Facebook Twitter

საქმე №ა-1117-შ-34-2019 12 ივლისი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ს.ხ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ი.დ.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – გერმანიის, გუნცბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2015 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გერმანიის, გუნცბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2015 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით- 2011 წლის 7 მარტს საქართველოში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ს.ხ–ძესა და ი.დ–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის #02201130135) გაუქმდა.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ს.ხ–ძემ და მოითხოვა განქორწინების თაობაზე ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების, ასევე, მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით ირკვევა შემდეგი:

ა) მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე, უფრო მეტიც, შუამდგომლობის ავტორი წარმოადგენს მოპასუხე მხარეს, რომელსაც საკუთარი საპროცესო უფლებების დარღვევის ფაქტზე არ მიუთითებია;

ბ) წარმოდგენილი გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;

გ) ს.ხ–ძე, საქმეში წარმოდგენილი მოწმობის ასლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეა, ხოლო მხარეთა შორის ქორწინება რეგისტრირებული იყო ასევე საქართველოს ტერიტორიაზეც.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 მარტის განჩინებით-შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ს.ხ–ძის შუამდგომლობა განქორწინების თაობაზე გერმანიის, გუნცბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2015 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გერმანიის, გუნცბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2015 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით 2011 წლის 7 მარტს საქართველოში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ს.ხ–ძესა და ი.დ–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის #02201130135) გაუქმდა.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ს.ხ–ძემ და მოითხოვა განქორწინების თაობაზე ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების, ასევე, მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით ირკვევა შემდეგი:

ა) მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე, უფრო მეტიც, შუამდგომლობის ავტორი წარმოადგენს მოპასუხე მხარეს, რომელსაც საკუთარი საპროცესო უფლებების დარღვევის ფაქტზე არ მიუთითებია;

ბ) წარმოდგენილი გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;

გ) ს.ხ–ძე, საქმეში წარმოდგენილი მოწმობის ასლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეა, ხოლო მხარეთა შორის ქორწინება რეგისტრირებული იყო ასევე საქართველოს ტერიტორიაზეც.

4. საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი, დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმება მის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად არ მიიჩნევა; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილია გარკვეული შეზღუდვა, თუმცა, საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის, გუნცბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2015 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც 2011 წლის 7 მარტს საქართველოში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ს.ხ–ძესა და ი.დ–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის #02201130135) გაუქმდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს.ხ–ძის შუამდგომლობა გერმანიის, გუნცბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2015 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის, გუნცბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2015 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც 2011 წლის 7 მარტს საქართველოში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ს.ხ–ძესა და ი.დ–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის #02201130135) გაუქმდა.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური