საქმე №ა-4243-შ-125-2019 13 დეკემბერი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ა.პ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ც.ხ–ძე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიუნსტერის საოლქო საოჯახო სასამართლოს 2010 წლის 5 მარტის №45F 118/09 გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიუნსტერის საოლქო საოჯახო სასამართლოს 2010 წლის 5 მარტის №45F 118/09 გადაწყვეტილებით ც.ხ–ძესა და ა.პ–ს შორის 1998 წლის 25 აპრილს თბილისის მმაჩის ბიუროში (საქართველო) მმაჩის ბიუროს მოხელის მიერ გაფორმებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი 376) გაუქმდა.
2. ა.პ–ის წარმომადგენელმა ადვოკატმა ლ.ხ–მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიუნსტერის საოლქო საოჯახო სასამართლოს 2010 წლის 5 მარტის №45F 118/09 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიუნსტერის საოლქო საოჯახო სასამართლოს 2010 წლის 5 მარტის №45F 118/09 გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2010 წლის 5 მარტიდან; მოპასუხე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე; შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 სექტემბრის განჩინებით ა.პ–ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიუნსტერის საოლქო საოჯახო სასამართლოს 2010 წლის 5 მარტის №45F 118/09 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
5. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა.პ–ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიუნსტერის საოლქო საოჯახო სასამართლოს 2010 წლის 5 მარტის №45F 118/09 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიუნსტერის საოლქო საოჯახო სასამართლოს 2010 წლის 5 მარტის №45F 118/09 გადაწყვეტილებით ც.ხ–ძესა და ა.პ–ს შორის 1998 წლის 25 აპრილს თბილისის მმაჩის ბიუროში (საქართველო) მმაჩის ბიუროს მოხელის მიერ გაფორმებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი 376) გაუქმდა; გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2010 წლის 5 მარტიდან; მოპასუხე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე; შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.
8. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიუნსტერის საოლქო საოჯახო სასამართლოს 2010 წლის 5 მარტის №45F 118/09 გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.პ–ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიუნსტერის საოლქო საოჯახო სასამართლოს 2010 წლის 5 მარტის №45F 118/09 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიუნსტერის საოლქო საოჯახო სასამართლოს 2010 წლის 5 მარტის №45F 118/09 გადაწყვეტილება, რომლითაც ც.ხ–ძესა და ა.პ–ს შორის 1998 წლის 25 აპრილს თბილისის მმაჩის ბიუროში (საქართველო) მმაჩის ბიუროს მოხელის მიერ გაფორმებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი 376) გაუქმდა;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე