Facebook Twitter

28 იანვარი, 2020 წელი

საქმე №ას-91-91-2018 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საკასაციო პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ივლისის განჩინების (საქმე №ას-91-91-2018) სარეზოლუციო ნაწილში (ქ.ვ–ძის საკასაციო საჩივარი ე.ო–ის, ლ.ქ–ასა და ლ.ქ–ას მიმართ, კომლის წევრად რეგისტრაციის თაობაზე) დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ივლისის განჩინების (საქმე №ას-91-91-2018) სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე პუნქტი ჩამოყალიბებულია შემდეგნაირად:

"4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 სექტემბრის განჩინებით საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდეს და ე.ო–ის (პ/ნ ...), ე.ქ–ას (პ/ნ .....), ლ.ქ–ას (პ/ნ .....) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ბათუმი, ..... (ს/კ .....) გათავისუფლდეს ყადაღისაგან;"

2019 წლის 25 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა ლ.ქ–ას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ივლისის განჩინების (საქმე №ას-91-91-2018) სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე პუნქტში დაშვებული ტექნიკური უსწორობის გასწორების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია სასამართლო განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტა.

განსახილველ შემთხვევაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 სექტემბრის სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინებით ქ.ვ–ძის წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა კერძოდ: სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ე.ო–ის (პ/ნ .....), ე.ქ–ას (პ/ნ ....), ლ.ქ–ას (პ/ნ .....), ლ.ქ–ას (პ/ნ ....) თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე - ბათუმი, ..... (ს/კ .....). საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ივლისის განჩინების (საქმე №ას-91-91-2018) სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე პუნქტით სასამართლომ სწორედ აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიება გააუქმა.

ვინაიდან უზენაესი სასამართლოს განსახილველ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე პუნქტში დაშვებულია ტექნიკური ხასიათის უსწორობა, კერძოდ განჩინების გამოტანის თარიღი და მხარეთა პირადი მონაცემები არასწორად არის მითითებული, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული უნდა გასწორდეს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

"4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 სექტემბრის განჩინებით საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდეს და ე.ო–ის (პ/ნ .....), ე.ქ–ას (პ/ნ ....), ლ.ქ–ას (პ/ნ .....), ლ.ქ–ას (პ/ნ .....) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ბათუმი, ..... (ს/კ ....) გათავისუფლდეს ყადაღისაგან."

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 260-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ივლისის განჩინების (საქმე №ას-91-91-2018) სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე პუნქტში დაშვებული უსწორობა;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ივლისის განჩინების (საქმე №ას-91-91-2018) სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე პუნქტში ნაცვლად შემდეგი ჩანაწერისა:

„4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 სექტემბრის განჩინებით საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდეს და ე.ო–ის (პ/ნ .....), ე.ქ–ას (პ/ნ .....), ლ.ქ–ას (პ/ნ ......) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ბათუმი, ..... (ს/კ ......) გათავისუფლდეს ყადაღისაგან;“

მიეთითოს შემდეგი:

„4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 სექტემბრის განჩინებით საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდეს და ე.ო–ის (პ/ნ ....), ე.ქ–ას (პ/ნ .....), ლ.ქ–ას (პ/ნ .....), ლ.ქ–ას (პ/ნ .....) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ბათუმი, ..... (ს/კ .....) გათავისუფლდეს ყადაღისაგან;“

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი