Facebook Twitter

საქმე №ა-4100-შ-111-2019 28 თებერვალი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – თ.დ–ი

დაინტერესებული პირი – ნ.ც–ის

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – საბერძნეთის რესპუბლიკის სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის №4362/2019 გადაწყვეტილება

დავის საგანი – სრულწლოვანი პირის შვილად აყვანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. საბერძნეთის რესპუბლიკის სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის №4362/2019 გადაწყვეტილებით პირველი განმცხადებლის (ნ.ც–ის) შვილად გამოცხადდა 1995 წლის 15 მაისს დაბადებული მეორე სრულწლოვანი განმცხადებელი (თ.დ.), რომელიც არის პირველი განმცხადებლის (ნ.ც–ის) მეუღლის (გ.დ–ა) ბიოლოგიური შვილიშვილი.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა თ.დ–მა და მოითხოვა საბერძნეთის რესპუბლიკის სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის №4362/2019 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. საბერძნეთის რესპუბლიკის სალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს მდივნის მიერ 2019 წლის 23 ივლისს გაცემული სააპელაციო სასამართლოში სააპელაციოდ მიმართვის ან არმიმართვის მოწმობის თანახმად, 1994 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 22 ივლისამდე არ გასაჩივრებულა რიგითი ან რიგგარეშე სასამართლო საშუალებით სალონიკის პირველი ინსტანციის ნებაყოფლობითი ერთწევრიანი საოჯახო სასამართლოს მიერ 2019 წლის 5 აპრილს საჯაროდ გამოცხადებული №4362/2019 სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი ნებაყოფლობითი სასამართლო გადაწყვეტილება საოჯახო პროცესის შესახებ.

4. საბერძნეთის რესპუბლიკის სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის №4362/2019 გადაწყვეტილებიდან დგინდება, რომ მხარეები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი საქმის განხილვის თაობაზე.

5. შუამდგომლობაზე თანდართული საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა [„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლი: შვილად აყვანის საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ მშვილებლები, ერთ-ერთი მშვილებელი ან ბავშვი საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს].

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ნოემბრის განჩინებით თ.დ–ის შუამდგომლობა საბერძნეთის რესპუბლიკის სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის №4362/2019 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

7. ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები ნ.ც–ისს გაეგზავნა 2019 წლის 11 დეკემბერს და ჩაბარდა 2020 წლის 14 იანვარს. განჩინებით მას განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში ჰქონდა აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეეძლო მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე. თუმცა, მას განჩინებით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

8. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ.დ–ის შუამდგომლობა საბერძნეთის რესპუბლიკის სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის №4362/2019 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საბერძნეთის რესპუბლიკის სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის №4362/2019 გადაწყვეტილებით პირველი განმცხადებლის (ნ.ც–ის) შვილად გამოცხადდა 1995 წლის 15 მაისს დაბადებული მეორე სრულწლოვანი განმცხადებელი (თ.დ.), რომელიც არის პირველი განმცხადებლის (ნ.ც–ის) მეუღლის (გ.დ–ა) ბიოლოგიური შვილიშვილი; 1994 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 22 ივლისამდე არ გასაჩივრებულა რიგითი ან რიგგარეშე სასამართლო საშუალებით სალონიკის პირველი ინსტანციის ნებაყოფლობითი ერთწევრიანი საოჯახო სასამართლოს მიერ 2019 წლის 5 აპრილს საჯაროდ გამოცხადებული №4362/2019 სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი ნებაყოფლობითი სასამართლო გადაწყვეტილება საოჯახო პროცესის შესახებ; მხარეები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი საქმის განხილვის თაობაზე; შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.

11. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, საბერძნეთის რესპუბლიკის სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის №4362/2019 გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ.დ–ის შუამდგომლობა საბერძნეთის რესპუბლიკის სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის №4362/2019 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე საბერძნეთის რესპუბლიკის სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის №4362/2019 გადაწყვეტილება, რომლითაც პირველი განმცხადებლის (ნ.ც–ის) შვილად გამოცხადდა 1995 წლის 15 მაისს დაბადებული მეორე სრულწლოვანი განმცხადებელი (თ.დ.), რომელიც არის პირველი განმცხადებლის (ნ.ც–ის) მეუღლის (გ.დ–ა) ბიოლოგიური შვილიშვილი;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე