Facebook Twitter

საქმე №ა-4499-შ-140-2019 13 დეკემბერი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ი.პ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – ჰ.პ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მაინის ფრანკფურტის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მაინის ფრანკფურტის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით 2007 წლის 24 თებერვალს მაინის ოფენბახის მმაჩის ბიუროში მეუღლეებს ი.პ–სა და ჰ.პ–ს შორის გაფორმებული ქორწინება (ქორწინებების რეესტრით №38/2007) შეწყდა.

2. 2019 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ი.პ–მა და მოითხოვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მაინის ფრანკფურტის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მაინის ფრანკფურტის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2016 წლის 20 აგვისტოდან; გადაწყვეტილებიდან დგინდება, რომ მოპასუხე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით) და დაეთანხმა განქორწინებას.

4. შუამდგომლობაზე თანდართული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ი.პ–ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მაინის ფრანკფურტის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

6. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი.პ–ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მაინის ფრანკფურტის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მაინის ფრანკფურტის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით 2007 წლის 24 თებერვალს მაინის ოფენბახის მმაჩის ბიუროში მეუღლეებს ი.პ–სა და ჰ.პ–ს შორის გაფორმებული ქორწინება (ქორწინებების რეესტრით №38/2007) შეწყდა; აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2016 წლის 20 აგვისტოდან; გადაწყვეტილებიდან დგინდება, რომ მოპასუხე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით) და დაეთანხმა განქორწინებას; შუამდგომლობაზე თანდართული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.

9. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მაინის ფრანკფურტის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.პ–ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მაინის ფრანკფურტის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მაინის ფრანკფურტის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც 2007 წლის 24 თებერვალს მაინის ოფენბახის მმაჩის ბიუროში მეუღლეებს ი.პ–სა და ჰ.პ–ს შორის გაფორმებული ქორწინება (ქორწინებების რეესტრით №38/2007) შეწყდა;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე