Facebook Twitter

საქმე №ა-805-შ-27-2019 12 ივლისი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ი.მ–ძე

დაინტერესებული პირი – ს.ა–ოს

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – საბერძნეთის ქ.ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2014 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – სრულწლოვანი პირის შვილად აყვანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საბერძნეთის, ქ.ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2014 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით-ი.დ. ასული მ–ძე (დედის სახელი _ ი.) დაბადებული საქართველოში, ქ.ქუთაისში, 1993 წლის 10 ნოემბერს, (მცხოვრები ატიკის ოლქის ახარნესის რაიონში) აღიარებულ იქნა ს.ა.ი. ძის შვილად (მცხოვრები ატიკის ოლქის ახარნესის რაიონში).

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ი.მ–ძემ და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილებისა და მისი ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით დასტურდება, რომ:

i მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე;

ii გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, შესულია კანონიერ ძალაში;

iii საქმეში წარმოდგენილი პირადობის მოწმობის ასლის თანახმად, შვილად აყვანილი პირი საქართველოს მოქალაქეა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მარტის განჩინებით, შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ი.მ–ძის შუამდგომლობა საბერძნეთის, ქ.ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2014 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საბერძნეთის, ქ.ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2014 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით-ი.დ. ასული მ–ძე (დედის სახელი _ ი.) დაბადებული საქართველოში, ქ.ქუთაისში, 1993 წლის 10 ნოემბერს (მცხოვრები ატიკის ოლქის ახარნესის რაიონში), აღიარებულ იქნა ს.ა.ი. ძის შვილად (მცხოვრები ატიკის ოლქის ახარნესის რაიონში).

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ი.მ–ძემ და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილებისა და მისი ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით დასტურდება, რომ:

i მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე;

ii გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, შესულია კანონიერ ძალაში;

iii საქმეში წარმოდგენილი პირადობის მოწმობის ასლის თანახმად, შვილად აყვანილი პირი საქართველოს მოქალაქეა.

4. საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს (საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ასევე სრულწლოვანი პირის შვილად აყვანის მარეგულირებელ სამოქალაქო კოდექსის 1239-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს: სრულწლოვანი პირის შვილება შესაძლებელია, თუ მშვილებელსა და შვილად ასაყვანს შორის უკვე არსებობდა მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა, იგი არ ეწინააღმდეგება მშვილებლის ან შვილად ასაყვანის ინტერესებს და შვილება ზნეობრივად გამართლებულია).

5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილია გარკვეული შეზღუდვებიც, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, საბერძნეთის, ქ.ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2014 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მ–ძე ი.დ. ასული (დედის სახელი _ ი.) დაბადებული საქართველოში, ქ.ქუთაისში, 1993 წლის 10 ნოემბერს (მცხოვრები ატიკის ოლქის ახარნესის რაიონში), აღიარებულ იქნა ს.ა.ი. ძის შვილად (მცხოვრები ატიკის ოლქის ახარნესის რაიონში).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.მ–ძის შუამდგომლობა საბერძნეთის ქ.ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2014 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე საბერძნეთის ქ.ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2014 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მ–ძე ი.დ. ასული (დედის სახელი _ ი.) დაბადებული საქართველოში, ქ.ქუთაისში 1993 წლის 10 ნოემბერს (მცხოვრები ატიკის ოლქის ახარნესის რაიონში) აღიარებულ იქნა ს.ა.ი. ძის შვილად (მცხოვრები ატიკის ოლქის ახარნესის რაიონში).

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური