31 იანვარი, 2019 წელი, №ას-981-2018 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა.თ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ე.დ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება
დავის საგანი – ალიმენტის ოდენობის შემცირება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით:
- ა.თ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
- ა.თ–ძისათვის არასრუწლოვანი შვილის, ა.თ–ძის რჩენა-აღზრდისათვის დაკისრებული ალიმენტი, 100 (ასი) ევროს ექვივალენტი ლარში, შემცირდა 200 (ორასი) ლარამდე და ა.თ–ძეს (პ/ნ .....) - ე.დ–ის (პ/ნ ......) სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის, ა.თ–ძის (დაბადებული 11/11/2010 წელს) რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად 200 ლარის გადახდა სარჩელის შეტანის დღიდან, 2018 წლის 01 იანვრიდან, მის სრულწოვანებამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ა.თ–ძემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 07 ივნისის განჩინებით განუხილველად დატოვა ა.თ–ძის სააპელაციო საჩივარი.
4. აღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 აგვისტოს განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
7. საკასაციო პალატას მომართეს მხარეებმა, წარმოადგინეს მორიგების აქტი და ითხოვეს მისი დამტკიცება და საქმისწარმოების შეწყვეტა.
8. წარმოდგენილი მორიგების აქტის მიხედვით:
8.1. ე.დ–ი ადასტურებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის #2/7309-14 გადაწყვეტილებით მოპასუხე ა.თ–ძისათვის არასრულწლოვანი შვილის, ა.თ–ძის რჩენა-აღზრდისათვის დაკისრებული ალიმენტი 100 ევროს ეკვივალენტი ლარი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით შემცირდა 200 ლარამდე, ა.თ–ძეს 2018 წლის 5 სექტემბრის მდგომარეობით სრულად აქვს გადახდილი;
8.2 ა.თ–ძე 2018 წლის 5 ოქტომბრიდან ყოველთვიურად არასრულწლოვანი შვილის ა.თ–ძის რჩენა-აღზრდისათვის მოპასუხეს გადაუხდის ალიმენტს 100 ლარის ოდენობით, ბავშვის სრულწლოვანებამდე;
8.3 ე.დ–ი თანახმაა, ა.თ–ძეს ჰქონდეს მამასთან კვირაში ერთხელ კონტაქტი ელექტრონული საშუალებით (ინტერნეტი, ტელეფონი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება უნდა შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ, ხოლო 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
12. სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
13. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს სრულად უნდა დაუბრუნდეს კერძ საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
14. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, მე-3, 49.(2)(4), 272.(დ), 273-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს წარმოდგენილი მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:
1.1. ე.დ–ი ადასტურებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის #2/7309-14 გადაწყვეტილებით მოპასუხე ა.თ–ძისათვის არასრულწლოვანი შვილის, ა.თ–ძის რჩენა-აღზრდისათვის დაკისრებული ალიმენტი 100 ევროს ეკვივალენტი ლარი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით შემცირდა 200 ლარამდე, ა.თ–ძეს 2018 წლის 5 სექტემბრის მდგომარეობით სრულად აქვს გადახდილი;
1.2 ა.თ–ძე 2018 წლის 5 ოქტომბრიდან ყოველთვიურად არასრულწლოვანი შვილის ა.თ–ძის რჩენა-აღზრდისათვის მოპასუხეს გადაუხდის ალიმენტს 100 ლარის ოდენობით, ბავშვის სრულწლოვანებამდე;
1.3 ე.დ–ი თანახმაა, ა.თ–ძეს ჰქონდეს მამასთან კვირაში ერთხელ კონტაქტი ელექტრონული საშუალებით (ინტერნეტი, ტელეფონი).
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ივნისის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება;
3. მოცემულ საქმეზე შეწყდეს წარმოება;
4. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;
5. კერძო საჩივრის ავტორს - ა.თ–ძეს დაუბრუნდეს ნ.ბ–ძის მიერ კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (საგადახდო დავალება №1, გადახდის თარიღი - 23.07.2018) – 50 ლარი;
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი