Facebook Twitter

საქმე №ას-1339-2019 16 აპრილი, 2020 weli,

უსწორობა ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი(თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საკასაციო პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში (ლ. ღ-ას სარჩელის გამო თ. ჩ-ის მიმართ, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის და სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის თაობაზე) დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 თებერვლის განჩინებით, თ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი, ლ. ღ-ას მიმართ, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის და სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის თაობაზე, დაუშვებლად იქნა ცნობილი და დარჩა განუხილველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სასამართლო განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.

მოცემულ შემთხვევაში, უზენაესი სასამართლო 2020 წლის 7 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში დაშვებულ იქნა უსწორობა. კერძოდ არასწორად იქნა მითითებული საგადახდო დავალებაში მითითებული გადახდის თარიღი 2019 წლის 9 მაისი ნაცვლად 2019 წლის 9 სექტემბრისა.

შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 თებერვლის სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში, ნაცვლად "თ. ჩ-ს (პ/ნ 0100804...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1691,25 ლარის (საგადახდო დავალება N21957922, გადახდის თარიღი 2019 წლის 31 ოქტომბერი), 70% – 1183,88 ლარი და 300 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი, 2019 წლის 9 მაისი), 70%- 210 ლარი;" უნდა მიეთითოს "თ. ჩ-ს (პ/ნ 01008046...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1691,25 ლარის (საგადახდო დავალება N21957922, გადახდის თარიღი 2019 წლის 31 ოქტომბერი), 70% – 1183,88 ლარი და 300 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი, 2019 წლის 9 სექტემბერი), 70%- 210 ლარი;"

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე, 260-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში დაშვებული უსწორობა.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 თებერვლის სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში, ნაცვლად "თ. ჩ-ს (პ/ნ 0100804...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1691,25 ლარის (საგადახდო დავალება N21957922, გადახდის თარიღი 2019 წლის 31 ოქტომბერი), 70% – 1183,88 ლარი და 300 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი, 2019 წლის 9 მაისი), 70%- 210 ლარი;" უნდა მიეთითოს "თ. ჩ-ს (პ/ნ 01008046...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1691,25 ლარის (საგადახდო დავალება N21957922, გადახდის თარიღი 2019 წლის 31 ოქტომბერი), 70% – 1183,88 ლარი და 300 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი, 2019 წლის 9 სექტემბერი), 70%- 210 ლარი;"

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე