საქმე №ა-2007-შ-50-2019 12 ივლისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – თ.ფ–ი (ქორწინებამდელი გვარი: ა–ი)
მოწინააღმდეგე მხარე – შ.ფ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – გერმანიის, ტემპელჰოფ-კროიცბერგის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2005 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გერმანიის, ტემპელჰოფ-კროიცბერგის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2005 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით-1999 წლის 15 იანვარს მაინცის მმაჩის ბიუროში თ.ფ–სა (ა–ისა) და შ.ფ–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება (რეგისტრაციის #8) შეწყდა.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა თ.ფ–მა (ა–მა) და მოითხოვა განქორწინების თაობაზე ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების, მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის, ასევე, საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლით ირკვევა შემდეგი:
ა) მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე;
ბ) წარმოდგენილი გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
გ) თამარ ა–ი, საქმეში წარმოდგენილი პირადობის მოწმობის ასლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 მაისის განჩინებით, შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ თ.ფ–ის (ა–ის) შუამდგომლობა განქორწინების თაობაზე გერმანიის, ტემპელჰოფ-კროიცბერგის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2005 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გერმანიის, ტემპელჰოფ-კროიცბერგის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2005 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით-1999 წლის 15 იანვარს მაინცის მმაჩის ბიუროში თ.ფ–სა (ა–ისა) და შ.ფ–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება (რეგისტრაციის #8) შეწყდა.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა თ.ფ–მა (ა–მა) და მოითხოვა განქორწინების თაობაზე ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების, მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის, ასევე, საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლით ირკვევა შემდეგი:
ა) მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე;
ბ) წარმოდგენილი გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
გ) თამარ ა–ი, საქმეში წარმოდგენილი პირადობის მოწმობის ასლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეა.
4. საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი, დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმება მის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად არ მიიჩნევა; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილია გარკვეული შეზღუდვა, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის, ტემპელჰოფ-კროიცბერგის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2005 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა 1999 წლის 15 იანვარს მაინცის მმაჩის ბიუროში თ.ფ–სა (ა–ისა) და შ.ფ–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება (რეგისტრაციის #8).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ.ფ–ის (ა–ის) შუამდგომლობა გერმანიის, ტემპელჰოფ-კროიცბერგის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2005 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის, ტემპელჰოფ-კროიცბერგის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2005 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა 1999 წლის 15 იანვარს მაინცის მმაჩის ბიუროში თ.ფ–სა (ა–ისა) და შ.ფ–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება (რეგისტრაციის #8).
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური