საქმე №ა-256-შ-5-2020 31 იანვარი, 2020 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – მ. ქ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ჰ. პ. პ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს - გერმანიის შტუტგარდის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2019 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება N24F 312/19
დავის საგანი – განქორწინება
აღწერილობითი ნაწილი:
გერმანიის შტუტგარდის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2019 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით, მ. ქ-ი-პ-ს და ჰ. პ. პ-ს შორის შეწყდა მხარეთა შორის არსებული ქორწინება.
მ. ქშ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოთ დასახელებული ქორწინების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე, დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ მ. ქ-ი საქართველოს მოქალაქეა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 იანვრის განჩინებით მ. ქ-ის შუამდგომლობა გერმანიის შტუტგარდის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2019 წლის 3 მაისის გადაწყვეტილების N24F 312/19 საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მ. ქ-ის შუამდგომლობა გერმანიის შტუტგარდის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2019 წლის 3 მაისის გადაწყვეტილების N24F 312/19 საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ გერმანიის შტუტგარდის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2019 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით N24F 312/19 მ. ქ-ი-პ-ს და ჰ. პ. პ-ს შორის 2014 წლის 24 იანვარს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ მაია ქშუტაშვილი საქართველოს მოქალაქეა.
საქმის მასალებიდან დგინდება, რომ მ. ქ-ი ქორწინების რეგისტრაციის შემდგომ გახდა ქ-ი-პ-ი, ხოლო განქორწინებისას კვლავ ქ-ი.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის შტუტგარდის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2019 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება N24F 312/19 ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დაადგინა :
1. მ. ქ-ის (განქორწინებამდე ქ-ი-პ-ი) შუამდგომლობა გერმანიის შტუტგარდის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2019 წლის 3 მაისის გადაწყვეტილების N24F 312/19 საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის შტუტგარდის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2019 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება N24F 312/19, რომლითაც მ. ქ-ი-პ-ს და ჰ. პ. პ-ს შორის 2014 წლის 24 იანვარს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე