Facebook Twitter

№ა-5437-შ-160-2019 31 იანვარი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულება „ჟაბინკოვსკის სპეციალური საერთო საგანმანათლებლო სკოლა-ინტერნატი“

მოწინააღმდეგე მხარე – ტ.ს–ა

განხილვის საგანი – ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. ბრესტის ლენინის რაიონის სასამართლოს 2019 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. ბრესტის ლენინის რაიონის სასამართლოს 2.09.2019 წლის გადაწყვეტილებით, ტ. ვ. ასულ ს–ას, დაბადებულს 18.06.1968 წელს, მცხოვრებს საქართველოში, ქალაქ ბათუმში, მისამართზე: საქართველო, ქ. ბათუმი, ....., სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულება „ჟაბინკოვსკის სპეციალური საერთო საგანმანათლებლო სკოლა-ინტერნატის“ სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი გ.გ. ძე ს–ის, დაბადებული 10.01.2006წ., შესანახად გაწეული ხარჯების ანაზღაურება 17.02.2017 წლიდან 30.11.2018 წლამდე პერიოდზე ერთიანად 4737.02 რუბლის ოდენობით.

2. სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულება „ჟაბინკოვსკის სპეციალური საერთოსაგანმანათლებლო სკოლა-ინტერნატმა“ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოთ დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

3. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 დეკემბრის განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად. საქმის მასალებისა და განჩინების ასლები გადაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარე ტ.ს–ას. აღნიშნული კორესპონდენცია ადრესატს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით. მოწინააღმდეგე მხარეს აღნიშნულ შუამდგომლობაზე მოსაზრება არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

4. ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. ბრესტის ლენინის რაიონის სასამართლოს 2019 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ტ.ვ. ასულ ს–ას, დაბადებულს 18.06.1968 წელს, მცხოვრებს საქართველოში, ქალაქ ბათუმში, მისამართზე: საქართველო, ქ. ბათუმი, ........, სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულება „ჟაბინკოვსკის სპეციალური საერთო საგანმანათლებლო სკოლა-ინტერნატის“ სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი გ.გ. ძე ს–ის, დაბადებული 10.01.2006წ., შესანახად გაწეული ხარჯების ანაზღაურება 17.02.2017 წლიდან 30.11.2018 წლამდე პერიოდზე ერთიანად 4737.02 რუბლის ოდენობით.

5. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით დგინდება, რომ 2019 წლის 18 სექტემბრიდან გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მხიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

7. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ კონვენციის 51-55 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულება „ჟაბინკოვსკის სპეციალური საერთო საგანმანათლებლო სკოლა-ინტერნატის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. ბრესტის ლენინის რაიონის სასამართლოს 2.09.2019 წლის გადაწყვეტილება, რომლითაც ტ.ვ. ასულ ს–ას, დაბადებულს 18.06.1968 წელს, მცხოვრებს საქართველოში, ქალაქ ბათუმში, მისამართზე: საქართველო, ქ. ბათუმი, ......, სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულება „ჟაბინკოვსკის სპეციალური საერთო საგანმანათლებლო სკოლა-ინტერნატის“ სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი გ.გ. ძე ს–ის, დაბადებული 10.01.2006წ., შესანახად გაწეული ხარჯების ანაზღაურება 17.02.2017წლიდან 30.11.2018 წლამდე პერიოდზე ერთიანად 4737.02 (ოთხი ათას შვიდას ოცდაჩვიდმეტი რუბლისა და 2 თეთრის) რუბლის ოდენობით.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი