Facebook Twitter

ბს-450-431(კ-06) 11 სექტემბერი, 2006 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები: რ. ბ.-ე, ე. ბ.-, ც. გ.-ე, ნ. გ.-ი, ე. ყ.-ი, ს. მ.-ე, რ. ა.-ი, თ. მ.-ე, მ. ჟ.-ი, ც. ს.-, თ. ქ.-ე, გ. შ.-ე, მ. ჭ.-, მ. ჯ.-ი

მოწინააღმდეგე მხარეები: შპს ,,ჰ.-ე»; ¹... ბიბლიოთეკა; გ. ხ.-ი; ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო; ქ. ქუთაისის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამსახური; ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული ინსპექცია

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მაისის განჩინება

დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 24 ოქტომბერს რ. ბ.-ემ, ე. ბ.-მ, ც. გ.-ემ, ნ. გ.-მა, ე. ყ.-მა, ს. მ.-ემ, რ. ა.-მა, თ. მ.-ემ, მ. ჟ.-მ, ც. ს.-მ, თ. ქ.-ემ, გ. შ.-ემ, მ. ჭ.-მ, მ. ჯ.-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - შპს ,,ჰ.-ს»; ¹... ბიბლიოთეკის, გ. ხ.-ის, ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს, ქ. ქუთაისის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამსახურისა და ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული ინსპექციის მიმართ და მოითხოვეს 1996 წელს შპს ,,მ.-ა» და ქონების მართვის სამმართველოს შორის დადებული ხელშეკრულების, შპს ,,მ.-ა» და შპს ,,ჰ.-ს» შორის 36.60 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის ნასყიდობის გარიგების, 2004 წლის 2 დეკემბერს ქონების მართვის სამმართველოსა და გ. ხ.-ს შორის 18.20 კვ.მ ფართის ნაწილში დადებული ხელშეკრულების უკანონოდ ცნობა; ქ. ქუთაისის მთავარი არქიტექტორის 2005 წლის 16 თებერვლის ¹5 ბრძანებისა და ამ ბრძანებით დამტკიცებული პროექტის, შპს ,,ჰ.-ს» მიერ ფუნქციონალური წყობისა და იერსახის შეცვლის შესახებ ადგილობრივი თვითთმართველობის ადმინისტრაციული ინსპექციის მიერ გაცემული ¹... ნებართვის ბათილად ცნობა.

მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებით ასევე ითხოვდნენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული აქტების: ქუთაისის მთავარი არქიტექტორის 2005 წლის 16.02-ის ¹25 ბრძანებისა და ამ ბრძანებით დამტკიცებული შპს ,,ჰ.-ს» კუთვნილ ფართში აფთიაქისა და სახაჭაპურის მოწყობის პროექტის, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული ინსპექციის მიერ გაცემული ¹... ნებართვის მოქმედების შეჩერებას.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა რ. ა.-ის, რ. ბ.-ის, ე. ბ.-ისა და სხვათა სასარჩელო განცხადება. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 3 ნოემბრის განჩინება ქუთაისის მთავარი არქიტექტორის 2005 წლის ¹25 ბრძანებით დამტკიცებული შპს ,,ჰ.-ს» კუთვნილ ფართში აფთიაქისა და სახაჭაპურის მოწყობის პროექტისა და ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული ინსპექციის მიერ გაცემული ¹... ნებართვის მოქმედების შეჩერების თაობაზე.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს რ. ბ.-ემ, ე. ბ.-მ, ც. გ.-ემ, ნ. გ.-მა, ე. ყ.-მა, ს. მ.-ემ, რ. ა.-მა, თ. მ.-ემ, მ. ჟ.-მ, ც. ს.-მ, თ. ქ.-ემ, გ. შ.-ემ, მ. ჭ.-მ და მ. ჯ.-მა.

აპელანტები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მათი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

2006 წლის 15 მაისს რ. ბ.-ემ, ე. ბ.-მ, ც. გ.-ემ და სხვებმა განცხადებით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვეს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა, კერძოდ, შპს ,,ჰ.-ს» კუთვნილ ფართში სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოთა წარმოების დაუყოვნებლივ შეჩერება და აკრძალვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მაისის განჩინებით რ. ბ.-ის, ე. ბ.-ის, ც. გ.-ისა და სხვების განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს რ. ბ.-ემ, ე. ბ.-მ, ც. გ.-ემ და სხვებმა და მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მაისის განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მათი განცხადების დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივნისის განჩინებით რ. ბ.-ის, ე. ბ.-ის, ც. გ.-ისა და სხვების კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად იმ მოტივით, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 3 ნოემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე, ანუ სასამართლომ ერთხელ უკვე იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე. რის გამოც, სააპელაციო სასამართლო მოკლებული იყო მითითებული საკითხის ხელმეორედ განხილვის უფლებას და კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ბ.-ის, ე. ბ.-ისა და სხვათა კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმეში დაცული მასალებით დასტურდება, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით გაუქმდა იმავე სასამართლოს 2005 წლის 3 ნოემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად (საუბარია დავის განხილვისათვის მოქმედ რედაქციაზე), სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. ასეთ შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე საგანზე იმავე საფუძვლით დაუშვებელია.

აღნიშნული მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმებზე დაყრდნობით სწორად უთხრა უარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე და შესაბამისად, არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორთა უფლებების რეალიზების მიზნით, არსებით ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებას:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების ან სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესახებ გამოტანილ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით მოხდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება, რაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, ავალდებულებდა გადაწყვეტილების ამ ნაწილზე დაეშვა კერძო საჩივარი და განემარტა მისი გასაჩივრების შესაძლებლობა და გასაჩივრების წესი.

გამომდინარე იქედან, რომ პროცესუალური უფლების რეალიზაციის თვალსაზრისით შეიზღუდა მხარის შესაძლებლობები, კანონის ანალოგიის პრინციპის გამოყენებით საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისადაც, გასაჩივრების ვადის დენა დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. თუ მხარეს არ ეცნობა გასაჩივრების უფლების შესახებ ან ეცნობა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული რომელიმე მოთხოვნის დარღვევით, მაშინ გასაჩივრება შეიძლება სასამართლოს აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ბ.-ის, ე. ბ.-ისა და სხვათა კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მაისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.