Facebook Twitter

საქმე №ა-3603-შ-90-2018 26 დეკემბერი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივლისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის #A 40-177252/17-120-1527 გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილება) შპს "ე.ლ–ის" სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს "კ–ს" მოსარჩელის სასარგებლოდ 2 983 373.55 რუბლის (ძირითადი დავალიანება - 2 286 110 რუბლი და პირგასამტეხლო - 697 263.55 რუბლი) გადახდა დაეკისრა, ასევე - სახელმწიფო ბაჟი - 36 145 რუბლი.

2. ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინებით საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა გასწორდა და ყველგან, სადაც მოსარჩელის სახელწოდებად მითითებული იყო შპს "ე.ლ." მიეთითა შპს "ე.ლ.".

3. ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის განჩინებით საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა გასწორდა პირგასამტეხლოს ოდენობის სიტყვებით მითითების ნაწილში და ნაცვლად ორი მილიონ ცხრაას ოთხმოცდასამი ათას სამას სამოცდაცამეტი რუბლისა და ორმოცდათხუთმეტი კაპიკისა მიეთითა: ექვსას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ორას სამოცდასამი რუბლი და ორმოცდათხუთმეტი კაპიკი.

4. შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა, 2018 წლის 25 ივლისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივლისის განჩინებით შპს "ე.ლ"-ის შუამდგომლობა, შპს "კ–ის" მიმართ, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა.

6. აღნიშნული განჩინებით ყადაღა დაედო შპს "კ–ის" (ს/კ ......( საბანკო ანგარიშს (ბანკი - სს "ვ.ბ." (საქართველო), თბილისი, საქართველო, კ/ს: .... RUR; ინნ:....; აიბან: GE49 VT09 0000 2112 ...) 2 983 373.55 (ორი მილიონ ცხრაასოთხმოცდასამი ათას სამას სამოცდაცამეტი რუბლი და ორმოცდათხუთმეტი კაპიკი) რუბლის ფარგლებში.

7. ამავე სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით, შპს "ე.ლ–ის" შუამდგომლობა შპს "კ–ის" მიმართ, ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის #A 40-177252/17-120-1527 გადაწყვეტილების და ამავე სასამართლოს ამავე გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე 2017 წლის 22 დეკემბრისა და 2018 წლის 11 იანვრის დადგენილებებიის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

8. 2019 წლის 2 ოქტომბერს შპს "ე.ლ"-ის წარმომადგენელმა მ.კ–მა განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა 2018 წლის 26 ივლისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება, ვინაიდან აღარ არსებობს უზრუნველყოფის ღონისძიების, ყადაღის არსებობის აუცილებლობა და ანგარიშებზე ყადაღის არსებობის გამო ვერ ხერხდება გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება.

9. 2019 წლის 3 დეკემბერს შპს "ე.ლ–ის" წარმომადგენელმა მ.კ–მა სასამართლოს წარმოუდგინა, კერძო აღმასრულების მოთხოვნა სს "ვ.ბ.ჯ–ს" მიმართ, საინკასო დავალების შესრულების თაობაზე, სს "ვ.ბ.ჯ–ას" უარის წერილი საინკასო დავალების შესრულების თაობაზე, ვინაიდან შპს "კ–ის" ანგარიშს სააღსრულებო ბიუროს მიერ ადევს ყადაღა. ასევე თბილისის აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადება, რომელიც ადასტურებს, რომ ყადაღა არის შპს "ე.ლ–ის" სასარგებლოდ გამოყენებული.

10. 2019 წლის 16 დეკემბერს, განმცხადებლის წარმომადგენელმა კვლავ მომართა განცხადებით სასამართლოს და წარმოადგინა კერძო აღმასრულებლის მიერ 2019 წლის 8 აგვისტოს დაწყებული სააღსრულებო წარმოების დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტი, 2019 წლის 12 სექტემბრის წერილი საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების თაობაზე და 2019 წლის 23 სექტემბრის საინკასო დავალების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სს "ვ.ბ–ის" 2019 წლის 2 დეკემბრის წერილი, აღსრულებაზე უარის თქმის თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

11. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება შემდეგ გარემოებათა გამო:

12. „საერთასორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 57-ე მუხლის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და იურიდიული პირები, აგრეთვე, მოქალაქეობის არმქონე პირები, სამოქალაქო პროცესში საქართველოს ტერიტორიაზე სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი გარანტიებით, როგორითაც საქართველოს მოქალაქეები და იურიდიული პირები, ხოლო 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისათვის ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლი ადგენს, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან ზემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელ წესებს.

13. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები საკასაციო პალატისათვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.

14. საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივლისის განჩინებით მ.ა–ის შუამდგომლობა შპს "ე.ლ"-ის შუამდგომლობა, შპს "კ–ის" მიმართ, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა.

15. ყადაღა დაედო შპს "კ–ის" (ს/კ ....) საბანკო ანგარიშს (ბანკი - სს "ვ.ბ." (საქართველო), თბილისი, საქართველო, კ/ს: .... RUR; ინნ:202906427; აიბან: GE49 VT09 0000 2112 ....) 2 983 373.55 (ორი მილიონ ცხრაასოთხმოცდასამი ათას სამას სამოცდაცამეტი რუბლი და ორმოცდათხუთმეტი კაპიკი) რუბლის ფარგლებში.

16. 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით, შპს "ე.ლ–ის" შუამდგომლობა შპს "კ–ის" მიმართ, ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის #A 40-177252/17-120-1527 გადაწყვეტილების და ამავე სასამართლოს ამავე გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე 2017 წლის 22 დეკემბრისა და 2018 წლის 11 იანვრის დადგენილებებიის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.

18. მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით შპს "ე.ლ–ის" შუამდგომლობა შპს "კ–ის" მიმართ, ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის #A 40-177252/17-120-1527 გადაწყვეტილების და ამავე სასამართლოს ამავე გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე 2017 წლის 22 დეკემბრისა და 2018 წლის 11 იანვრის დადგენილებებიის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, აღარ არსებობს გადაწყვეტილების უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების ძალაში დატოვების წინაპირობა, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივლისის განჩინების გაუქმების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ 1993 წლის 22 იანვრის მინსკის კონვენციით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე, 68.5-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 378-ე, 284-ე-285-ე, 1991 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივლისის განჩინებით გამოყენებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო, შპს "კ–ის" (ს/კ ....) საბანკო ანგარიშს (ბანკი - სს "ვ.ბ." (საქართველო), თბილისი, საქართველო, კ/ს: ....RUR; ინნ: 202906427; აიბან: GE49 VT09 0000 2112 ...) 2 983 373,55 (ორი მილიონ ცხრაასოთხმოცდასამი ათას სამას სამოცდაცამეტი რუბლი და ორმოცდათხუთმეტი კაპიკი) რუბლის ფარგლებში;

2 საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე