№ა-5875-შ-144-2018 15 მაისი, 2019 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - შპს „O.i.“
მოწინააღმდეგე მხარე – შსპ “ A.E.G.”
განხილვის საგანი – ყაზახეთის რესპუბლიკის აკტიუბინსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების (მოწინააღმდეგე მხარისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ ვალის სახით 50 000 აშშ დოლარის, რომელიც წარმოადგენს 16 536 000 ტენგეს ექვივალენტს, ასევე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 496 080 ტენგეს ოდენობით გადახდის დაკისრების ნაწილში) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ყაზახეთის რესპუბლიკის აკტიუბინსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით შსპ “ A.E.G.”-ს დაეკისრა შპს „O.i.“-ის სასარგებლოდ ვალის სახით 50 000 აშშ დოლარი, რომელიც წარმოადგენს 16 536 000 ტენგეს ექვივალენტს, ასევე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 496 080 ტენგეს ოდენობით გადახდა.
2. შპს „O.i.“-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოთ დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოწინააღმდეგე მხარისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ ვალის სახით 50 000 აშშ დოლარის, რომელიც წარმოადგენს 16 536 000 ტენგეს ექვივალენტს და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 496 080 ტენგეს ოდენობით გადახდის დაკისრების ნაწილში.
3. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 დეკემბრის განჩინებით შპს „O.i.“-ის შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად. აღნიშნული განჩინებისა და შამდგომლობის ასლები კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს, თუმცა მას აღნიშნულ შუამდგომლობაზე მოსაზრება არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. ყაზახეთის რესპუბლიკის აკტიუბინსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით შსპ “ A.E.G.”-ს დაეკისრა შპს „O.i.“-ის სასარგებლოდ ვალის სახით 50 000 აშშ დოლარი, რომელიც წარმოადგენს 16 536 000 ტენგეს ექვივალენტს, ასევე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 496 080 ტენგეს ოდენობით გადახდა.
5. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით დგინდება, რომ 2018 წლის 11 სექტემბრიდან გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მხიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
7. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსასრულებლად მიექცეს ყაზახეთის რესპუბლიკის აკტიუბინსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება მოწინააღმდეგე მხარისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ ვალის სახით 50 000 აშშ დოლარის, რომელიც წარმოადგენს 16 536 000 ტენგეს ექვივალენტს, ასევე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 496 080 ტენგეს ოდენობით გადახდის დაკისრების ნაწილში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ კონვენციის 51-55 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „O.i.“-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ყაზახეთის რესპუბლიკის აკტიუბინსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც შსპ “ A.E.G.-ს” შპს „O.i.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ვალის სახით 50 000 აშშ დოლარის გადახდა, რომელიც წარმოადგენს 16 536 000 ტენგეს ექვივალენტს, ასევე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 496 080 ტენგეს ანაზღაურება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი