Facebook Twitter

№ა-4552-შ-142-2019 10 თებერვალი, 2020წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ა.რ. გიზი ნ.

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ა. ოღლი

განხილვის საგანი – აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ბელაქანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ბელაქანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით:

- ა.რ. გიზი ნ–ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

- მოპასუხე თ.ა. ოღლის, 2013 წლის 26 ოქტომბერს დაბადებული მ.რ.თ. ოღლის სრულწლოვანების მიღწევამდე, 2018 წლის 21 ივნისიდან, დაეკისრა მისი მოვლა-პატრონობისა და შენახვისათვის ყოველთვიურად სტაბილური ფულადი თანხის 140 (ას ორმოცი) მანათის ალიმენტის სახით ა.რ. გიზი ნ–სთვის გადაცემა;

- სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

2. ა.რ. გიზი ნ–მ შუამდგომლობით მომართ საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოთ დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

3. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად. საქმის მასალებისა და განჩინების ასლები გადაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს. აღნიშნული კორესპონდენცია ადრესატს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, თუმცა მას აღნიშნულ შუამდგომლობაზე მოსაზრება არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

4. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ბელაქანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოპასუხე თ.ა. ოღლის, 2013 წლის 26 ოქტომბერს დაბადებული მ.რ. თ. ოღლის სრულწლოვანების მიღწევამდე, 2018 წლის 21 ივნისიდან მოყოლებული, დაეკისრა მისი მოვლა-პატრონობისა და შენახვისათვის ყოველთვიურად სტაბილური ფულადი თანხის 140 (ას ორმოცი) მანათის ალიმენტის სახით დაკავება და ა.რ. გიზი ნ–სთვის გადაცემა.

5. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით დგინდება, რომ 2018 წლის 7 სექტემბრიდან გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მხიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

7. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ კონვენციის 51-55 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.რ. გიზი ნ–ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ბელაქანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხე თ.ა. ოღლის, 2013 წლის 26 ოქტომბერს დაბადებული მ.რ. თ.ოღლის სრულწლოვანების მიღწევამდე, 2018 წლის 21 ივნისიდან, დაეკისრა მისი მოვლა-პატრონობისა და შენახვისათვის ყოველთვიურად სტაბილური ფულადი თანხის სახით 140 (ას ორმოცი) მანათის ალიმენტის სახით დაკავება და ა.რ. გიზი ნ–თვის გადაცემა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძიერიშვილი