Facebook Twitter

საქმე №ას-1248-2019 7 აპრილი, 2020 წელი უსწორობა ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი და

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 იანვრის განჩინებით შპს „ს“ საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ივლისის განჩინებაზე, დარჩა განუხილველად. ხსენებული განჩინების შესავალ ნაწილში დაშვებულია უსწორობა, კერძოდ განჩინების გამოტანის თარიღად, ნაცვლად 2020 წლის 8 იანვრისა, მითითებულია 2019 წლის 30 სექტემბერი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განჩინების თარიღში დაშვებული უსწორობა უნდა გასწორდეს სასამართლოს ინიციატივით და მის შესავალ ნაწილში ნაცვლად 2019 წლის 30 სექტემბრისა, უნდა მიეთითოს 2020 წლის 8 იანვარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

• გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 იანვრის საქმე (№ას-1248-2019) განჩინების შესავალ ნაწილში დაშვებული უსწორობა.

• განჩინების გამოტანის თარიღად, ნაცვლად 2019 წლის 30 სექტემბრისა მიეთითოს 2020 წლის 8 იანვარი.

• საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე