№ა-4668-შ-148-2019 31 იანვარი, 2020 წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ე.მ–ი
მოწინააღმედგე მხარე - გ.წ–ი
განხილვის საგანი – გერმანიის, ქ. ბაუნცენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გერმანიის ქ. ბაუნცენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით მეურვეობა საერთო მცირეწლოვან შვილებზე: ი.მ–ზე (დაბადებული 12.06.2014 წელს), ნ.მ–ზე (დაბადებული 10.12.2015 წელს) და ს.წ–ზე (დაბადებული 05.02.2011 წელს) დაეკისრა ნისარჩელე - ე.მ–ს.
2. ე.მ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოთ დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. გერმანიის ქ. ბაუნცენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით მეურვეობა საერთო მცირეწლოვან შვილებზე: ი.მ–ზე (დაბადებული 12.06.2014 წელს), ნ.მ–ზე (დაბადებული 10.12.2015 წელს) და ს.წ–ზე (დაბადებული 05.02.2011 წელს) დაეკისრა მოსარჩელე - ე.მ–ს.
6. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით დგინდება, რომ 2019 წლის 29 აგვისტოდან გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მხიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
8. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
9. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.მ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ქ. ბაუნცენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც მეურვეობა საერთო მცირეწლოვან შვილებზე: ი.მ–ზე (დაბადებული 12.06.2014 წელს), ნ.მ–ზე (დაბადებული 10.12.2015 წელს) და ს.წ–ზე (დაბადებული 05.02.2011 წელს) დაეკისრა მოსარჩელე - ე.მ–ს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი