საქმე №ას-1077-2018 21 ოქტომბერი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პ. ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვა
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
კასატორი – ნ.კ–ძე, ნ.ხ–ა (მოპასუხეები)
წარმომადგენლები - ვ.გ–ი, კ.ყ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ი.ხ–ა (მოსარჩელე)
წარმომადგენლები - გ.ზ–ძე, ვ.კ–ძე, მ.ს–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საწარმოსთვის მიყენებული ზიანისთვის სოლიდარული პასუხისმგებლობის დაკისრება, დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტა, ახალი დირექტორის დანიშვნა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „გ–ო“ ს/კ: ..... (შემდეგში: კომპანია ან საწარმო) სამეწარმეო რეესტრში 1995 წლის 15 დეკემბერს დარეგისტრირდა. საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი - დირექტორი ნ.კ–ძე (შემდეგში: პირველი მოპასუხე, მეორე აპელანტი ან პირველი კასატორი) იყო. საწარმოს 50-50 %-იანი წილის მფლობელი პარტნიორები ნ.ხ–ა (შემდეგში: მეორე მოპასუხე, მეორე პარტნიორი, მესამე აპელანტი ან მეორე კასატორი) და ი.ხ–ა (შემდეგში: მოსარჩელე, პირველი პარტნიორი ან პირველი აპელანტი) არიან (ტ. 1, ს.ფ. 1-20; 51-52; ტ. 2, ს.ფ. 3-24 და ს.ფ. 377-402).
2. საწარმოს პარტნიორთა კრება 2012 წლის 17 აპრილს გაიმართა. კრება არ იყო გადაწყვეტილებაუნარიანი, ვინაიდან არ ესწრებოდნენ მოპასუხეები, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის კრების ჩატარების დრო ცნობილი იყო (ტ.1, ს.ფ. 70-81).
3. საწარმოს პარტნიორებმა, 2012 წლის 28 აპრილს განმეორებით მოიწვიეს კრება, სადაც მეორე პარტნიორი არ გამოცხადდა. პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით შეიცვალა დირექტორი და სუბიექტის რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილება 2012 წლის 23 მაისიდან შევიდა (ტ. 1, ს.ფ. 70-81).
4. დასახელებული გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა მეორე პარტნიორმა. სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით პარტნიორთა კრების ოქმი გაბათილდა, სასამართლომ პირველი მოპასუხე დირექტორის პოზიციაზე აღადგინა.
5. მოსარჩელე, როგორც საწარმოს 50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი საწარმოს დირექტორისგან ითხოვდა ინფორმაციას კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ. ამასთან, მოპასუხეები არ დაეთანხმნენ მოსარჩელის (საწარმოს პირველი პარტნიორის) წინადადებას ერთობლივი აუდიტის დანიშვნის შესახებ (ტ. 1,ს.ფ. 43-45; 54-56; 69).
6. შპს აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია „ბ.ა.ს–ის“ ანგარიშის მიხედვით, რომელიც დაეყრდნო დამკვეთის - მოსარჩელის (პირველი პარტნიორის) მიერ მიწოდებულ საბუღალტრო ჩანაწერებს და პირველად სააღრიცხვო დოკუმენტაციას, 2008 წლის მაისის თვით დათარიღებულ აღრიცხვის ქვითრებს, ასევე - საგადასახადო ორგანოში დეკლარირებულ მონაცემებს, გამოვლინდა:
6.1. კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები შედარდა წარმოდგენილ პირველად დოკუმენტაციას, ასევე საგადასახადო ორგანოში დეკლარირებულ მონაცემებს და გამოვლინდა, რომ კომპანიის ბუღალტერია არასრულყოფილია და არ შეესაბამება აღრიცხვის ფუნდამენტურ პრინციპებს - სამეურნეო ოპერაციათა დიდი ნაწილი არ არის სრულად აღრიცხული და ასახული ბუღალტრულ რეგისტრებში და საგადასახადო ანგარიშგებაში.... (ტ. 1, ს.ფ. 37).
6.2. კომპანიის მიერ საგადასახადო ორგანოში დეკლარირებული დღგ-თი დასაბეგრი ბრუნვა და ერთობლივი შემოსავალი 2008 წელს 196 342 ლარს შეადგენდა. შემოსავლები აღირიცხებოდა შიდა დოკუმენტებით - აღრიცხვის ქვითრით, რომელიც გამოიყენება კლიენტებთან ანგარიშსწორებისათვის და, შესაბამისად, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტია ბუღალტრული და საგადასახადო მიზნებისათვის.... (ტ. 1, ს.ფ. 38).
6.3. აღრიცხვის ქვითარზე აისახება კლიენტთან მომსახურების შედეგად მიღებული შემოსავალი და კერძების ჩამონათვალი, რომლის საფუძველზეც ხდება კლიენტთან ანგარიშსწორება და საკონტროლო სალარო აპარატის ჩეკის გაცემა. წარმოდგენილი შიდა აღრიცხვის ქვითრები დანომრილია და თითოეულ მათგანზე დაფიქსირებულია თარიღი, კერძის (სასმელის) დასახელება, რაოდენობა, ფასი, ჯამური მონაცემები, მიმტანის სახელი, დირექტორის და ადმინისტრატორის ხელმოწერები...(ტ. 1, ს.ფ. 39).
6.4. პირველადი დოკუმენტების, აგრეთვე გამოყენებული აღრიცხვის ქვითრების ნომრებისა და თანმიმდევრობის მიხედვით დგინდება, რომ კომპანიას 2008 წლის განმავლობაში რამდენჯერმე შეძენილი აქვს აღრიცხვის ქვითრები, ნუმერაციით 0001-3000 მდე (მინიმუმ 15 079) ცალის ოდენობით, საიდანაც ბუღალტრული დოკუმენტებით გახარჯულად, ანუ ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულად აღრიცხულია მხოლოდ 2 818 ცალი, რომელთა შესაბამისი ჯამური თანხები ასახულია საკონტროლო სალარო აპარატის მონაცემებში. აღსანიშნავია, რომ ბუღალტრულად აღრიცხული 2 818 ცალი ქვითრის ხარჯვა შესაბამისობაში არ არის მის ნუმერაციასთან, ხოლო დარჩენილი 12 261 ცალი აღრიცხვის ქვითრის შენახვის ან ჩამოწერის თაობაზე რაიმე ჩანაწერი ან სხვა ინფორმაცია შედგენილ დოკუმენტებში არ მოიპოვება. მისი არარსებობა შეიძლება დაკვალიფიცირდეს როგორც სააღრიცხვო დოკუმენტების დაკარგვა ან განადგურება, რაც შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოს მხრიდან საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას ასევე არაპირდაპირი მეთოდების გამოყენების საფუძველია... (ტ.1, ს.ფ. 39).
6.5. 2008 წლის მაისის თვით დათარიღებული აღრიცხვის ქვითრების მონაცემები აღრიცხული არ არის წარდგენილ ბუღალტრულ რეგისტრებში და ასახული არ არის საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ ანგარიშებში, კერძოდ,
6.5.1. საწარმოს მიერ 2008 წლის მაისის თვეში აღრიცხული პირველადი დოკუმენტების (260 აღრიცხვის ქვითარი) მიხედვით, მიღებულმა შემოსავალმა დღგ-ის ჩათვლით 24 013 ლარი შეადგინა, მაშინ, როცა დამატებით წარდგენილი 2008 წლის მაისის თვით დათარიღებული 1050 ცალი პირველადი დოკუმენტის - აღრიცხვის ქვითრის მიხედვით მიღებული შემოსავალი (დღგ-ის ჩათვლით) 81 314 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, მაისის თვის რეალური შემოსავალი დღგ-ის ჩათვლით შეადგენდა 105 327 (24 013 + 81 314) ლარს, ნაცვლად აღრიცხული 24 013 ლარისა (ტ.1, ს.ფ. 40)“.
7. სარჩელის საფუძვლები
7.1. მოსარჩელემ, 2014 წლის 23 მაისის სარჩელითა და იმავე წლის 24 სექტემბრის დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოითხოვა:
7.1.1. მოპასუხეების მიერ საწარმოსთვის მიყენებული ზიანის სოლიდარულად ანაზღაურების დაკისრება;
7.1.2. დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტა;
7.1.3. სასამართლოს მიერ ახალი დირექტორის დანიშვნა;
7.2. მოსარჩელემ წინამდებარე გადაწყვეტილების 1-6 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე მიუთითა და განმარტა, რომ საწარმოს დირექტორი მასზე დაკისრებულ უფლებებს იყენებდა ბოროტად, არ მოქმედებდა მისთვის წესდებითა და კანონით დადგენილ ფარგლებში, რის შედეგადაც საწარმოს ადგებოდა ზიანი.
7.3. მოსარჩელის (საწარმოს პირველი პარტნიორის) განმარტებით, ზემოაღნიშნულის თაობაზე ცნობილი იყო მეორე მოპასუხისათვის (საწარმოს მეორე პარტნიორისათვის), თუმცა, ის უარს ამბობდა მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე და ცდილობდა პირველი მოპასუხის დირექტორის პოზიციაზე შენარჩუნებას.
7.4. მოსარჩელემ გამოთქვა ეჭვი, რომ მოპასუხეები შეთანხმებულად მოქმედებდნენ მის წინააღმდეგ, მალულად ითვისებდნენ საწარმოს ქონებასა და შემოსავალს, ხოლო საწარმოს აკოტრებდნენ (ტ.1, ს.ფ. 1-20; ტ.2,ს.ფ.1-24; 377-402).
8. მოპასუხეების პოზიცია
8.1. მოპასუხეებმა წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს, მის ხანდაზმულობასა და უსაფუძვლობაზე მიუთითეს.
8.2. მოპასუხეთა განმარტებით, მოსარჩელის (პირველი პარტნიორის) მიერ დანიშნულმა დირექტორმა საწარმოს კუთვნილი ფართი 10 წლის ვადით, იჯარით გასცა, მოსარჩელის მიერ სხვა პირთა მეშვეობით დაფუძნებულ კომპანიაზე, რომელიც ვერ ახერხებდა საქმიანობას და საწარმო განიცდიდა ზიანს.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
9.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საწარმოს პირველი პარტნიორის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
9.1.1. მოპასუხეებს, საწარმოს სასარგებლოდ, მიყენებული ზიანის, დაფარული შემოსავლის სახით, 81 314 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) და არასწორად გაწეული ხარჯების 28 975 ლარის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ;
9.1.2. დირექტორს შეუწყდა საწარმოს დირექტორის უფლებამოსილება და გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან;
9.1.3. სასარჩელო მოთხოვნა ახალი დირექტორის დანიშვნის თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
9.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით (შემდეგში: სსკ), „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) მე-8, მე-9, 91, 46-ე მუხლებით.
10. მხარეთა სააპელაციო საჩივრები
10.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, მოპასუხეებმა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ხოლო მოსარჩელემ, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მისი გაუქმება მოითხოვეს.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 აპრილის განჩინებით მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. საქმის მასალებშია მოსამართლე ნ. გუჯაბიძის განსხვავებული აზრი (იხ. ტ.4, ს.ფ.173-181).
11.2. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა წინამდებარე საქმეზე უდავოდ დადგენილ გარემოებებზე და დამატებით განმარტა:
11.2.1. მოპასუხეების მიერ წარდგენილი შესაგებლით სადავოდ არ იყო გამხდარი საქმეში წარმოდგენილი 2008 წლის მაისის თვით დათარიღებული აღრიცხვის ქვითრები, არც აღნიშნული დოკუმენტების სიყალბეზე მიუთითებიათ (იხ. მოპასუხეების მიერ წარმოდგენილი შესაგებელი, ტ. 3, ს.ფ. 78-90).
11.2.2. უფრო მეტიც, მოპასუხეები დაზუსტებულ სარჩელთან დაკავშირებით ამტკიცებენ, რომ 2008 წლის მაისის თვით დათარიღებული აღრიცხვის ქვითრები არ წარმოადგენს „მკაცრი აღრიცხვის“ დოკუმენტს, რომელზე დაყრდნობითაც კომპანიისათვის დამალული შემოსავალი შეიძლება დადგინდეს. აღნიშნულის დასტურად შპს აუდიტორული ფირმა „ბ.კას“ მიერ მომზადებული საექსპერტო დასკვნაზე მიუთითეს, რომელშიც განმარტებულია, რომ „ე.წ. „აღრიცხვის ქვითარი“ არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს, ის სავალდებულო პირველადი აღრიცხვის დოკუმენტად ვერ იქნება მიჩნეული ბუღალტრული და საგადასახადო მიზნებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ე.წ. „აღრიცხვის ქვითარი“ წარდგენილი იქნება ბუღალტერიაში შესაბამისი სალარო აპარატის ჩეკით და შესაბამისი საბუღალტრო სააღრიცხვო დოკუმენტებითაც დადასტურებული იქნება მოცემულ ე.წ. „აღრიცხვის ქვითარში“ დაფიქსირებული საქონლის ნაშთები, რომლის კლიენტისათვის მიწოდების შესაძლებლობაც იქნებოდა, მაშინ აღნიშნული ე.წ. „აღრიცხვის ქვითარი“ შეიძლება მივიჩნიოთ პირველად სააღრიცხვო დოკუმენტად ბუღალტრული და საგადასახადო მიზნებისათვის“ (ტ. 3, ს.ფ. 113).
11.2.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებების, მათ შორის,მხარეთა მიერ წარდგენილი საექსპერტო დასკვნების შეფასების ფურცლების საფუძველზე დადგენილი იყო, რომ 1050 ცალი აღრიცხვის ქვითრით, რომლის ჯამური ღირებულება 81 314 ლარი იყო, დასტურდებოდა საწარმოს მხრიდან 81 314 ლარის ღირებულების მომსახურების გაწევის ფაქტი. თუმცა, აღნიშნული ქვითრები ბუღალტრულად აღრიცხული არ იყო და არც საგადასახადო ორგანოებისადმი წარდგენილ მონაცემებში იყო შესაბამისი ინფორმაცია ასახული. აღსანიშნავი იყო ის გარემოება, რომ თუ მითითებული აღრიცხვის ქვითრები შესაბამისი სალარო აპარატის ჩეკით დადასტურდებოდა, კომპანია ვალდებული იქნებოდა სალარო აპარატის ჩეკით დადასტურებული სააღრიცხვო ქვითრები ბუღალტრულად გაეტარებინა და საგადასახადო ორგანოებისათვის წარდგენილ დოკუმენტაციაში აესახა. მოცემულ შემთხვევაში, კი კომპანიის პარტნიორი სწორედ იმას დავობს, რომ მითითებული სააღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული თანხა სალარო აპარატის ჩეკით დადასტურებული არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული თანხა ბუღალტრულად აღრიცხული და შესაბამისი საგადასახადო ორგანოებისათვის წარდგენილი არ არის. ამდენად, აღნიშნული ქვითრების სალარო აპარატის ჩეკით დაუდასტურებლობა სწორედაც, რომ კომპანიისათვის განკუთვნილი შემოსავლის დამალვას გულისხმობს.
11.2.4. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, დოკუმენტებში მითითებულ შემოსავლებში, საერთო შემოსავალი იგულისხმება, კერძოდ კი, კომპანიისათვის დაკარგული საერთო შემოსავალი, რომელსაც კომპანიის მოგების დაანგარიშების მიზნებისათვის კომპანიის ხარჯი უნდა გამოაკლდეს, თუმცა, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებს არ წარუდგენიათ მტკიცებულება, რომლითაც კომპანიისათვის კუთვნილ (თუმცა დამალულ, აღურიცხავ) შემოსავალს ხარჯი გამოაკლდებოდა. ამასთან, სააღრიცხვო ქვითრებში პირდაპირი შემოსავალია დაფიქსირებული, რასაც, მოგების დაანგარიშების მიზნებისთვის ასევე პირდაპირი ხარჯი უნდა გამოაკლდეს.
11.2.5. მოსარჩელის მიერ წარდგენილი, 2008 წლის მაისის თვის პირდაპირი შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტებისა და მოპასუხეების მიერ ამ ფაქტის შეუდავებლობის პირობებში (მათ არ წარუდგენიათ აღნიშნული შემოსავლის პირობებში კომპანიის ხარჯების გაქვითვის დამადასტურებელი მტკიცებულებები), სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საწარმომ დასახელებულ პერიოდში 81 314 ლარი იზარალა.
11.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნულ ხარჯთან ერთად, მოპასუხეებს, სოლიდარულად ზიანის ანაზღაურების სახით, 28 975 ლარიც უნდა დაჰკისრებოდათ. საქმის მასალებით დადგენილი იყო:
11.3.1. საწარმოს ანგარიშიდან 01/01/2014-24/12/2014 წლების პერიოდში, საადვოკატო მომსახურების საფასური საადვოკატო ბიურო „კ–ძე და ტ–ზე“ გაიცა: 10 500 ლარი, კერძოდ: 28/01/2014 წელს -1875 ლარი, 06/03/2014 წელს -1875.00 ლარი, 31/03/2014 წელს - 1875.00 ლარი; 30/04/2014 წელს -1875.00 ლარი, 25/07/2014 წელს - 500 ლარი, 07/08/2014 წელს - 500 ლარი, 30/09/14 წელს - 500 ლარი, 28/10/2014 - 500 ლარი, 25/11/2014 -500 ლარი, 24/12/2014 წელს - 500 ლარი (ტ. 2, ს.ფ. 319-335).
11.3.2. საწარმოს ანგარიშიდან 2014 წლის 3 ოქტომბერს შპს აუდიტორული ფირმა ,,ბ–თვის“ გადახდილია 6 475 ლარი საექსპერტო აუდიტორული მომსახურებისათვის (ტ. 2. ს.ფ. 332).
11.3.3. სადავოს არ წარმოადგენს, რომ კომპანიის დირექტორის მოადგილეებისთვის 2013-14 წლებში ხელფასის სახით გადახდილია 12 000 ლარი.
11.4. სააპელაციო სასამართლომ სამეწარმეო სამართალში არსებულ პრინციპებზე დაყრდნობით განმარტა, რომ დირექტორის მიერ მიღებული თითოეული გადაწყვეტილება კომპანიის საუკეთესო ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და მიუთითა, საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე:
11.4.1. საწარმოს 2013 წლის 16 ნოემბრის პარტნიორთა კრების ოქმი, რომლითაც დგინდება, რომ საზოგადოების პარტნიორს ნ.ხ–ას წარმოადგენდა პ. კ–ძე (ტ.1. ს.ფ. 29);
11.4.2. საწარმოს 2014 წლის 29 ივლისის პარტნიორთა კრების ოქმი, რომლითაც დგინდება, რომ საზოგადოების პარტნიორს ნ.ხ–ას წარმოადგენდა პ. კ–ძე (ტ.2. ს.ფ. 28-33);
11.4.3. საწარმოს 2015 წლის 27 იანვრის პარტნიორთა კრების ოქმი, რომლითაც დგინდება, რომ კომპანიას და მის პარტნიორს ნ.ხ–ას წარმოადგენდა პ. კ–ძე (ტ.2. ს.ფ. 274-296);
11.4.4. საწარმოს 2015 წლის 08 ივნისის პარტნიორთა კრების ოქმი, რომლითაც დგინდება, რომ პარტნიორს ნ.ხ–ას წარმოადგენდა პ. კ–ძე (ტ.3. ს.ფ. 118-119);
11.4.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც დგინდება, რომ საწარმოს წინააღმდეგ აღძრულ სარჩელში, მოსარჩელეს (მოპასუხე პარტნიორს) წარმოადგენდა პ. კ–ძე (ტ.1 ს.ფ. 70-81);
11.4.6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც დგინდება, რომ საწარმოს წინააღმდეგ აღძრულ სარჩელში, მოსარჩელეს (მოპასუხე პარტნიორს) წარმოადგენდა პ. კ–ძე (ტ.1 ს.ფ. 128-141);
11.5. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით დასახელებული ოქმებისა და გადაწყვეტილებების მიხედვით (იმის გათვალისწინებით, რომ საადვოკატო ბიუროს მიერ სხვა მომსახურების გაწევის მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვებოდა), ირკვეოდა, რომ საადვოკატო ბიურო არა საწარმოს, არამედ მის პარტნიორს უწევდა იურიდიულ დახმარებას, რითიც ზიანი ადგებოდა კომპანიას.
11.6. სააპელაციო სასამართლომ საწარმოს წესდების მე-9 მუხლზე „საზოგადოების საქმიანობის კონტროლს ახორციელებს პარტნიორთა კრება. საჭიროების შემთხვევაში, პარტნიორთა კრება ნიშნავს აუდიტორს, რომელიც საზოგადოების საქმიანობას აკონტროლებს საზოგადოების პარტნიორთა კრების მიერ დამტკიცებული დებულებით განსაზღვრული წესით“ მიუთითა და განმარტა:
11.6.1. საწარმოს ანგარიშიდან, საექსპერტო აუდიტორული მომსახურების #60/2014 ხელშეკრულების საფუძველზე, 2014 წლის 3 ოქტომბერს შპს აუდიტორული ფირმა ,,ბ–თვის“ გადახდილია 6475 ლარი საექსპერტო აუდიტორული მომსახურებისათვის. დადგენილია, რომ აუდიტორული შემოწმების შესახებ გადაწყვეტილება პარტნიორებს არ მიუღიათ და არც შესაბამისი დასაბუთება არ არის წარდგენილი მოპასუხის მიერ აღნიშნული ხარჯის გაწევის აუცილებლობასა და მართლზომიერებასთან დაკავშირებით. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ამ დროისათვის კომპანიის ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენდა საიჯარო ხელშეკრულებიდან მიღებული შემოსავალი, დასაბუთებულია მოსარჩელის არგუმენტი, რომ აუდიტორული შემოწმების ჩატარება კომპანიის მიზნებს არ ემსახურებოდა.
11.7. სააპელაციო სასამართლომ სპეციალური კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის „ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისთვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. თუ ანაზღაურება აუცილებელია, საზოგადოების ხელმძღვანელების ვალდებულება არ წყდება იმის გამო, რომ ისინი მოქმედებდნენ პარტნიორთა გადაწყვეტილებების შესასრულებლად“ მოხმობით განმარტა, რომ საწარმოს დირექტორის ძირითადი მიზანი წარმატებული მართვის შედეგად საზოგადოების ქონების მაქსიმიზაციაა და დირექტორი მოვალეა, ამ მიზნის მისაღწევად მოქმედი კანონით ნებისმიერი საშუალება გამოიყენოს მოვალეობათა მართლზომიერად და კეთილსინდისიერად განსახორციელებლად.
11.8. დასახელებული ნორმის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი მოპასუხის, როგორც საწარმოს დირექტორის, ბრალეული ქმედების შედეგად 2008 წლის მაისის თვეში მის მიერ ხელმოწერილი აღრიცხვის ქვითრები სალარო აპარატში არ გაატარა, და ბუღალტრული წესით არ აღირიცხა, რის გამოც კომპანიამ 81 314 ლარის ოდენობით შემოსავალი დაკარგა. ამასთან, კომპანიის მიერ გაწეული ხარჯი საადვოკატო მომსახურების, აუდიტორული შემოწმებისა და შრომითი ხელშეკრულებით დაქირავებული პირებისათვის არ შეესაბამებოდა კომპანიის მიზნებს.
11.9. სააპელაციო სასამართლომ, მოსარჩელის სააპელაციო მოთხოვნაზე, საწარმოს დირექტორის დანიშვნის შესახებ, რომელიც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა, სპეციალური კანონის 91 მუხლის მე-5 პუნქტზე მიუთითა „პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას დირექტორის დანიშვნის და გამოწვევის შესახებ“ და განმარტა, რომ დირექტორის დანიშვნა პარტნიორთა კრებისათვის კანონით მინიჭებული უფლებაა. პარტნიორები კრებაზე გადაწყვეტენ დირექტორის შერჩევისა და მისი დანიშვნის საკითხს. დირექტორის სამართლებრივი მდგომარეობა სამეწარმეო საზოგადოებაში დიდად არის დამოკიდებული საწარმოს მიერ მასთან დადებულ ხელშეკრულებაზე. საწარმოს მართვას აქვს თავისი სპეციფიკა, რაც უნდა აისახოს ხელშეკრულებაში. დირექტორის ვალდებულებები კუმულატიური ხასიათისაა, შესაბამისად, საჭიროა ყველა მათგანის შესრულება. კომპანია ატარებს დირექტორის მიერ ვალდებულების დარღვევის რისკს. შესაბამისად, დირექტორად კონკრეტული პირის არჩევისა და დანიშვნის საკითხის განხილვა და გადაწყვეტა კომპანიის რისკის ფარგლებში უნდა იქნეს განხილული. სასამართლო კი ვერ ჩაერევა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაში, რაც უშუალოდ პარტნიორთა განსჯის და განხილვის საგანია.
11.10. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აგრეთვე მოპასუხეების მითითება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე და სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილისა „სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს“ და 130-ე მუხლის „ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ“ მოხმობით განმარტა, რომ მოსარჩელე პარტნიორმა უფლების დარღვევის შესახებ, 2012 წლის მაისში, ახალი დირექტორის დანიშვნის შემდეგ შეიტყო, სარჩელი კი 2014 წელსაა წარდგენილი, რაც მოთხოვნის ხანდაზმულობას გამორიცხავს.
12. მოპასუხეთა საკასაციო საჩივრის საფუძვლები
12.1. მოპასუხეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
12.2. კასატორების განმარტებით არასწორია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ საწარმოს დირექტორი და განსახილველი დავის მოპასუხე მეორე პარტნიორი მოსარჩელეს კომპანიის შესახებ ინფორმაციას არ აწვდიდნენ, რადგან საქმის მასალების მიხედვით, თვითონ მოსარჩელეს სარჩელზე დართული აქვს პირველი კასატორის (დირექტორის) werili, romliTac is მოსარჩელეს (პირველ პარტნიორს) სთხოვს, miuTiTos misi registrirebuli misamarTi, sadac mas Cabardeba moTxovnili informacia. ufro metic, მოსარჩელის mier mowveul partniorTa krebebze swored დირექტორის mier wardgenili finansuri dokumentaciა განიხილეს.
12.3. kasatorebi sadavod xdidnen aRricxvis qviTrebs, amas adasturebs, pirvel yovlisa, is faqti, rom კომპანიის direqtoris mimarTvis safuZvelze ჩატარდა auditoruli (saeqsperto) Semowmebა da daskvnis wardgena. amas garda, პირველმა მოპასუხემ - დირექტორმა (misma warmomadgenelma) sasamarTlo sxdomaze ganmarta, rom aRricxvis qviTari ar warmoadgenda pirvelad, mkacri aRricxvis dokuments. is gamoiyeneboda mxolod klientebTan warsadgenad. yovelTviurad xdeboda blankebis beWdva restoran `g–os~ saxeliT, direqtori winaswar awerda xels qviTrebs, რათა diskomforti ar SeqmnodaT uSualod momxmareblebs direqtoris aryofnis SemTxvevaSi. xelmowerili qviTrebi gadaecemodaT administrators an/da oficiantebs, romlebsac ისინი unda SeevsoT yoveli SekveTis dasrulebis Semdeg da waredginaT momxmareblisaTvis. aRricxvis qviTari warmoadgenda sawarmos Sida da ara mkacri aRricxvis dokuments. naTelia, rom restoranSi yoveli SekveTis Semdeg, SeuZlebelia saTiTao dokumentiT direqtorTan Sesvla da misi xelmoweris moTxovna, swored amitom direqtoris mier xelmowerili, Seuvsebeli blankebi eZleodaT mimtanebs da administrators, romlebic ukve yoveli SekveTis Semdeg avsebdnen maT. დირექტორს ar uaruyvia imis albaToba, rom e.w. aRricxvis qviTrebze misi xelmoweraa qviTris Tavze, Tumca, sadavod gaxada am aRircxvis qviTrebSi moyvanili informacia da misi Sevsebis dro.
12.4. კასატორთა მტკიცებით, pirveli instanciis sasamarTlos gadawyvetilebis samotivacio nawilSi moyvanili ricxvebis maTematikuri jami ar iZleva sarezolucio nawiliT dakmayofilebul Tanxas – 28 975 lars. aRniSnuli faqtobrivi garemoeba gasaCivrda saapelacio sasamarTloSi, Tumca zemdgomma sasamarTlom yovelgvari msjelobis gareSe ucvlelad datova gadawyvetileba am nawilSic.
12.5. usafuZvloa saapelacio sasamarTlos ganCineba საწარმოს მეორე პარტნიორის mimarT gadawyvetilebis ucvlelad datovebis nawilSic. 2012 wlis 28 aprils მოსარჩელე (საწარმოს პირველი პარტნიორი), 50% wilis mflobeli, meore partniorTan SeuTanxmeblad, iwvevs partniorTa krebas da erTpirovnulad iRebs gadawyvetilebas sazogadoebis direqtoris gaTavisuflebis Taobaze. direqtorad niSnavs sakuTar simamrs - შ. ზ-s. 2012 wlis 26 seqtembers შ. ზ-i sazogadoebis interesebis aSkara saziano pirobebiT, ijaris xelSekrulebas debs მოსარჩელის Zmis qvislTan - თ. კ-Tan. es ukanaskneli muSaobda Sps `გ–Si~ da is saqmis kursSi iyo sazogadoebis partniorebs Soris daZabuli urTierTobis Sesaxeb da sasamarTloSi mimdinare davis Taobaze, direqtoris ukanonod gaTavisuflebis gamo. ufro metic, Sps `გ–is~ iuridiul misamarTad miTiTebulia მოსარჩელის (საწარმოს პირველი პარტნიორის) meuRlis da შ. ზ-is qaliSvilis - Tea ზ-is sakuTrebaSi arsebuli uZravi nivTis misamarTi, rac gamoricxavs maTi mxridan keTilsindisier moqmedebas. sazogadoebis მეორე partniorma - მეორე კასატორმა sarCeli aRZra sasamarTloSi 2012 wlis 28 aprilis partniorTa krebis gadawyvetilebis baTilad cnobis moTxovniT, rac dakmayofilda Tbilisis saapelacio sasamarTlos 2013 wlis 26 martis gadawyvetilebiT da Sevida kanonier ZalaSi. amdenad, sasamarTlos kanonier ZalaSi Sesuli gadawyvetilebiT dadasturebulia მეორე მოპასუხის moTxovnis marTlzomiereba. amis sawinaaRmdegod, sasamarTlos მეორე კასატორის mier sarCelis aRZvra da misi dakmayofileba miaCnia sazogadoebis saziano moqmedebad.
12.6. sasamarTlom usafuZvlod ar gaiziara mopasuxeebis mtkiceba moTxovnis xandazmulobis Taobaze, vinaidan სსკ-ის 128-e muxlis pirveli nawilis Tanaxmad, sxva pirisagan raime moqmedebis Sesrulebis moTxovnis uflebaze vrceldeba xandazmuloba. xandazmulobis vadis aTvla iwyeba im momentidan, rodesac pirma Seityo an unda Seetyo uflebis darRvevis Sesaxeb. mocemul SemTxvevaSi მოსარჩელე partnioria sazogadoebis registraciis momentidan, is uSualod anda warmomadgenlis meSveobiT monawileobda sazogadoebis marTvaSi, partniorTa krebebSi, hqonda informacia, yoveli wlis bolos krebas waredgineboda maT Soris finansuri angariSi. Sesabamisad sasamarTlos miTiTeba mxolod mosarCelis ganmartebaze dayrdnobiT, rom man 2012 wels Seityo uflebis darRvevis Sesaxeb, usafuZvloa. xandazmuloba aris davis faqtobrivi mocemuloba, romlis mtkicebis tvirTic mxarezea. mosarCeles (apelants), romelic sazogadoebis partnioria, unda daedasturebina is garemoeba, rom misTvis mxolod 2012 wels gaxda cnobili sarCelSi miTiTebuli garemoebebis Taobaze.
13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
13.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ნოემბრის განჩინებით მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე დასაშვებად იქნა ცნობილი და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
13.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით. საქმის ზეპირ განხილვაზე კასატორმა საკასაციო საჩივარში ასახული პრეტენზიები გაიმეორა (იხ. ამ გადაწყვეტილების 12.2-12.6 ქვეპუნქტები).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო მოპასუხეთა საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის მასალების არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ საფუძვლიანია და იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, საწარმოსათვის მიყენებული ზიანის - 81 314 ლარის მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში უნდა შეიცვალოს გადაწყვეტილება და აღნიშნული თანხის დაკისრება მხოლოდ საწარმოს დირექტორს უნდა დაეკისროს, ხოლო 28 975 ლარის მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში საქმე უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად, შემდეგი არგუმენტაციით:
14. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის პრეტენზიათა ნაწილი დასაბუთებულია, რის გამოც არსებობს საკასაცო განაცხადის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
15. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია ეკისრებათ თუ არა მოპასუხეებს (საწარმოს დირექტორსა და მეორე პარტნიორს), საწარმოს სასარგებლოდ, მისთვის მიყენებული ზიანის 81 314 ლარისა და გაწეული ხარჯის 28 975 ლარის სოლიდარულად გადახდა, ასევე, კანონიერია თუ არა საწარმოს დირექტორის თანამდებობიდან გადაყენება და ხანდაზმულია თუ არა სარჩელი.
16. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, მიუთითებს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებზე ზიანის ანაზღაურების ნაწილში და აღნიშნავს, რომ მოსარჩელის აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა სპეციალური კანონის 9.6 (შპს-ის დირექტორი საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვეს კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ის არ შეასრულებს ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ), სსკ-ის 709-ე (დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე), 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლებიდან გამომდინარეობს.
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკორპორაციო სამართლის მიზნებისათვის საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე - მომსახურების გამწევი ვალდებულია, გასწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე - გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. იმ პირობებში, როდესაც სსკ-ის იურიდიული პირის მომწესრიგებელი ნორმები და სპეციალური კანონი არ შეიცავს პირდაპირ დათქმას საწარმოს დირექტორთან დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების თაობაზე, დგება საკითხი იმის შესახებ, თუ ყველაზე უფრო რომელ სამართლებრივ ინსტიტუტთან არის ეს ურთიერთობა ახლოს. სასამართლო განმარტავს, რომ დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და, როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი (იხ. სუსგ #ას-1203-2018, 25.04.2019 წ.) .
18. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაზიარებელია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობა და დასკვნა, საწარმოსათვის მიყენებული ზიანის - 81 314 ლარის დაკისრების ნაწილში, თუმცა განმარტავს, რომ მისი ანაზღაურების ვალდებულება მხოლოდ საწარმოს დირექტორს უნდა დაეკისროს, ვინაიდან მოსარჩელის (საწარმოს პირველი პარტნიორის) მიერ წარდგენილი, 2008 წლის მაისის თვის პირდაპირი შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტების საწინააღმდეგოდ, პირველ მოპასუხეს (დირექტორს) არ წარუდგენია აღნიშნული შემოსავლის პირობებში კომპანიის ხარჯების გაქვითვის დამადასტურებელი მტკიცებულებები. პირველმა კასატორმა მტკიცების ტვირთი სარწმუნოდ ვერ გასწია. რაც შეეხება მეორე მოპასუხის (მეორე პარტნიორის) მიმართ ზიანის 81 314 ლარის სოლიდარულად დაკისრებას, საკასაციო სასამართლო გამორიცხავს მოპასუხეთა სოლიდარულ პასუხისმგებლობას, რადგან მათი ერთობლივად მოქმედება, დირექტორისადმი მეორე პარტნიორის „აქტიური მხარდაჭერა და საქმიანი სოლიდარობა“, როგორც ეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაშია მითითებული (იხ. ტ.4, ს.ფ.168-169), საქმის მასალებით არ დასტურდება. ამ მიმართულებით საკასაციო სასამართლომ, საქმეში მოთავსებული მასალების შესწავლა-გაანალიზების გარდა, მოისმინა მხარეთა პოზიციები და არასაკმარისად მიიჩნია საწარმოს პირველი პარტნიორის (მოსარჩელის) მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მათ დასადასტურებლად წარდგენილი მტკიცებულებები იმ დასკვნის გამოსატანად, რომ საწარმოსათვის მიყენებული ზიანისათვის, დირექტორთან ერთად, არსებობს მეორე პარტნიორისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი. საკასაციო სასამართლოს სხდომაზე, ერთი მხრივ, დირექტორმა, როგორც საწარმოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირმა, ვერ დაამტკიცა მის მიერ 2008 წლის მაისის თვეში ხელმოწერილი ქვითრების ნაწილში საწარმოსათვის მიყენებული ზიანის დაკისრების გამომრიცხავი გარემოება, ხოლო, მეორე მხრივ, მოსარჩელემ (საწარმოს პირველმა პარტნიორმა) ვერ დაადასტურა მისი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიანობა ამ ნაწილში, დირექტორთან ერთად, საზოგადოების მეორე პარტნიორისათვის პასუხისმგებლობის სოლიდარულად დაკისრების კონტექსტში (იხ. საკასაციო სასამართლოს 20.09.2019 სხდომის ოქმი). საქმეში მოთავსებული მტკიცებულებების- ქვითრების მიხედვით (იხ. ტ.2, ს.ფ.97-150), სადავო არაა, რომ თითოეული მათგანი შედგენილია 2008 წლის 8 მაისს, ქვითრის ზედა კუთხეში დირექტორის მიერ, მისივე განმარტებით, წინასწარ არის გაკეთებული ხელმოწერა, ხოლო ქვითრის ქვედა ნაწილზე მითითებულია სხვადასხვა მიმტანის სახელი და ზოგიერთ ქვითარზე ასევე - ადმინისტრატორის ხელმოწერა. მოსარჩელის მოთხოვნის გაქარწყლების თვალსაზრისით, მოპასუხე დირექტორს პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის არ შეუთავაზებია იმ მიმტანების მოწმის სახით დაკითხვა, რომელთაც შესაძლოა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები განემარტათ, რაც მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა მის წინააღმდეგ აღძრული მოთხოვნის საპასუხოდ (იხ. სსსკ-ის 201-ე , 140-ე, 145-ე მუხლები).
19. კასატორების პრეტენზიასთან დაკავშირებით სარჩელის ხანდაზმულობაზე საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილების 11.10 ქვეპუნქტში ასახულ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ სარჩელი ხანდაზმული არ არის.
20. რაც შეეხება, პირველი კასატორის (დირექტორის) პრეტენზიას მისი თანამდებობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტა, რომ ანალოგიურ შემთხვევაში, მხარეთა შორის ურთიერთობა წესრიგდება “მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და სსკ-ის შესაბამისი ნორმებით, კერძოდ: „საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ საწარმოს დირექტორთან იდება სასამსახურო ხელშეკრულება და, შესაბამისად, განსახილველ დავაზე მსჯელობისას, მეწარმეთა კანონის ნორმებთან ერთად, გამოყენებული უნდა იქნეს არა შრომითი ურთიერთობების, არამედ დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები (სსკ-ის 709-ე და 710-ე მუხლები)“; „დავალების ხელშეკრულება ის სამართლებრივი საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც პირს შეუძლია მიანდოს თავის რწმუნებულს იურიდიული მომსახურების გაწევა, პარტნიორთა კრებაზე მონაწილეობის მიღება, ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება და ა.შ., ამ ხელშეკრულების საგანია რწმუნებულის მიერ ერთი ან რამდენიმე მოქმედების შესრულება. მარწმუნებელმა შეიძლება დაავალოს რწმუნებულს როგორც იურიდიული, ისე ფაქტობრივი მოქმედების შესრულება, ვინაიდან, თავად დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელ მუხლში არ არის დაკონკრეტებული რწმუნებულის მიერ შესასრულებელი მოქმედების ხასიათი, ამიტომ ასეთი ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ყველა იმ მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ სამართლებრივ შედეგს“; „დავალების ხელშეკრულების ფარგლებში, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო (სსკ-ის 710-ე მუხლის პირველი ნაწილი)“ – [იხ. სუსგ # ას- 655-611-2017, 11.07.2017წ; შდრ. სუსგ -ები: #ას-895-845-2015, 29.01.2016 წ; # ას-560-535-2016, 02.09.2016წ.] -იხ. სუსგ # ას-918-884-2016, 10.07.2017წ.. საწარმოს დირექტორის დანიშვნა და გათავისუფლება პარტნიორთა კრების კომპეტენციას განეკუთვნება. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა საწარმოს ახალი დირექტორის დანიშვნის თაობაზე საწარმოს შიდაკორპორაციულ ურთიერთობებს განეკუთვნება და სარჩელი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
21. მოპასუხეთათვის საწარმოს მიერ გაწეული ხარჯის 28 975 ლარის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს, რადგან საჭიროა ამ ნაწილში დამატებით გარემოებების გამოკვლევა, იმისათვის, რომ დადგინდეს მოპასუხეთა პასუხისმგებლობა, კერძოდ: სააპელაციო სასამართლომ დამატებით უნდა შეამოწმოს საწარმოს ხარჯით მეორე პარტნიორის მიერ აღძრული სარჩელი მიმართული იყო თუ არა საწარმოს ინტერესების სასარგებლოდ, ხომ არ იყო დერივატიული სარჩელი წარდგენილი. წინამდებარე გადაწყვეტილების 11.3, 11.3.1-11.3.3 ქვეპუნქტებში მითითებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მოპასუხეთათვის 28 975 ლარის სოლიდარულად დაკისრების დასაბუთების თვალსაზრისით. იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია ფაქტების დადგენის უფლებამოსილება, სააპელაციო სასამართლომ დამატებით უნდა იმსჯელოს მეორე პარტნიორის იურიდიული დახმარების გამწევი წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯი უკავშირდებოდა თუ არა საწარმოსათვის სასარგებლო ინტერესებს და თითოეული კონკრეტული შემთხვევის გამოკვლევის შედეგად, ასევე, გამოიკვეთება დირექტორისათვის ზემოხსენებული თანხის (ან მისი ნაწილის) დაკისრების მართებულობის საფუძველიც (მეორე პარტნიორთან ერთად სოლიდარულად ან მხოლოდ დირექტორისათვის), თუკი სააპელაციო სასამართლო მივა იმ დასკვნამდე, რომ მეორე პარტნიორის იურიდიული დახმარების ხარჯები არა უშუალოდ პარტნიორის, არამედ საწარმოს ინეტერესებისკენ იყო მიმართული, მაშინ არა მხოლოდ მეორე პარტნიორის, არამედ დირექტორის პასუხისმგებლობაც შესაძლოა გამოირიცხოს. დამატებითი კვლევის საჭიროება განპირობებულია იმით, რომ როგორც საქმის მასლებით ირკვევა:
21.1. პარტნიორთა 2013 წლის 16 ნოემბრის კრებაზე, მეორე პარტნიორს წარმოადგენდა პ. კ–ძე (იხ. ტ.1, ს.ფ. 29-31). ამ კრებაზე პარტნიორის წარმომადგენელმა მოითხოვა შპს “გ“-სა და შპს „გ“-ს შორის გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების განახლების თაობაზე საკითხის განხილვა, დღის წესრიგის დამატებით;
21.2. პარტნიორთა 2014 წლის 29 ივლისის კრებაზე (იხ. ტ.2, ს.ფ.274-296) თვითონ საწარმოს და მის მეორე პარტნიორს პ. კ–ძე წარმოადგენდა. ამ შემთხვევაში კრებაზე განხილული საკითხების მიხედვით დამატებით უნდა შემოწმდეს იურიდიული დახმარების ხარჯები უშუალოდ მეორე პარტნიორის ინტერესების დასაცავად იყო გადახდილი, თუ საწარმოს ინტერესებსაც ემსახურებოდა, რადგან სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ ამ პარტნიორთა კრებაზე პ. კ–ძე არა მხოლოდ მეორე პარტნიორს, არამედ საწარმოსაც წარმოადგენდა;
21.3. პარტნიორთა 2015 წლის 8 ივნისის კრებაზე მეორე პარტნიორს პ. კ–ძე წარმოადგენდა (იხ. ტ.3, ს.ფ.118-119), ხოლო დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებულია საზოგადოების რეორგანიზაცია ორ დამოუკიდებელ კომპანიად გაყოფის გზით;
21.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების (იხ. ტ.1, ს.ფ. 70-81) მიხედვით სააპელაციო საჩივრის ავტორია მეორე პარტნიორი (ნ. ხ–ა), რომელმაც გაასაჩივრა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი საზოგადოების 2012 წლის 17 აპრილისა და 28 აპრილის პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე. ამ დავაში მოპასუხეები არიან საზოგადოება და პირველი პარტნიორი (ი.ხობელია);
21.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 მარტის გადაწყვეტილების (იხ. ტ.1, ს.ფ. 128-141) მიხედვით სააპელაციო საჩივრის ავტორია მეორე პარტნიორი (ნ. ხ–ა), რომელმაც გაასაჩივრა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი შპს „გ–სა“ და შპს „გ–ს“ შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე. ამ დავაში მოპასუხეები არიან საზოგადოება და პირველი პარტნიორი (ი.ხობელია);
23. ზემოთ ჩამოთვლილ თითოეულ ცალკეულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დამატებით უნდა შეამოწმოს და დაადგინოს მოპასუხეთათვის - საწარმოს დირექტორისა და მეორე პარტნიორისათვის, საწარმოს სასარგებლოდ, 28 975 ლარის სოლიდარულად დაკისრების დასაბუთებულობა (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 24-ე პუნქტი), რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რომლებიც წინამდებარე გადაწყვეტილების 11.6-11.6.1 ქვეპუნქტებშია ასახული, ამ შემთხვევაშიც დამატებით უნდა შემოწმდეს, თუ ვისი ინიციატივით ჩატარდა აუდიტორული შემოწმება (სააპელაციო სასამართლოს დადგენილი აქვს, რომ ამ საკითხზე პარტნიორთა კრებას არ უმსჯელია - იხ. სააპელაციო სასამართლოს განჩინება - ტ.4, ს.ფ. 165), ამდენად, გამოსაკვლევია მეორე პარტნიორის როლი ამ დასკვნის მომზადების ინიცირებისა და საწარმოს მიერ ხარჯების გაღების ნაწილში, ისევე, როგორც დამატებით უნდა შემოწმდეს კომპანიის დირექტორის მოადგილეებისათვის 2013-14 წლებში დირექტორის მიერ ხელფასის სახით 12 000 ლარის გადახდისათვის პასუხისმგებლობის მეორე პარტნიორისათვის დაკისრების დასაბუთებულობა
24. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოპასუხე დირექტორისათვის 81 314 ლარის დაკისრების ნაწილში საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, ხოლო მოპასუხეთათვის 28 975 ლარის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში საქმეს ხელახლა განსახილველად და დამატებითი გარემოებების გამოსაკვლევად დაუბრუნებს იმავე სასამართლოს. სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება 28 975 ლარის დაკისრების ნაწილში, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.
25. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული. აღნიშნული მუხლის დანაწესის შესაბამისად პირველ მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრება მის მიერ დაყენებული მოთხოვნების დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციული სახელმწიფო ბაჟის გადახდა (იხ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე და 412-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ.კ–ძისა და ნ.ხ–ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 აპრილის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ი.ხ–ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
4. ნ.კ–ძეს შპს „გ–ოს“ სასარგებლოდ, ამ უკანასკნელისათვის მიყენებული ზიანის სახით, დაეკისროს 81 314 (ოთხმოცდაერთი ათას სამას თოთხმეტი) ლარის გადახდა;
5. ი.ხ–ას სარჩელი შპს „გ–ოს“ ახალი დირექტორის დანიშვნის მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
6. ნ.კ–ძისა და ნ.ხ–ასათვის, შპს „გ–ოს“ სასარგებლოდ, 28 976 (ოცდარვა ათას ცხრაას სამოცდათექვსმეტი) ლარის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
7. ნ.კ–ძეს ი.ხ–ას სასარგებლოდ დაეკისროს, სარჩელზე გადახდილი 2133 (ორი ათას ას ოცდაცამეტი) ლარის, სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
8. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე