Facebook Twitter

№ა-4319-შ-131-2019 10 თებერვალი, 2020 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

აქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – შ.პ–ი (ჭ–ი)

მოწინააღმდეგე მხარე – დ.პ–ი

განხილვის საგანი – გერმანიის, ლიუდენშაიდის საქალაქო სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გერმანიის, ლიუდენშაიდის საქალაქო სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით:

- შეწყდა მხარეებს შორის 2006 წლის 18 დეკემბერს ლიუდენშაიდის მმაჩის ბიუროში სააქტო ნომრით 306/2006 რეგისტრირებული ქორწინება.

- შიდა განაწილების გზით მოსარჩელეს წილის უფლების საზიაროდ რაინლანდის გერმანული საპენსიო დაზღვევიდან, დაზღვევის ნომერი 11 181177C 503, მოპასუხის სასარგებლოდ დადგინდა წილის უფლების 0,0878 ანგარიშსწორების საპენსიო ქულის ოდენობით გადასვლა მოცემულ ანგარიშზე 18 010572 P 016 ვესტფალიის გერმანულ საპენსიო დაზღვევაში, 2011 წლის 30 აპრილის მდგომარეობით.

- შიდა განაწილების გზით მოპასუხეს წილის უფლების საზიაროდ ვესტფალიის გერმანული საპენსიო დაზღვევიდან, დაზღვევის ნომერი 18 010572 P 016 დადგინდა მოსარჩელის სასარგებლოდ წილის უფლების 0,5539 ანგარიშსწორების საპენსიო ქულის ოდენობით გადასვლა მოცემულ ანგარიშზე 11 181177C 503, რაინლანდის გერმანულ საპენსიო დაზღვევაში, 2011 წლის 30 აპრილის მდგომარეობით.

2. შ.პ–მა (ჭ–ი) შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა განქორწინების ნაწილში გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. გერმანიის, ლიუდენშაიდის საქალაქო სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით შეწყდა მხარეებს შორის 2006 წლის 18 დეკემბერს ლიუდენშაიდის მმაჩის ბიუროში სააქტო ნომრით 306/2006 რეგისტრირებული ქორწინება.

6. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით დგინდება, რომ 2012 წლის 5 მაისიდან გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

8. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ.პ–ის (ჭ–ი) შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის, ლიუდენშაიდის საქალაქო სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა მხარეებს შორის 2006 წლის 18 დეკემბერს ლიუდენშაიდის მმაჩის ბიუროში სააქტო ნომრით 306/2006 რეგისტრირებული ქორწინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი