Facebook Twitter

საქმე №ა-2625-შ-72-2019 22 ივლისი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - შპს „ს.ე–ს“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „B. F.“

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის კიროვსკის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. რუსეთის ფედერაციის კიროვსკის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით-შპს „B. F-ს“ შპს „ს.ე–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 9 711,49 აშშ დოლარის, მათ შორის, საქონლის მიწოდების ვალდებულების დარღვევისათვის დავალიანების, 9 355,96 აშშ დოლარის, საქონლის ღირებულების გადახდის ვადის დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს _ 355,53 აშშ დოლარისა და პროცესის ხარჯის _ 14 193,00 რუბლის გადახდა.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა შპს „ს.ე–ის“ დირექტორმა და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, სასამართლო ბეჭდით დამოწმებული გადაწყვეტილებითა და მასზე დართული დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ:

ა) გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულებასაც მხარე მოითხოვს, შესულია კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას;

ბ) გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე არ არის აღსრულებული;

გ) მოპასუხე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე და მასვე გაეგზავნა სარჩელის ასლი;

დ) მოპასუხე საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირია.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ივნისის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად და საქმის მასალებთან ერთად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს (კომპანიის დირექტორს). სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შპს „B. F-ს“ საკუთარი საპროცესო უფლებების დაცვის მიზნით არ მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შპს „ს.ე–ის“ შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის, კიროვსკის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. რუსეთის ფედერაციის, კიროვსკის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით-შპს „B. F-ს“, შპს „ს.ე–ის“ სასარგებლოდ, დაეკისრა 9 711,49 აშშ დოლარის, მათ შორის-საქონლის მიწოდების ვალდებულების დარღვევისათვის დავალიანების, 9 355,96 აშშ დოლარის, საქონლის ღირებულების გადახდის ვადის დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს _ 355,53 აშშ დოლარისა და პროცესის ხარჯის _ 14 193,00 რუბლის გადახდა.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა შპს „ს.ე–ის“ დირექტორმა და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, სასამართლო ბეჭდით დამოწმებული გადაწყვეტილებითა და მასზე დართული დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ:

ა) გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულებასაც მხარე მოითხოვს, შესულია კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას;

ბ) გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე არ არის აღსრულებული;

გ) მოპასუხე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე და მასვე გაეგზავნა სარჩელის ასლი;

დ) მოპასუხე საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირია.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ივნისის განჩინებით-შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად და ის საქმის მასალებთან ერთად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს (კომპანიის დირექტორს). სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შპს „B. F-ს“ საკუთარი საპროცესო უფლებების დაცვის მიზნით არ მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის.

5. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ კონვენციის (შემდგომში _ მინსკის კონვენცია) 51-ე მუხლის „а“ ქვეპუნქტის თანახმად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობებით აღიარებს და აღასრულებს სხვა ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე იუსტიციის დაწესებულებების მიერ სამოქალაქო საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებებს, ამავე კონვენციის 53-ე მუხლის თანახმად კი, შუამდგომლობა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე წარედგინება ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, სადაც გადაწყვეტილება აღსრულებას ექვემდებარება... შუამდგომლობას თან ერთვის: а) გადაწყვეტილება ან მისი დამოწმებული ასლი, ასევე- ოფიციალური დოკუმენტი იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას ან იმის შესახებ, რომ იგი ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე, თუ ეს არ გამომდინარეობს თავად გადაწყვეტილებიდან; б) დოკუმენტი, საიდანაც გამომდინარეობს, რომ მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება, და რომელიც არ მონაწილეობდა პროცესში, სათანადო წესრიგში იმყოფებოდა და დროულად იქნა გამოძახებული სასამართლოში, ხოლო მისი პროცესუალური არაქმედუნარიანობის შემთხვევაში სათანადოდ იქნა წარმოდგენილი; в) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გადაწყვეტილების ნაწილობრივ აღსრულებას მისი გადაგზავნის მომენტისთვის; г) დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის საქმეებზე. შუამდგომლობა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე და მისი თანდართული დოკუმენტები აღიჭურვება დამოწმებული თარგმანით თხოვნის გამგზავნი ხელშემკვრელი მხარის ენაზე ანდა რუსულ ენაზე. რაც შეეხება გადაწყვეტილების აღსრულების წესს, მას ადგენს კონვენციის 54-ე მუხლი, რომლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საკითხის განმხილველი სასამართლო ადგენს, შეესაბამება თუ არა შუამდგომლობა ამ კონვენციის 53-ე მუხლის მოთხოვნებს. მინსკის კონვენციით დადგენილია, ასევე, იმ მხარის თავდაცვის საშუალებები, რომლის წინააღმდეგაცაა გამოტანილი აღსასრულებლად მისაქცევი გადაწყვეტილება, კერძოდ, 55-ე მუხლის თანახმად, 52-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღიარებაზე და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება, უარი ეთქვას, თუკი: а) ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება, იგი არ შესულა კანონიერ ძალაში ან არ ექვემდებარება აღსრულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე; б) მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება; в) საქმეზე იმავე მხარეებს, იმავე საგანზე და იმავე საფუძველზე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, სადაც აღიარებულ და აღსრულებულ უნდა იქნას გადაწყვეტილება, ადრე უკვე გამოტანილი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან არსებობს მესამე სახელმწიფოს სასამართლოს აღიარებული გადაწყვეტილება, ანდა, თუ ამ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებამ ადრე აღძრა წარმოება ამ საქმეზე; г) წინამდებარე კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობისა, რომლის ტერიტორიაზეც გადაწყვეტილება აღიარებული და აღსრულებული უნდა იქნას, საქმე ეხება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას; д) არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის შესახებ; е) ამოიწურა იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, გათვალისწინებული იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის სასამართლოც ასრულებს დავალებებს. ანალოგიურ დათქმებს ითვალისწინებს „საერთაშირისო კერძო სამართლის შეახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე და 71-ე მუხლები.

6. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს „ს.ე–ის“ შუამდგომლობა და თანდართული მასალები სრულად შეესაბამება კონვენციისა და კანონის მოთხოვნებს, რის გამოც რუსეთის ფედერაციის, კიროვსკის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „B. F-ს“ შპს „ს.ე–ის“ სასარგებლოდ, დაეკისრა 9 711,49 აშშ დოლარის, მათ შორის, საქონლის მიწოდების ვალდებულების დარღვევისათვის დავალიანების _ 9 355,96 აშშ დოლარის, საქონლის ღირებულების გადახდის ვადის დარღვევის გამო პირგასამტეხლოს _ 355,53 აშშ დოლარისა და პროცესის ხარჯის _ 14 193,00 რუბლის გადახდა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნეს ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ კონვენციის 51-ე, 53-ე, 55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5, 70.3 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს.ე–ის“ შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის კიროვსკის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის კიროვსკის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „B. F-ს“ შპს „ს.ე–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 9 711,49 აშშ დოლარის, მათ შორის, საქონლის მიწოდების ვალდებულების დარღვევისათვის დავალიანების _ 9 355,96 აშშ დოლარის, საქონლის ღირებულების გადახდის ვადის დარღვევის გამო პირგასამტეხლოს _ 355,53 აშშ დოლარისა და პროცესის ხარჯის _ 14 193,00 რუბლის გადახდა.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური