საქმე №ა-2355-შ-62-2019 12 ივლისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ა.კ–ი (გვარის შეცვლამდე _ ა–უ)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ა–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – საბერძნეთის, ალექსანდროპულოსის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2012 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საბერძნეთის, ალექსანდროპულოსის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2012 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით შეწყდა 2010 წლის 23 ივნისს საქართველოში, ქ.თბილისში ა.კ–სა (გვარის შეცვლამდე _ ა–უსა) და მ.ა–ის შორის რეგისტრირებული ქორწინება.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ა.კ–მა და მოითხოვა განქორწინების თაობაზე ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების, მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის, ასევე, საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლით ირკვევა შემდეგი:
ა) მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე და ესწრებოდნენ საქმის განხილვას, უფრო მეტიც, შუამდგომლობის ავტორი წარმოადგენს მოპასუხე მხარეს, რომელსაც საკუთარი საპროცესო უფლებების დარღვევის ფაქტზე არ მიუთითებია;
ბ) წარმოდგენილი გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
გ) ა.კ–ი, საქმეში წარმოდგენილი პირადობის მოწმობის ასლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეა;
დ) სახელის/გვარის შეცვლის მოწმობის თანახმად, ასმათ ა–უმ შეიცვალა გვარი და კ–ით.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მაისის განჩინებით, შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ა.კ–ის შუამდგომლობა განქორწინების თაობაზე საბერძნეთის, ალექსანდროპულოსის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2012 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საბერძნეთის, ალექსანდროპულოსის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2012 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით შეწყდა 2010 წლის 23 ივნისს საქართველოში, ქ.თბილისში ა.კ–სა (გვარის შეცვლამდე _ ა–უსა) და მ. ა.–ის შორის რეგისტრირებული ქორწინება.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ა.კ–მა და მოითხოვა განქორწინების თაობაზე ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების, მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის, ასევე, საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლით ირკვევა შემდეგი:
ა) მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე და ესწრებოდნენ საქმის განხილვას, უფრო მეტიც, შუამდგომლობის ავტორი წარმოადგენს მოპასუხე მხარეს, რომელსაც საკუთარი საპროცესო უფლებების დარღვევის ფაქტზე არ მიუთითებია;
ბ) წარმოდგენილი გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
გ) ა.კ–ი, საქმეში წარმოდგენილი პირადობის მოწმობის ასლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეა;
დ) სახელის/გვარის შეცვლის მოწმობის თანახმად, ასმათ ა.–უმ შეიცვალა გვარი კ–ით.
4. საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი, დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმება მის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად არ მიიჩნევა; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილია გარკვეული შეზღუდვა, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე საბერძნეთის, ალექსანდროპულოსის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2012 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა 2010 წლის 23 ივნისს საქართველოში, ქ.თბილისში, ა.კ–სა (გვარის შეცვლამდე _ ა.–უსა) და მ.ა–ის შორის რეგისტრირებული ქორწინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.კ–ის (გვარის შეცვლამდე _ ა–უს) შუამდგომლობა საბერძნეთის, ალექსანდროპულოსის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2012 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე საბერძნეთის, ალექსანდროპულოსის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2012 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა 2010 წლის 23 ივნისს საქართველოში, ქ.თბილისში ა.კ–სა (გვარის შეცვლამდე _ ა–უსა) და მ.ა.–ის შორის რეგისტრირებული ქორწინება.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური