Facebook Twitter

2 მარტი, 2020 წელი,

საქმე №ა-4421-შ-136-2019 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორები – ტ.მ–კო, ჩერნიგოვსკის ოლქის გოროდნიანსკის რაიონული სასამართლო

მოწინააღმდეგე მხარე – ი.ს–ძე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარეები მოითხოვენ – ჩერნიგოვსკის ოლქის გოროდნიანსკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება (საქმე # 732/952/18; #2/732/19/19)

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - შუამდგომლობების დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ჩერნიგოვსკის ოლქის გოროდნიანსკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით ტ.მ–კოს სარჩელი ი.ს–ძის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა.

1.1. ი.ს–ძეს (დაბადებული 1989 წლის 29 მარტს (პ/ნ .....), მცხოვრები საქართველოში, ბათუმში, .......) ტ.მ–კოს (დაბადებული 1985 წლის 10 ოქტომბერს (პ/ნ ......)) სასარგებლოდ, დაეკისრა ალიმენტის გადახდა საკუთარი ვაჟის, 2017 წლის 12 მარტს დაბადებული ლ.ი. ძე ს–თვის, საკუთარი შემოსავლის ¼-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ შესაბამისი ასაკის ბავშვისთვის საარსებო მინიმუმის 50%-ის ოდენობით, 2018 წლის 5 ივლისიდან ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე, კერძოდ კი - 2035 წლის 12 მარტამდე.

1.2. ი.ს–ძეს ტ.მ–კოს სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად, მკაცრად განსაზღვრული თანხა 1841 გრივნას ოდენობით, 2018 წლის 5 ივლისიდან ლ.ი. ძე ს–ძის სამი წლის ასაკის მიღწევამდე, უფრო კონკრეტულად კი - 2020 წლის 12 მარტამდე.

1.3. ი.ს–ძეს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 768.40 გრივნას ოდენობით გადახდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი.ს–ძემ, რომელმაც ალიმენტის შემცირება მოითხოვა. ჩერნიგოვსკის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით ი.ს–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ჩერნიგოვსკის ოლქის გოროდნიანსკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

3. შუამდგომლობაზე დართული ცნობის შესწავლით ირკვევა, რომ ჩერნიგოვსკის ოლქის გოროდნიანსკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2019 წლის 22 ივლისს.

4. 2019 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით ტ.მ–კომ და ჩერნიგოვსკის ოლქის გოროდნიანსკის რაიონულმა სასამართლომ შუამდგომლობით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ჩერნიგოვსკის ოლქის გოროდნიანსკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულებისათვის.

5. შუამდგომლობის ავტორების მიერ წარმოდგენილი დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილებებისა და ცნობების შესწავლით ირკვევა, რომ მოპასუხე დროულად და სათანადო წესით იყო მოწვეული სასამართლო სხდომაზე, ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 22 ივლისს, ხოლო მისი აღსრულება უკრაინის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არ განხორციელებულა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით, ტ.მ–კოსა და ჩერნიგოვსკის ოლქის გოროდნიანსკის რაიონული სასამართლოს შუამდგომლობები მიღებულ იქნა განსახილველად.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის დასახელებული განჩინების, ისევე როგორც, ზემოთმითითებული შუამდგომლობებისა და მასზე თანდართული მასალების ასლები, მოწინააღმდეგე მხარეს, ი.ს–ძეს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, საქმის მასალებში არსებულ მისამართზე და 2019 წლის 23 ოქტომბერს ჩაჰბარდა.

8. მოწინააღმდეგე მხარე ი.ს–ძემ კანონით დადგენილ ვადაში წარმოადგინა თავისი მოსაზრება, რომლითაც ალიმენტის გადახდის თარიღის შეცვლა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ტ.მ–კოსა და ჩერნიგოვსკის ოლქის გოროდნიანსკის რაიონული სასამართლოს შუამდგომლობები ჩერნიგოვსკის ოლქის გოროდნიანსკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების (საქმე # 732/952/18; #2/732/19/19) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. ჩერნიგოვსკის ოლქის გოროდნიანსკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით ტ.მ–კოს სარჩელი ი.ს–ძის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა.

9.1. ი.ს–ძეს (დაბადებული 1989 წლის 29 მარტს (პ/ნ 6.....), მცხოვრები საქართველოში, ბათუმში, ......) ტ.მ–კოს (დაბადებული 1985 წლის 10 ოქტომბერს (პ/ნ ......)) სასარგებლოდ, დაეკისრა ალიმენტის გადახდა საკუთარი ვაჟის, 2017 წლის 12 მარტს დაბადებული ლ.ი. ძე ს–ძისათვის, საკუთარი შემოსავლის ¼-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ შესაბამისი ასაკის ბავშვისთვის საარსებო მინიმუმის 50%-ის ოდენობით, 2018 წლის 5 ივლისიდან ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე, კერძოდ კი - 2035 წლის 12 მარტამდე.

9.2. ი.ს–ძეს ტ.მ–კოს სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად, მკაცრად განსაზღვრული თანხა 1841 გრივნას ოდენობით, 2018 წლის 5 ივლისიდან ლ.ი. ძე ს–ძის სამი წლის ასაკის მიღწევამდე, უფრო კონკრეტულად კი - 2020 წლის 12 მარტამდე.

9.3. ი.ს–ძეს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 768.40 გრივნას ოდენობით გადახდა.

10. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი.ს–ძემ, რომელმაც ალიმენტის შემცირება მოითხოვა. ჩერნიგოვსკის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით ი.ს–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ჩერნიგოვსკის ოლქის გოროდნიანსკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

11. შუამდგომლობაზე დართული ცნობის შესწავლით ირკვევა, რომ ჩერნიგოვსკის ოლქის გოროდნიანსკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2019 წლის 22 ივლისს.

12. 2019 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით ტ.მ–კომ და ჩერნიგოვსკის ოლქის გოროდნიანსკის რაიონულმა სასამართლომ შუამდგომლობით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ჩერნიგოვსკის ოლქის გოროდნიანსკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულებისათვის.

13. შუამდგომლობის ავტორების მიერ წარმოდგენილი დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილებებისა და ცნობების შესწავლით ირკვევა, რომ მოპასუხე დროულად და სათანადო წესით იყო მოწვეული სასამართლო სხდომაზე, ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 22 ივლისს, ხოლო მისი აღსრულება უკრაინის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არ განხორციელებულა.

14. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

15. სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ მინსკის კონვენციის (შემდეგში მინსკის კონვენცია) 51-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობით აღიარებს და აღასრულებს შემდგომ გადაწყვეტილებებს, გამოტანილთ სხვა ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე სამოქალაქო და საოჯახო საქმეთა იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს, მათ შორის სასამართლოს მიერ ასეთ საქმეებზე დამტკიცებულ შეთანხმებებს მორიგების შესახებ და ნოტარიალურ აქტებს ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებით (შემდგომ - გადაწყვეტილებებს), გარდა იმ შემთხვევებისა რომლებიც გათვალისწინებულია მინსკის კონვენციის 55-ე მუხლით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შუამდგომლობებს გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვისა და აღიარების თაობაზე, გათვალისწინებულთ 51 მუხლში, განიხილავენ იმ ხელშემკვრელი მხარის სასამართლოები, რომელთა ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს იძულებითი აღსრულება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვისა და აღიარების თაობაზე, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში თუ, პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ. ამავე კონვენციის 53-ე მუხლით კი დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა.

16. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, ჩერნიგოვსკის ოლქის გოროდნიანსკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება(საქმე # 732/952/18; #2/732/19/19) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილით, მინსკის კონვენციის 51-ე, 54-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ტ.მ–კოსა და ჩერნიგოვსკის ოლქის გოროდნიანსკის რაიონული სასამართლოს შუამდგომლობები დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად ჩერნიგოვსკის ოლქის გოროდნიანსკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება(საქმე # 732/952/18; #2/732/19/19), რომლითაც ტ.მ–კოს სარჩელი ი.ს–ძის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა;

2.1. ი.ს–ძეს (დაბადებული 1989 წლის 29 მარტს (პ/ნ ......), მცხოვრები საქართველოში, ბათუმში, ......) ტ.მ–კოს (დაბადებული 1985 წლის 10 ოქტომბერს (პ/ნ ......)) სასარგებლოდ, დაეკისრა ალიმენტის გადახდა საკუთარი ვაჟის, 2017 წლის 12 მარტს დაბადებული ლ.ი. ძე ს–ძისათვის, საკუთარი შემოსავლის ¼-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ შესაბამისი ასაკის ბავშვისთვის საარსებო მინიმუმის 50%-ის ოდენობით, 2018 წლის 5 ივლისიდან ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე, კერძოდ კი - 2035 წლის 12 მარტამდე;

2.2. ი.ს–ძეს ტ.მ–კოს სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად, მკაცრად განსაზღვრული თანხა 1841 გრივნას ოდენობით, 2018 წლის 5 ივლისიდან ლ.ი. ძე ს–ძის სამი წლის ასაკის მიღწევამდე, უფრო კონკრეტულად კი - 2020 წლის 12 მარტამდე;

2.3. ი.ს–ძეს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 768.40 გრივნას ოდენობით გადახდა;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი