14 იანვარი, 2020 წელი
საქმე №ას-1029-2019 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საკასაციო პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის განჩინების საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (საქმე #ას-1029-2019) (ზ.ა–ძის, კ.ა–ისა და ი.ბ–ძის საკასაციო საჩივარზე თ.ჩ–ას მიმართ, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და თანხის დაკისრების თაობაზე) დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის განჩინების საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (საქმე #ას-1029-2019) მოვალეების დასახელება და რეკვიზიტების გრაფაში წერია შემდეგი:
ზ.ა–ძე (პ/ნ ......)
კ.ა–ძე (პ/ნ .....)
ი.ბ–ძე (პ/ნ .......)
მისამართი: ქ. თბილისი, ......; (ძველი სახელწოდება - .......)
ტელ: .....
2019 წლის 23 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, აღსრულების ეროვნული ბიუროს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს შეტყობინება სააღსრულებო ფურცლის მოსალოდნელი დაბრუნების შესახებ იმ საფუძვლით, რომ სააღსრულებო ფურცლის მოვალეების დასახელება და რეკვიზიტების გრაფაში მითითებული პირადი ნომრით - ..... ვერ ხერხდება მოვალე კ.ა–ძის იდენტიფიცირება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია სასამართლო განჩინებაში დაშვებული ტექნიკური უსწორობის გასწორების საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტა.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის განჩინების საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (საქმე #ას-1029-2019) შეცდომით იქნა მითითებული კ.ა–ძის პირადი ნომერი - ...... ვინაიდან, მისი პირადი ნომერი არის - .......
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის განჩინების საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (საქმე #ას-1029-2019) უნდა გასწორდეს ტექნიკური ხასიათის უსწორობა, კერძოდ, სააღსრულებო ფურცლის მოვალეებიის დასახელება და რეკვიზიტების გრაფაში უნდა შესწორდეს კ.ა–ძის პირადი ნომერი - ..... და აღნიშნულ გრაფაში მოვალე კ.ა–ძის პირადი ნომერი ჩამოყალიბებულ უნდა იქნას შემდეგნაირად - .......
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 260-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის განჩინების საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (საქმე #ას-1029-2019) დაშვებული უსწორობა;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის განჩინების საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (საქმე #ას-1029-2019) უნდა შესწორდეს კ.ა–ძის პირადი ნომერი - .... და შესაბამის გრაფაში მოვალე კ.ა–ძის პირადი ნომერი ჩამოყალიბებულ უნდა იქნას შემდეგნაირად - ......
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი