2 მარტი, 2020 წელი
საქმე №ა-5664-შ-170-2019 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ი. (ა.) ა–უ
მოწინააღმდეგე მხარე – ო. ა–უ
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – თურქეთის რესპუბლიკის ანკარას #7 საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 15 ოქტომბრის #2015/791 გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - შუამდგომლობის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თურქეთის რესპუბლიკის ანკარას #7 საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 15 ოქტომბრის #2015/791 გადაწყვეტილებით მეუღლეთა - ო. ა–უს, დაბადებული 1975 წლის 4 მაისს, დედის სახელი - გ., მამის სახელი - ა. და ი. (ა.) ა–უს შორის რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მხარეებს ერთმანეთის მიმართ არავითარი მატერიალური კომპენსაციის ალიმენტის, ნივთობრივი, პირადი ნივთების, მზითევის მოთხოვნები არ გააჩნდათ.
2019 წლის 11 დეკემბერს ი. (ა.) ა–უმ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის ანკარას #7 საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 15 ოქტომბრის #2015/791 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილებისა და ცნობის შესწავლით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 15 ოქტომბერს.
თურქეთის რესპუბლიკის ანკარას #7 საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 15 ოქტომბრის #2015/791 გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
თურქეთის რესპუბლიკის ანკარას #7 საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 15 ოქტომბრის #2015/791 გადაწყვეტილებით მეუღლეთა - ო. ა–უს, დაბადებული 1975 წლის 4 მაისს, დედის სახელი - გ., მამის სახელი - ა. და საქართველოს მოქალაქე ი. (ა.) ა–უს შორის რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მხარეებს ერთმანეთის მიმართ არავითარი მატერიალური კომპენსაციის ალიმენტის, ნივთობრივი, პირადი ნივთების, მზითევის მოთხოვნები არ გააჩნდათ.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილებისა და ცნობის შესწავლით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 15 ოქტომბერს. ამავე გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ თუ ერთ-ერთი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა ან ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო. ამავე კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის ანკარას #7 საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 15 ოქტომბრის #2015/791 გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. (ა.) ა–უს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას თურქეთის რესპუბლიკის ანკარას #7 საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 15 ოქტომბრის #2015/791 გადაწყვეტილება, რომლითაც მეუღლეთა - ო. ა–უს, დაბადებული 1975 წლის 4 მაისს, დედის სახელი - გ., მამის სახელი - ა. და საქართველოს მოქალაქე ი. (ა.) ა–უს შორის რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მხარეებს ერთმანეთის მიმართ არავითარი მატერიალური კომპენსაციის ალიმენტის, ნივთობრივი, პირადი ნივთების, მზითევის მოთხოვნები არ გააჩნდათ;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი