საქმე№ა-339-შ-8-2020 11 მარტი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – რ. ნ-ნი
მოწინააღმდეგე მხარე – ო. გ-ხ
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – რუსეთის, სვერდლოვსკის ოლქის, ქალაქ ნიჟნი ტაგილის ტაგილსტროევსკის სასამართლოს 2-895/2013
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსეთის, სვერდლოვსკის ოლქის, ქალაქ ნიჟნი ტაგილის ტაგილსტროევსკის სასამართლოს 2-895/2013 გადაწყვეტილებით, ო. ვ. ასული გ-ის სარჩელი, რ. ნ-ის (შემდეგში: შუამდგომლობის ავტორი) წინააღმდეგ, განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდა, შეწყდა, 2012 წლის 13 მაისს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თბილისის ქორწინების №1 სასახლის მიერ რეგისტრირებული ქორწინება, მნ №411... სააქტო ჩანაწერით.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2020 წლის 27 იანვარს, შუამდგომლობით მომართა განმცხადებელმა და ითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, სასამართლო გადაწყვეტილებიდან, სათანადოდ დამოწმებული ამონაწერით, დგინდება რომ, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაძი შევიდა 2014 წლის 4 მარტს.
4. დასახელებული გადაწყვეტილების მიხედვით, განქორწინების თაობაზე სარჩელი წარდგენილია ო. გ-ის მიერ.
5. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 თებერვლის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
7. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. ნ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს რუსეთის, სვერდლოვსკის ოლქის, ქალაქ ნიჟნი ტაგილის ტაგილსტროევსკის სასამართლოს 2-895/2013 გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თბილისის ქორწინების №1 სასახლის მიერ რეგისტრირებული ქორწინება, მნ №411904 სააქტო ჩანაწერით;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე