014 წლის 16 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დ.ქ–ძეს დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 24 360.35 ლარის წლიური 13.95%-ის ოდენობით, 2015 წლის 3 დეკემბრიდან ვალდებულების შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში, რაც ყოველთვიურად შეადგენს 283,18 ლარს; 2014 წლის 14 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დ.ქ–ძეს დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 2998.07 ლარის წლიური 13.95%-ის ოდენობით, 2015 წლის 03 დეკემბრიდან ვალდებულების შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში, რაც ყოველთვიურად შეადგენს 34.85 ლარს; სს „თ.ბ–ის“ სააპელაციო საჩივარი პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა სს თ.ბ–მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის დამადასტურებელი ქვითრის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის (CD დისკის სახით) წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება კასატორს, კანონით დადგენილი წესით, გაეგზავნა და ჩაბარდა 2019 წლის 23 ოქტომბერს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სს „თ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორს ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის განჩინების ასლი მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავანა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2019 წლის 23 ოქტომბერს (იხ. ს.ფ.250). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 24 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 28 ოქტომბერს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „თ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი