22 იანვარი, 2020 წელი
საქმე №ა-4315-შ-130-2019 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ნ.ა–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის ქ. სოჭის ადლერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის პირველი აპრილის #2-35/2013 გადაწყვეტილება
დავის საგანი – ქმედუუნაროდ ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - შუამდგომლობის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის ქ. სოჭის ადლერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის პირველი აპრილის #2-35/2013 გადაწყვეტილებით ნ.გ. ასული ა–სა და მ.დ. ძე ა–ს განცხადება დ.მ. ძე ა–ს ქმედუუნაროდ აღიარების შესახებ დაკმაყოფილდა. დ.მ. ძე ა– დაბადებული 1993 წლის 24 მარტს, საქართველოში, ქალაქ ქუთაისში, რეგისტრირებული მისამართზე: ქ. სოჭი, ...., ბავშვობიდან პირველი ჯგუფის ივალიდი, აღიარებულ იქნა ქმედუუნაროდ.
2019 წლის 24 სექტემბერს ნ.ა–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის ქ. სოჭის ადლერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 1 აპრილის #2-35/2013 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი კრასნოდარის მხარის ქალაქ კურორტი სოჭის ადლერის შიდასაქალაქო რაიონის სოციალური განვითარების და ოჯახის პოლიტიკის სამინისტროს მოსახლეობის სოციალური დაცვის სამმართველოს 2013 წლის 31 მაისს გაცემული განკარგულებით ირკვევა, რომ ნ.ა–ი დაინიშნა ქმედუუნარო დ.მ. ძე ა–ს მეურვედ.
რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის ქ. სოჭის ადლერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის პირველი აპრილის #2-35/2013 გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2013 წლის 6 მაისიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით ნ.ა–ის შუამდგომლობა, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ნ.ა–ის შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის ქ. სოჭის ადლერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის პირველი აპრილის #2-35/2013 გადაწყვეტილებით ნ.გ. ასული ა–სა და მ.დ. ძე ა–ს განცხადება დ.მ. ძე ა–ს ქმედუუნაროდ აღიარების შესახებ დაკმაყოფილდა. დ.მ. ძე ა– დაბადებული 1993 წლის 24 მარტს, საქართველოში, ქალაქ ქუთაისში, რეგისტრირებული მისამართზე: ქ. სოჭი, ....., ბავშვობიდან პირველი ჯგუფის ივალიდი, აღიარებულ იქნა ქმედუუნაროდ.
2019 წლის 24 სექტემბერს ნ.ა–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის ქ. სოჭის ადლერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 1 აპრილის #2-35/2013 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი კრასნოდარის მხარის ქალაქ კურორტი სოჭის ადლერის შიდასაქალაქო რაიონის სოციალური განვითარების და ოჯახის პოლიტიკის სამინისტროს მოსახლეობის სოციალური დაცვის სამმართველოს 2013 წლის 31 მაისს გაცემული განკარგულებით ირკვევა, რომ ნ.ა–ი დაინიშნა ქმედუუნარო დ.მ. ძე ა–ს მეურვედ.
რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის ქ. სოჭის ადლერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის პირველი აპრილის #2-35/2013 გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2013 წლის 6 მაისიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით ნ.ა–ის შუამდგომლობა, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე მიღებულ იქნა განსახილველად.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის მე-15 მუხლის მიხედვით პირის ქმედუნარიანობის შეზღუდვის საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ ეს პირი საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის არ არის გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულება სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივი დახმარების თაობაზე და ამიტომ წინამდებარე განჩინების დასაბუთებისას ის ეყრდნობა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდეგში - მინსკის კონვენცია) მოწესრიგებას.
„მინსკის კონვენციის“ პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილით კი, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მინსკის კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება რომ არაქმედუნარიანი პირი დ.მ. ძე ა– და მისი მეურვე ნ.ა–ი საქართველოში ცხოვრობენ.
საკასაციო პალატა საქმეში არსებული რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის ქ. სოჭის ადლერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის პირველი აპრილის #2-35/2013 გადაწყვეტილების შინაარსობრივი შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ არ არსებობს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებები, შესაბამისად, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ცნობილი უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ა–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის ქ. სოჭის ადლერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის პირველი აპრილის #2-35/2013 გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ნ.გ. ასული ა–სა და მ.დ. ძე ა–ს განცხადება დ.მ. ძე ა–ს ქმედუუნაროდ ცნობის შესახებ და დ.მ. ძე ა. დაბადებული საქართველოში, ქ. ქუთაისში, 1993 წლის 24 მარტს, რეგისტრირებული მისამართზე: ქ. სოჭი, ....., ბავშვობიდან პირველი ჯგუფის ინვალიდი, აღიარებულ იქნა ქმედუუნაროდ;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი