Facebook Twitter

2 მარტი, 2020 წელი

№ა-5065-შ-155-2019 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ს.ე–ი

გადაწყვეტილებები, რომელთა საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – ირანის ისლამური რესპუბლიკის ქ. ბანდარაბბასის საოჯახო საქმეთა სასამართლოს მეორე ფილიალის 2019 წლის 28 მაისის #9809977619600307 გადაწყვეტილება, ირანის ისლამური რესპუბლიკის ჰორმოზაგანის სასამართლოს ქ. ბანდარაბბასის საოჯახო საქმეთა სასამართლოს მეორე ფილიალის 2019 წლის 15 ივნისის #9809977619600415 წერილობითი გადაწყვეტილება და ჰორმოზაგანის პროვინციის სასამართლოს 2019 წლის 16 ივნისის #9809977619600422 წერილობითი გადაწყვეტილება

დავის საგანი – ქმედუუნაროდ ცნობა, მეურვედ დანიშვნა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - შუამდგომლობის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ირანის ისლამური რესპუბლიკის ქ. ბანდარაბბასის საოჯახო საქმეთა სასამართლოს მეორე ფილიალის 2019 წლის 28 მაისის #9809977619600307 გადაწყვეტილებით ა.ნ. ა–ის ძე, დაბადებული 1992 წლის 8 იანვარს პ/ნ ..... ცნობილ იქნა ქმედუუნაროდ.

ირანის ისლამური რესპუბლიკის ჰორმოზაგანის სასამართლოს ქ. ბანდარაბბასის საოჯახო საქმეთა სასამართლოს მეორე ფილიალის 2019 წლის 15 ივნისის #9809977619600415 წერილობითი გადაწყვეტილებით ს.ე–ი, დაბადებული 1957 წლის 28 ივნისს (პ/ნ ......), დაინიშნა ა.ნ. ა–ის ვაჟიშვილის, დაბადებული 1992 წლის 8 იანვარს (პ/ნ ......) მეურვედ.

ჰორმოზაგანის პროვინციის სასამართლოს 2019 წლის 16 ივნისის #9809977619600422 წერილობითი გადაწყვეტილებით სასამართლომ გამოიტანა შესწორებული განაჩენი, რომლის თანახმადაც, აღინიშნა, რომ 2019 წლის 15 ივნისის #9809977619600415 წერილობით გადაწყვეტილებაში სასამართლომ გამოიყენა სიტყვა "მეურვე" ნაცვლად ფრაზისა "მინდობილი". შესწორებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ აკრძალულია თავდაპირველი განჩინების ჩანაწერის წარდგენა და ს.ე–ი ვალდებულია დაიცვას ზემოაღნიშნული წერილობითი განაჩენი.

2019 წლის 4 ნოემბერს ს.ე–ის წარმომადგენელმა დ.ყ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა ირანის ისლამური რესპუბლიკის ქ. ბანდარაბბასის საოჯახო სასამართლოს მეორე ფილიალის 2019 წლის 28 მაისის #9809977619600307 გადაწყვეტილების, ირანის ისლამური რესპუბლიკის ჰორმოზაგანის სასამართლოს ქ. ბანდარაბბასის საოჯახო საქმეთა სასამართლოს მეორე ფილიალის 2019 წლის 15 ივნისის #9809977619600415 წერილობითი გადაწყვეტილებისა და ჰორმოზაგანის პროვინციის სასამართლოს 2019 წლის 16 ივნისის #9809977619600422 წერილობითი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი 2019 წლის 16 ივნისს ჰორმოზაგანის პროვინციის სასამართლოს მიერ გაცემული ფიზიკური მეურვეობისთვის დამადასტურებელი მოწმობით ირკვევა, რომ ს.ე–ი არის დანიშნული, როგორც მეურვის წარმომადგენელი ა.ნ–ის.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილებებით დასტურდება, რომ ორი მათგანი არის საბოლოო გადაწყვეტილება. 2019 წლის 28 მაისის #9809977619600307 გადაწყვეტილების გასაჩივრება კი შესაძლებელი იყო, თუმცა აღსანიშნავია, სწორედ ამ გადაწყვეტილების შედეგად იქნა მიღებული 2019 წლის 15 ივნისისა და 16 ივნისის გადაწყვეტილებები და რომ მისი დამოწმებული თარგმანი გაკეთებულია 2019 წლის 8 ოქტომბერს.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციიის სამინისტროს 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ ს.ე–ს მიეცა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა 2018 წლის 20 დეკემბრიდან 2019 წლის 20 დეკემბრამდე.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს-ბათუმში მიერ ოჯახური ურთიერთკავშირის შესახებ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ა.ნ–სა და ს.ე–ს ქორწინებაში ჰყავთ ვაჟი ა.ნ.ა–ის ძე.

ირანის ისლამური რესპუბლიკის ქ. ბანდარაბბასის სასამართლოს მეურვეობისა და მზრუნველობის განყოფილების უფროსის 2019 წლის 8 მაისის წერილზე პასუხით დგინდება, რომ ა.ნ–ი ა–ის ვაჟიშვილს პ/ნ (......) ჩაუტარდა კვლევა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ მას დაბადებიდან აღენიშნება მძიმე ინტელექტუალური განუვითარებლობა და არ შეუძლია საკუთარი თავის მოვლა და საქმის მართვა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის 2019 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მათ წარმოებაში მყოფი ა.ნ–ის საქმეზე დადგინდა ხარვეზი და ხარვეზის შეუვსებლობის გამო ა.ნ–ის განცხადება საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე დატოვებულია განუხილველად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ს.ე–ის შუამდგომლობა, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მ.ფ–ის შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

ირანის ისლამური რესპუბლიკის ქ. ბანდარაბბასის საოჯახო საქმეთა სასამართლოს მეორე ფილიალის 2019 წლის 28 მაისის #9809977619600307 გადაწყვეტილებით ა.ნ–ი ა–ის ძე, დაბადებული 1992 წლის 8 იანვარს პ/ნ ..... ცნობილ იქნა ქმედუუნაროდ.

ირანის ისლამური რესპუბლიკის ჰორმოზაგანის სასამართლოს ქ. ბანდარაბბასის საოჯახო საქმეთა სასამართლოს მეორე ფილიალის 2019 წლის 15 ივნისის #9809977619600415 წერილობითი გადაწყვეტილებით ს.ე–ი, დაბადებული 1957 წლის 28 ივნისს (პ/ნ ......), დაინიშნა ა.ნ–ის ა–ის ვაჟიშვილის, დაბადებული 1992 წლის 8 იანვარს (პ/ნ ......), მეურვედ.

ჰორმოზაგანის პროვინციის სასამართლოს 2019 წლის 16 ივნისის #9809977619600422 წერილობითი გადაწყვეტილებით სასამართლომ გამოიტანა შესწორებული განაჩენი, რომლის თანახმადაც, აღინიშნა, რომ 2019 წლის 15 ივნისის #9809977619600415 წერილობით გადაწყვეტილებაში სასამართლომ გამოიყენა სიტყვა "მეურვე" ნაცვლად ფრაზისა "მინდობილი". შესწორებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ აკრძალულია თავდაპირველი განჩინების ჩანაწერის წარდგენა და ს.ე–ი ვალდებულია დაიცვას ზემოაღნიშნული წერილობითი განაჩენი.

2019 წლის 4 ნოემბერს ს.ე–ის წარმომადგენელმა დ.ყ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა ირანის ისლამური რესპუბლიკის ქ. ბანდარაბბასის საოჯახო სასამართლოს მეორე ფილიალის 2019 წლის 28 მაისის #9809977619600307 გადაწყვეტილების, ირანის ისლამური რესპუბლიკის ჰორმოზაგანის სასამართლოს ქ. ბანდარაბბასის საოჯახო საქმეთა სასამართლოს მეორე ფილიალის 2019 წლის 15 ივნისის #9809977619600415 წერილობითი გადაწყვეტილებისა და ჰორმოზაგანის პროვინციის სასამართლოს 2019 წლის 16 ივნისის #9809977619600422 წერილობითი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი 2019 წლის 16 ივნისს ჰორმოზაგანის პროვინციის სასამართლოს მიერ გაცემული ფიზიკური მეურვეობისთვის დამადასტურებელი მოწმობით ირკვევა, რომ ს.ე–ი არის დანიშნული, როგორც მეურვის წარმომადგენელი ა.ნ–ის.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილებებით დასტურდება, რომ ორი მათგანი არის საბოლოო გადაწყვეტილება. 2019 წლის 28 მაისის #9809977619600307 გადაწყვეტილების გასაჩივრება კი შესაძლებელი იყო, თუმცა აღსანიშნავია, სწორედ ამ გადაწყვეტილების შედეგად იქნა მიღებული 2019 წლის 15 ივნისისა და 16 ივნისის გადაწყვეტილებები და რომ მისი დამოწმებული თარგმანი გაკეთებულია 2019 წლის 8 ოქტომბერს.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციიის სამინისტროს 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ ს.ე–ს მიეცა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა 2018 წლის 20 დეკემბრიდან 2019 წლის 20 დეკემბრამდე.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს-ბათუმში მიერ ოჯახური ურთიერთკავშირის შესახებ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ა.ნ–ისა და ს.ე–ს ქორწინებაში ჰყავთ ვაჟი ა.ნ–ი ა–ის ძე.

ირანის ისლამური რესპუბლიკის ქ. ბანდარაბბასის სასამართლოს მეურვეობისა და მზრუნველობის განყოფილების უფროსის 2019 წლის 8 მაისის წერილზე პასუხით დგინდება, რომ ა.ნ–ი ა–ის ვაჟიშვილს პ/ნ (.....) ჩაუტარდა კვლევა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ მას დაბადებიდან აღენიშნება მძიმე ინტელექტუალური განუვითარებლობა და არ შეუძლია საკუთარი თავის მოვლა და საქმის მართვა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის 2019 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მათ წარმოებაში მყოფი ა.ნ–ის საქმეზე დადგინდა ხარვეზი და ხარვეზის შეუვსებლობის გამო ა.ნ–ის განცხადება საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე დატოვებულია განუხილველად.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის მე-15 მუხლის მიხედვით პირის ქმედუნარიანობის შეზღუდვის საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ ეს პირი საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.

საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არაქმედუნარიანი პირის მეურვე - ს.ე–ი დროებით ცხოვრობს საქართველოში და გააჩნია საქართველოში ბინადრობის მოწმობა.

"საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს, წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად, მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები არ არის საქმეში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15, 68-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს.ე–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას:

2.1. ირანის ისლამური რესპუბლიკის ქ. ბანდარაბბასის საოჯახო საქმეთა სასამართლოს მეორე ფილიალის 2019 წლის 28 მაისის #9809977619600307 გადაწყვეტილება, რომლითაც ა.ნ–ი ა–ის ძე, დაბადებული 1992 წლის 8 იანვარს პ/ნ ...... ცნობილ იქნა ქმედუუნაროდ;

2.2. ირანის ისლამური რესპუბლიკის ჰორმოზაგანის სასამართლოს ქ. ბანდარაბბასის საოჯახო საქმეთა სასამართლოს მეორე ფილიალის 2019 წლის 15 ივნისის #9809977619600415 წერილობითი გადაწყვეტილება, რომლითაც ს.ე–ი, დაბადებული 1957 წლის 28 ივნისს (პ/ნ ......), დაინიშნა ა.ნ–ის ა–ის ვაჟიშვილის, დაბადებული 1992 წლის 8 იანვარს (პ/ნ ....), მეურვედ;

2.3. ჰორმოზაგანის პროვინციის სასამართლოს 2019 წლის 16 ივნისის #9809977619600422 წერილობითი გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ გამოიტანა შესწორებული განაჩენი, რომლის თანახმადაც, აღინიშნა, რომ 2019 წლის 15 ივნისის #9809977619600415 წერილობით გადაწყვეტილებაში სასამართლომ გამოიყენა სიტყვა "მეურვე" ნაცვლად ფრაზისა "მინდობილი". შესწორებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ აკრძალულია თავდაპირველი განჩინების ჩანაწერის წარდგენა და ს.ე–ი ვალდებულია დაიცვას ზემოაღნიშნული წერილობითი განაჩენი.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი