საქმე №ას-1519-2019 24 იანვარი, 2020 weli,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - რ. ხ-ია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „პ.“ (ამხანაგობის თავმჯდომარე ი. გ-ძე) (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით რ. ხ-ას (შემდეგში: მოპასუხე ან კასატორი) საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღეში სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
კასატორმა, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოადგინა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 იანვრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად; კასატორს დაუბრუნდა საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 % 210 ლარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მიღებული უნდა იქნეს დამატებითი განჩინება ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის კასატორისათვის დაბრუნების თაობაზე შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-31 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, რაც ავტომატურად გულისხმობს იმას, რომ კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 30 პროცენტი სახელმწიფო ბიუჯეტში რჩება.
განსახილველ შემთხვევაში კასატორის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის სრული ოდენობა 150 ლარს შეადგენდა, თუმცა, მან 300 ლარი გადაიხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ 150 ლარი ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟია. იქედან გამომდინარე, რომ სასამართლოს არ გადაუწყვეტია კასატორისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების საკითხი, მიღებულ უნდა იქნას დამატებითი განჩინება და კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 45 ლარი. კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაჰბრუნებოდა სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70 % - 105 ლარი (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო) და ზედმეტად გადახდილი 150 ლარი, სულ 255 ლარი, მას კი მხოლოდ 210 ლარი დაუბრუნდა, ე.ი. 45 ლარით ნაკლები (255-210).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-31 ნაწილით, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. ხ-ას (პ/ნ 010240...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ა. მ-ის (პ/ნ 010110...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2019 წლის 29 ოქტომბერი), 45 ლარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე