საქმე№ ა-76-შ-3-2020 19 თებერვალი, 2020 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – რ.რ–ა (ნ–ი)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ.რ–ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – გერმანიის ფრიდბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 08.05.2019წ. გადაწყვეტილება #750 F243/19 S
დავის საგანი – განქორწინება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გერმანიის ფრიდბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 08.05.2019წ. #750 F243/19 S გადაწყვეტილებით შეწყდა რ.რ–ას (გვარი დაბადებისას ნ–ი) (დაბადებული 05.12.1987წ., თბილისი, საქართველო) და ბ.რ–ას (დაბადებული 07.09.1958წ., გერმანია) შორის 07.07.2009წ. ბად ნაუჰაიმის მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი E64/2009).
2. რ.რ–ამ (ნ–ი) შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის ფრიდბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 08.05.2019წ. გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 იანვრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. გერმანიის ფრიდბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 08.05.2019წ. #750 F243/19 S გადაწყვეტილებით შეწყდა რ.რ–ას (გვარი დაბადებისას ნ–ი) (დაბადებული 05.12.1987წ., თბილისი, საქართველო) და ბ.რ–ას (დაბადებული 07.09.1958წ., გერმანია) შორის 07.07.2009წ. ბად ნაუჰაიმის მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი E64/2009).
5. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ სასამართლოს განქორწინების მოთხოვნით მიმართა რ.რ–ამ (ნ–ი). გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 08.05.2019 წ.. საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ გადაწყვეტილება აღსრულებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად. შუამდგომლობაზე თანდართული პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, გერმანიის ფრიდბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 08.05.2019წ. #750 F243/19 S გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ.რ–ას (ნ–ი) შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ფრიდბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 08.05.2019წ. #750 F 243/19S გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა რ.რ–ას (ნ–ი) (დაბადებული 05.12.1987წ.,თბილისი, საქართველო) და ბ.რ–ას (დაბადებული 07.09.1958წ., გერმანია) შორის 07.07.2009წ. ბად ნაუჰაიმის მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი E64/2009).
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე
ზურაბ ძლიერიშვილი