საქმე №ას-226-2019 12 სექტემბერი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – დ.ჯ–ი (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს "ს.ბ–ი" (მოპასუხე, შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება
დავის საგანი - იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, პირგასამტეხლოს გაუქმება (თავდაპირველ სარჩელში), თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით დ.ჯ–ისა და ნ.კ–ის სარჩელი, სს "ს.ბ–ის" წინააღმდეგ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სს "ს.ბ–ის" შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
აღნიშნულ გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრებით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და პრიგასამტეხლოს, მიუღებელი შემოსავლის და ბაჟის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილებული შეგებებული სარჩელის უარყოფა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის განჩინებით, კასატორებს საკასაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ, 833,86 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები, საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია, ამასთანდ.ჯ–ს დაევალა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა მის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი;
აღნიშნული განჩინება კასატორის დ.ჯ–ის მეუღლეს თ.კ–ს ჩაბარდა 2019 წლის 27 ივნისს.
2019 წლის 2 ივლისს კასატორებმა უზენაეს სასამართლოში წარმოადგინეს, პოლიკლინიკის ცნობა, რომ ნ.კ–ი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია, საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია და დ.ჯ–ის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის განჩინებით დ.ჯ–ს 3 დღით გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადა და დაევალა სახელმწიფო ბაჟის 833,86 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
აღნიშნული განჩინების ასლი, კასატორის დედას, ნ.კ–ს ჩაბარდა 2019 წლის 9 აგვისტოს.
2019 წლის 12 აგვისტოს ნ.კ–მა და დ.ჯ–მა მომართეს სასამართლოს და მოითხოვეს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება, გონივრული დროით, კერძოდ, 2019 წლის სექტემბრის ბოლომდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ დ.ჯ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის განჩინებით დ.ჯ–ს 3 დღით გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადა და დაევალა სახელმწიფო ბაჟის 833,86 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
2019 წლის 12 აგვისტოს ნ.კ–მა და დ.ჯ–მა მომართეს სასამართლოს და მოითხოვეს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება, გონივრული დროით, კერძოდ, 2019 წლის სექტემბრის ბოლომდე.
საქმეში არსებული საფოსტო შეტყობინებით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინების ასლი 2019 წლის 9 აგვისტოს, ჩაბარდა, კასატორის დედას ნ.კ–ს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ითვლება სასამართლო შეტყობინების კასატორისათვის ჩაბარებად.
2019 წლის 12 აგვისტოს ნ.კ–მა და დ.ჯ–მა მომართეს სასამართლოს და მოითხოვეს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება, გონივრული დროით, კერძოდ, 2019 წლის სექტემბრის ბოლომდე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ.ჯ–ის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად, ვინაიდან მას უკვე ორჯერ გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადა. სასამართლოს უჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ მხარის შუამდგომლობა სასამართლოში საქმის განხილვის გაჭიანურების მიზანს ემსახურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 401-ე, 408.3-ე, 63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.ჯ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი